Digest Logo

რას ნიშნავს და რა ტენდენციებია მოსალოდნელი „მარწყვისფერ“ სავსემთვარეზე - გიორგი ლობჯანიძის ასტროლოგიური პროგნოზი

1782745294
გიორგი ლობჯანიძე

„მარწყვისფერი“ მიკრომთვარე (Strawberry Micromoon) უნიკალური ასტრონომიული მოვლენაა, რომელიც ივნისის სავსემთვარეობისა და მთვარის აპოგეუმის (დედამიწიდან ყველაზე შორს ყოფნის წერტილის) დამთხვევას წარმოადგენს. ამ დროს ცის კაბადონზე მთვარე ჩვეულებრივზე ოდნავ პატარა და ნაკლებად კაშკაშა ჩანს.

აღნიშნულ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე წერს:

„30 ივნისს, გამთენიისას 03:56 საათზე ,,მარწყვისფერი სავსემთვარე” (Strawberry Moon) გველოდება თხის რქის ნიშანში.

რას ნიშნავს ეს უკანასკნელი და რა ტენდენციებია მოსალოდნელი, ვრცლად სწორედ ამ პოსტში ვისაუბრებ:

ეს სახელწოდება მომდინარეობს ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხებისგან, რომლებმაც უწინდელ დროში ივნისის სავსემთვარე „ველური ტყის მარწყვის” კრეფის სეზონის დასაწყისად მიიჩნიეს.

მარწყვის დამწიფების სეზონი ასოცირდებოდა მოსავლის მიღებასთან, სიტკბოს შეგრძნებასა და ახალი ციკლის დასაწყისთან.

ევროპულ ფოლკლორში ივნისის სავსემთვარეს უწოდებენ ,,Honey Moon, Mead Moon, Rose moon”.
ეს უფრო თაფლობის თვესთანაა დაკავშირებული.

საერთოდ, სავსემთვარეობა თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში წინ წამოსწევს კარიერულ და სამსახურებრივ ტენდენციებს.

ბევრმა ადამიანმა უნდა გაუსწოროს თვალი რეალობას და აიღოს პასუხისმგებლობები.

პიკის მომენტში მძიმე კვადრატებია სატურნისა და ნეპტუნის ენერგიებზე. მოქმედება კი ვერძის ნიშანში ხდება.
შესაბამისად ივლისის შუა რიცხვებამდე არაა გამორიცხული, რომ მძაფრი შეჯახებები ვიხილოთ ამბიციებისა და კარიერული ადგილების გადანაწილების პროცესში.

უფროსებსა და მომუშავე პერსონალს, ასევე მაღალი რანგის ადამიანებსაც შეიძლება მოუვიდეთ კამათი, რის გამოც ბევრმა ადამიანმა დატოვოს ორგანიზაცია ან ამას მოჰყვეს შემდგომი ჭორები და ინტრიგები.

მაღალია ილუზიციების, გაუცნობიერებლობის, ტყუილების ალბათობა. ადრე დადებული შეთანხმებები ახლა ვეღარ იმუშავებს კარგად, რასაც თან ემატება პლანეტა მერკურის რეტროგრადულობა.

ივლისის თვე არაკოორდინირებული მოქმედებებს იწვევს.

ამის გამო, შეიძლება ვიხილოთ ქვეყნებს შორისაც კი, ძველი იერიშების განახლება.

სიფრთხილეა საჭირო სპორტულ შეჯიბრებებზე. შანსია თავდასხმების ან უბრალოდ სერიოზული დაძაბულობის ზოგიერთ სახეობაში.

ამ ხანებში არ გირჩევთ გადაჭარბებულ სიფიცხეს, აგრესიას, სისწრაფეს, ინტრიგებს და საქმის გარჩევებს.

დრო ძალიან კარგია ძველი გეგმების, იდეების რეალიზაციისთვის, გადახედვისა და დასრულებისთვის.

კარგ ვარიანტში შეიძლება ბევრი ადამიანი დააწინაურონ ან ახალი კადრებიც დაიბადონ.

თხის რქის სავსემთვარე ერთგვარ რეორგანიზაციებს და ფილტრაციას გვპირდება.

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესეთ:

„ქალს ეს ყველაფერი შეიძლება ერთად ამშვენებდეს, ჩვეულებრიობის გარდა...“ - რას წერს გია მურღულია

„პირდაპირ ეთერში სტენოკარდიული შეტევა მქონდა...“ - რას ამბობს ლაშა რამიშვილი

„მოსალოდნელია ავარიები, უბედური შემთხვევები, გაჟონვა, აფეთქებები...“ - ივლისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები ნინა ხომერიკისგან