29 ივლისს, თბილისის დროით, 18:35-ზე, სავსემთვარეობა გველოდება მერწყულში. ამ დღეს მთვარე მერწყულშია და შეერთებაშია რეტროგრადულ პლუტონთან და მზე ლომშია და შეერთებაშია იუპიტერთან. ამასთან, მეგობრული ასპექტებია ტყუპში მყოფ ურანთან და ვერძში მყოფ რეტროგრადულ ნეპტუნთან.
სავსემთვარეობაზე ემოციურობა ყოველთვის მომატებულია. შეიძლება შეგაწუხოთ უძილობამ, იყოთ აფორიაქებული, ყველაფერზე გაღიზიანებული, განწყობა სწრაფ-სწრაფად შეგეცვალოთ.
🌙 ახლა მზე ლომშია, და მას სურს აღიარება, მერწყულს კი სურს თანასწორობა. უნდა დაიცვათ ბალანსი ყველაფერში. არ გადაიტვირთოთ არც გონებრივად და არც ფიზიკურად. ახლა არაა საკუთარი უპირატესობის მტკიცების დროს. ნუ ჩაებღაუჭებით იმას, რის გამოც შეიძლება თავი საფრთხეში ჩაიგდოთ. ფრთხილად ემოციებთან, ნუ იკირკიტებთ საკუთარ შინაგან სამყაროში.
🌙 მარსისა (ტყუპშია) და ვენერას (ქალწულშია) დაძაბული ასპექტის გამო შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა საყვარელ ადამიანებს შორის. ეს რომ არ მოხდეს, ეცადეთ, მშვიდად შეხედოთ მოვლენებს და გახსოვდეთ, რომ დაძაბულობა მალე გაივლის. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, ენერგია მიმართეთ ინტელექტუალურ საქმიანობაზე, სწავლაზე.
🌙 შეიძლება დასრულდეს პროექტი, რომელზეც მუშაობდით, სამსახურში შეიძლება შეიცვალოს ხელმძღვანელობა. უნდა ისწავლოთ გუნდურობა და არ მიიღოთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად. შეიძლება დაპირისპირება იყოს დიდი ფულის, ძალაუფლების გამო.
🌙 მზე ახლა შეერთებაშია იუპიტერთან ლომში (რაც 12 წელიწადში ერთხელ ხდება), თითქოს ყველაფერი უნდა გაბრწყინდეს და ბედნიერად იყოს, მაგრამ პლუტონის ოპოზიცია ყველაფერს აფუჭებს. თუ კოლექტივი, ჯგუფი აგიბუნტდათ, შეიძლება დაკარგოთ ძალაუფლება, მოგხსნან თანამდებობიდან, ბოროტად გაგიმეტონ, იყოს ფიზიკური დაპირისპირება. პლუტონი არაა კეთილი და მოსიყვარულე, მისგან კარგს ნურაფერს ელოდებით; ყველაფერი შეიძლება ერთ წუთში დაკარგოთ, წაგართვათ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას. შეიძლება იყოს ძალის დემონსტრირება, ფსიქოლოგიური წნეხი.
🌙 სავსემთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს მათზე, ვისაც ლომისა და მერწყულის და კუროსა და მორიელის 6-7 გრადუსზე აქვთ განლაგებული პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები. ჩაიხედეთ პირად ნატალურ რუკაში და ნახეთ, რა სფეროებს განაგებენ ლომი და მერწყული.
🌙 სავსემთვარეობის დღეებში მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან კომუნიკაციას, დაესწარით საინტერესო ღონისძიებებს. წაიკითხეთ საინტერესო წიგნი, სამეცნიერო ფანტასტიკა. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების, თუნდაც ფანტასტიკურის, ორიგინალურის, განსახორციელებლად; გამოავლინეთ კრეატიულობა. ყური დაუგდეთ ინტუიციას. მოერიდეთ მზეზე ყოფნას, არ გადაღალოთ გული, გამოიძინეთ, სასიამოვნო და მსუბუქი საქმიანობით დაკავდით. სავსემთვარეობის გასვლის შემდეგ კარგია დაწყებული საქმეების დასრულება, ძველი, გამოუსადეგარი ნივთების გადაყრა. ახლა კი გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით
♈️ ვერძი: შეიძლება დაასრულოთ პროექტი, მეგობრობა კონკრეტულ ადამიანთან; გამოხვიდეთ ჯგუფიდან, რომელიც აღარაა საინტერესო. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ ონლაინსაქმიანობა ან მიიღოთ მოგება ინტერნეტმაღაზიიდან.
♉️ კურო: სამსახურის თემებში უნდა მიიღოთ შედეგი. შეიძლება დაასრულოთ პროექტზე მუშაობა, გადაწყვიტოთ შვებულებაში გასვლა. ზოგიერთი შეიძენთ რაღაც მნიშვნელობას. სტატუსი შეიძლება შეგიცვალოთ დაქორწინებამ, შვილის დაბადებამ.
♊️ ტყუპი: გაირკვევა უცხოეთთან დაკავშირებული საკითხი სწავლასთან დაკავშირებული ან ნათესავებთან. ზოგიერთი გამოაქვეყნებთ ლიტერატურულ ნაშრომს. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხი. შეიძლება მიიღოთ ამანათი უცხოეთიდან, რაც რეტროგრადული მერკურის გამო დაკარგული გეგონათ.
♋️ კირჩხიბი: ფინანსებზე იქნება აქცენტი. შეიძლება მიიღოთ თანხა ადრე შესრულებული საქმისთვის, დაიბრუნოთ ვალი. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ დაზღვევის ფული, ალიმენტი, დახმარება სახელმწიფოსგან ან გამოგაცხადონ მემკვიდრედ.
♌️ ლომი: რაღაც უნდა გაირკვეს პარტნიორულ ურთიერთობაში. შეიძლება დასრულდეს ხელშეკრულება, მეგობრობა კონკრეტულ ადამიანთან, კლიენტთან ან გააწეროთ ხელი მეუღლესთან. მიხვდეთ, რომ ადამიანი აღარაა თქვენეული. ან პირიქით, ამ ახალმთვარეობის შემდეგ გაასერიოზულოთ კავშირი.
♍️ ქალწული: ზოგიერთი შეიძლება წამოხვიდეთ სამსახურიდან ან შეიცვალოთ პოზიცია. არაა გამორიცხული, რომ გაუშვათ დამხმარე ოჯახიდან; კოლეგა - სამსახურიდან. თუ მკურნალობდით, დაასრულებთ კურსს. ზოგი კი გადაწყვეტთ, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი პროცედურების ჩატარება, თუნდაც დიეტას.
♎️ სასწორი: რაღაც შედეგი უნდა მიიღოთ თქვენი ჰობის, შემოქმედების სფეროში. თუ ფლირტი გქონდათ ან რომანტიკული ურთიერთობა, შეიძლება გაასერიოზულოთ ეს კავშირი. შვილები გაგახარებენ თავიანთი წარმატებით, მიღწევით.
♏️ მორიელი: უნდა დაასრულოთ რემონტი სახლში, გადაიფორმოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საბუთები. შეიძლება ოჯახის წევრი წავიდეს სახლიდან ან ვიღაც დაბრუნდეს. შეყვარებულებმა შეიძლება გადაწყვიტოთ დაოჯახება.
♐️ მშვილდოსანი: უნდა დაასრულოთ სწავლა ან აიღებთ სერტიფიკატს. ზოგიერთმა შეიძლება გაყიდოთ ავტომობილი. ზოგიერთი კი მიხვდებით, რომ ყველა მეგობარი არაა და ზოგიერთთან კავშირს შეამცირებთ ან წერტილს დაუსვამთ.
♑️ თხის რქა: მიიღებთ ფულს, თანხას, რაც უნდა გადაეხადათ თქვენთვის. შეიძლება დაიბრუნოთ ვალი. მიხვდებით, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება უფრო მეტი ღირს და შეიძლება მოითხოვოთ ხელფასის მომატება, გაზარდოთ მომსახურების საფასური.
♒️ მერწყული: გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, ურთიერთობებს, ნივთებს და ივლისის ბოლოდან მოიცილეთ ყველა უსარგებლო. უნდა დაასრულოთ წარსული, უნდა მოიცილოთ წარსულის მძიმე ტვირთი. უნდა დაასრულოთ ის საქმეები, რაც 2026 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყეთ ან მიიღოთ შედეგი.
♓️ თევზები: მიხვდებით, რომ ის შიშები, რაც აქამდე გქონდათ, სულ უსაფუძვლო ყოფილა. არ არსებობს საფრთხე, უბრალოდ, ნერვებს იყავით აყოლილი. ამ დღიდან მოიცილეთ ყველაფერი, რაც თქვენს უსიამოვნო წარსულს უკავშირდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კარმული კვანძები ლომი მერწყულის ღერძზე გადადის: ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ნიშნისთვის
⭕„ბედნიერი მშობლები გამყოფოთ უფალმა“ - დათო ოქიტაშვილი ორგზის ბაბუა გახდა