
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ფულის მოსაზიდ პრაქტიკას გვიზიარებს:
„ხვალ ფინანსები აუცილებლად უნდა მოვიზიდოთ. არის სარკისებური დღე, 25.09.25 - მარცხენა ხელზე, შუაგულში დაწერეთ ის თანხა, რომელიც გსურთ რომ მოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. შემდეგ ცოტა შაქარი მოაყარეთ და წყალს უნდა შეუშვიროთ ხელი.
წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: როგორც ეს შაქარი ტკბილად იფანტება, ისე ადვილად და ტკბილად მოდის ჩემთან ფული. მე ვიმსახურებ სიუხვეს და სიმდიდრეს. ფული ჩემთან მოდის და მრჩება! ასეა!
ეს არის პრაქტიკა, რომელიც მე ძალიან მიყვარს“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: