🌙 14 ივლისს, თბილისის დროით, 13:43-ზე, ახალმთვარეობა გველოდება კირჩხიბის ზოდიაქოში. ამ დღეს მზე და მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში არიან გაერთიანებულნი.
🌙 კირჩხიბებო, წელიწადში ერთხელ ხდება ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში და ეცადეთ, ეს პერიოდი თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. ახალმთვარეობა არის ახლის დაწყების, განახლების დრო, მაგრამ რადგან ჯერ კიდევ მერკური რეტროგრადულია (23 ივლისამდე), ახლა ჯობია, დრო დაუთმოთ შეცდომების გაანალიზებას და გამოსწორებას, მიუბრუნდეთ გადადებულ, დაუსრულებელ საქმეებს, გადახედოთ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
☀🌙 კირჩხიბი, სადაც ახალმთვარეობა გველოდება, არის ოჯახის, სახლის, ფესვების ნიშანი. გაიხსენეთ, იქნებ სახლში გაქვთ რამე გადასაკეთებელი, ან ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან ურთიერთობა გადასახედი? ახალმთვარეობამდე გირჩევთ, სახლიდან მოიცილოთ ყველა ძველი, უსარგებლო, დაზიანებული ნივთი, ვიცი, კირჩხიბებს არ გიყვართ სახლიდან ნივთების გატანა და გიჭირთ შეგუებულ (ამოჩემებულ) ნივთებთან განშორება, მაგრამ ახლა საჭირო და აუცილებელია, რადგან ახალი ენერგია უნდა შემოვიდეს თქვენს სახლში და ძველი და გაზიანებული ახალმა ჩაანაცვლოს. აგრეთვე კარგია, სახლის სველი წესით დალაგება, შემოსასვლელი კარიდან ჩამოიარეთ და მარილიანი წყლით დაწმინდეთ ზედაპირები, იატაკი (რიტუალურ მაგიაში მარილი ერთ-ერთი გამწმენდი საშუალებაა). ბოლოს მიიღეთ შხაპი, მარილითაც შეგიძლიათ.
☀🌙 ახალმთვარეობის დღეს, დღის პირველი ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეა და სამშაბათია, მთვარის ოცდამეცხრე დღეა, რომელიც ენერგეტიკულად ცოტა მძიმეა, თანაც სამშაბათი ენერგიული, მაგრამ აგრესიული მარსის დღეა. ნუ დაიწყებთ საქმეებს, მათ მოგვარებას. არ გირჩევთ კამათს გარშემო მყოფებთან. ნუ ივარჯიშებთ დაღლამდე. მომატებულია ემოციურობა და გირჩევთ, აკონტროლოთ ემოციები. გამოიჩინეთ მოთმინება, რათა აირიდოთ კონფლიქტი ახლობლებთან. რადგან მერკური რეტროგრადულია, ახალმთვარეობაზე სამომავლო მიზნებს ნუ ჩამოწერთ, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ გადაიტვირთებით ფიზიკურად და გონებრივად. შეიძლება იყოს დაგვიანება, შეფერხება, სირთულეები, თუმცა, შეხედეთ ყველაფერს მშვიდად (შეძლებისდაგვარად) და გახსოვდეთ, რომ რთული დრო მალე გაივლის, გაფუჭებულ საქმეების და დაზიანებული ურთიერთობების გამოსწორებას კი დიდი დრო დასჭირდება.
☀🌙 ახალმთვარეობის ასპექტის სატურნთან დაძაბულობის გამო არავის არაფერს არ დაჰპირდეთ. იყავით მეტად გააზრებული, გამოავლინეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ აუცილებელი არაა, და თუ სურვილი გაქვთ, რომ დარჩეთ სახლში, ყველასგან განმარტოვდეთ და გამოიძინოთ, ასეც მოიქეცით.
☀🌙 ახალმთვარეობის დღეებში (პლუს/მინუს 2-3 დღე) ეცადეთ, იყოთ სულიერად მშვიდი, იზრუნოთ ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე, მაგრამ არ აკონტოლოთ და არც ჰიპერმზრუნველობა მოგიტანთ კარგ შედეგს, ყველაფერში ზომიერება დაიცავით, კვებაშიც, რადგან კირჩხიბი სამედიცინო ასტროლოგიაში კუჭს განაგებს. მიიღეთ მსუბუქი საკვები და დალიეთ ზომიერად წყალი. ❤
❤ კიდევ ერთი გაფრთხილება: 13 ივლისს ქალწულში მყოფ ვენერას დაძაბული ასპექტი აქვს ტყუპში მყოფ ურანთან. ქალწულის ვენერა გააზრებული და რაციონალურია, მაგრამ ურანი გადარევს და ამიტომ მოერიდეთ ფულის გაუაზრებელ ფლანგვას. ნუ გაწყვიტთ სასიყვარულო კავშირებს, ბევრს შეიძლება მოუნდეს თავისუფლება. არ გირჩევთ გარეგნობის რადიკალურად შეცვლას. ეს ასპექტი ყველაზე მეტად შეეხება მათ, ვისაც ვენერა ჰყავს ტყუპში ან ქალწულში და აგრეთვე მათაც, ვისაც გადატვირთული აქვს მუტაბელური ჯვრის ნიშნები (ტყუპი, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები).
ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ, სიმშვიდე გქონდეთ სახლშიც, სამსახურშიც და სულშიც.
ასტროლოგიურ პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:
♈️ ვერძი: საოჯახო სფეროში გელოდებათ განახლება. საოჯახო საქმეები ოჯახის წევრებთან განიხილეთ. შეიძლება შინ გესტუმრონ ნათესავები.
♉️ კურო: სიახლეები გელოდებათ სწავლაში. დაიწყება საქმიანი შეხვედრები, მივლინება; გახშირდება შეხვედრები და-ძმებთან. მოგინდებათ ექსკურსიებსა და ტურებში გამგზავრება. შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობარი. გაჯეტების და გადასაადგილებელი საშუალებეის შეძენას არ გირჩევთ, სანამ მერკური რეტროგრადულია.
♊️ ტყუპი: ამ დღიდან დაიწყებთ მეტ ფიქრს და მოქმედებას, რათა გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. მოგინდებათ ფულის დაბანდება სახლურ ნივთებში.
♋️ კირჩხიბი: ძვირფასო კირჩხიბებო, დაივიწყეთ ყველაფერი უსიამოვნო, ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები და სურვილები. რადგან მერკური რეტროგრადულია თქვენ ნიშანში, გაიხსენეთ რისი გაკეთება გსურდათ ადრე თქვენი თავისთვის, ოჯახისთვის, რა უნდა ისწავლოთ თქვენი წინსვლისა და გამარჯვებისთვის.
♌️ ლომი: დაიწყოთ დაწყებული საქმეები დასრულება, რადგან მომდევნო ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება და მას მოწესრიგებული, ნეგატივისგან დაცლილი უნდა დახვდეთ.
♍️ ქალწული: სიახლეები იქნება თქვენს კოლექტივში, სამეგობროში, შეიძლება შეადგინოთ ახალი ბიზნესგეგმა (მაგრამ თქვენი მმართველი მერკურის რეტროგრადული სვლიდან გამოსვლის შემდეგ განახორციელეთ), გახდეთ ახალი ჯგუფის, წევრი.
♎️ სასწორი: სიახლეები გელოდებათ სტატუსის სფეროში, ოჯახში, უძრავ ქონებაში, კარიერაში. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ საოჯახო ბიზნესი, საოჯახო საქმე.
♏️ მორიელი: სიახლეები გელოდებათ უცხოეთიდან. შეიძლება ნათესავებს ეწვიოთ ან სიახლეები გქონდეთ მეუღლის ნათესავებისგან. ზოგიერთი გადაწყვეტთ იურიდიულ საკითხებში გარკვევას. ზოგიერთი კი ან პედაგოგობას, ან სწავლას, შემდეგი სერტიფიკატის, დიპლომის აღებას.
♐️ მშვილდოსანი: უნდა გადაიხადოთ გადასახადები, ვალები, ან შეიძლება აიღოთ ახალი კრედიტი. რაღაც სიახლეები უნდა იყოს საბანკო სისტემასთან. შეიძლება დაგჭირდეთ დაზღვევა, პარტნიორის ფულით სარგებლობა. შეიძლება დაიწყოთ მემკვიდრეობის გამო ბრძოლა. ზოგიერთი დააკვირდით სიზმრებს, მინიშნებებს.
♑️ თხის რქა: რაღაც სიახლე უნდა იყოს პარტნიორებთან (საქმიან და სასიყვარულო) და კლიენტებთან. შეიძლება გამოგიჩნდნენ ახლები, თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ. თავისუფლებისთვის იწყება საინტერესო ნაცნობობის დრო. დაწყვილებულებმა უნდა იზრუნოთ, რომ თქვენი კავშირი გახდეს მეტად თბილი და ტკბილი. ზოგიერთს გელოდებათ შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობართან.
♒️ მერწყული: სამსახურის, ყოველდღიური ვალდებულებების და ჯანმრთელობის სფეროში გელოდებათ სიახლეები. შეიძლება დაიწყოთ ცურვა, აკვააერობიკა, ზოგადად, მეტ კონტაქტი წყალთან, ზოგიერთს მოგიწიოთ ნათესავებზე ზრუნვამ, საოჯახო ნივთების შეძენამ. სამსახურში მოგინდებათ შინაურული გარემოს შექმნა.
♓️ თევზები: სიახლეები გელოდებათ შემოქმედების, ფლირტის, ბავშვების სფეროში. იქნება ახალი გასართობი, ჰობი. მეტი დრო გაატარეთ შვილების გვერდით. ერთად გაერთეთ და შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ცეკვა არის წმინდა რიტუალი, სადაც სული სხეულს ტკივილისგან წმენდს...“ - რას ამბობს ფსიქოლოგი
⭕„არ არსებობს ალკოჰოლის ჯანმრთელი ან სასარგებლო დოზა!“ - რას წერს ლევან შელეგია