რას მოგვიტანს თეთრი მთვარის (სელენა) ინგრესია ქალწულში ზოდიაქოს თითოეული ნიშნის დახასიათება - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგი სოფია ბზეკალავა საუბრობს:
„თეთრი მთვარე, იგივე სელენა, მფარველი ანგელოზი ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა და შვიდი თვის განმავლობაში ძალიან საინტერესო მოვლენებს მოგვიტანს.
ზოდიაქოს ნიშნებით დაბადებულ ადამიანებთან ეს ყველაფერი სხვადასხვაგვარად აისახება. ძირითადად სად იქნება შემსუბუქება? სელენა მოდის მაშინ, როდესაც გვჭირდება დამცავი ფარი. ის ჩვენ გვიცავს.
♈ ვერძი
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან შემსუბუქება ხდება ჯანმრთელობის კუთხით. ასევე შესაძლებლობები კარიერულად.
♉ კურო
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ეს იქნება სასიყვარულო ურთიერთობები, მნიშვნელოვანი და ნათელი პარტნიორი.
♊ ტყუპები
თქვენთვის შეიძლება იყოს დაკავშირებული საბინაო საკითხებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დასალაგებლად და ა.შ. მნიშვნელოვანი იქნება ემიგრაციის საკითხი, შეიძლება სელენამ ქალწულში ძალიან ბევრი რამ შეგიმსუბუქოთ.
♋ კირჩხიბი
თქვენთან სელენას მოაქვს საშუალება გააუმჯობესოს დედმამიშვილებთან ურთიერთობა, შესაძლებელია ერთი მნიშვნელოვანი მეგობარი შეიძინოთ.
♌ ლომი
მოგიტანთ შესაძლებლობას გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. შეცვალოთ ცხოვრების წესი და ახალი გზები ფინანსების გამომუშავების კუთხით.
♍ ქალწული
ყველაზე მეტად შეგეხებათ სელენას ტრანზიტი. ეს არის ფინანსური ტრანსფორმაცია უკეთესობისკენ. მისი პრინციპი არის გარკვეული სიტუაციების შეზღუდვა, რათა უკეთესად გააცნობიეროთ რაღაცები. გექნებათ საშუალება აღიდგინოთ რეპუტაცია.
♎ სასწორი
მოგცემთ საშუალებას, გააცნობიეროთ სად გქონდათ შიშები, თქვენ ძალიან ბევრ ინფორმაციას გაიგებთ, რაც აქამდე მიუწვდომელი და დაფარული იყო. გაუმჯობესდება ემიგრაციის კუთხით საკითხი.
♏ მორიელი
გაუმჯობესება არის შესაძლებელი მეგობრული ურთიერთობის კუთხით. ასევე მოგეცემათ საშუალება ახლებური ინსტრუმენტებით მიაღწიოთ თქვენ ოცნებებს.
♐ მშვილდოსანი
სელენას მოაქვს სამსახურებრივი წინსვლის შანსი. ასევე გეძლევათ საშუალება მიიპყროთ გავლენიანი ადამიანების ყურადღება.
♑ თხის რქა
იქნება საშუალება გაიფართოოს თვალსაწიერი, ისწავლოს განაახლოს მიტოვებული პროცესები, ეს შეიძლება ეხებოდეს საბუთებს. შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ რეპუტაცია.
♒ მერწყული
მოაქვს შესაძლებლობა გაიუმჯობესოთ უძრავი ქონების საკითხი. გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც აღარ გჭირდებათ.
♓ თევზები
თქვენს ცხოვრებაში სელენას მოაქვს სულ სხვანაირი გაგება პარტნიორული კუთხით. ასევე შეიძლება იყოს ახალი პარტნიორი და სიყვარული განუკურნებელი ეფექტით“, - ამბობს სოფია ბზეკალავა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ