Digest Logo

„პირდაპირ ეთერში შეტევა მქონდა...“ - რა შეემთხვა ლაშა რამიშვილს

1782742676
ლაშა რამიშვილი

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის ლაშა რამიშვილის წარმატებაში და როგორია მისი ფორმულა, რაც წინსვლაში ეხმარება, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. 

ლაშა რამიშვილი: იღბალი ნამდვილად არსებობს. ალბათ, უნდა გაგიმართლოს ოჯახში, პროფესიაში, ზოგადად, ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე მთავარი ის მგონია, თუ როგორ გამოიყენებ იღბალს, რამდენად მართალი იქნები საკუთარ თავთან. გამართლებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ცხოვრებაში თუ გინდა, რამეს მიაღწიო, ეს ყველაზე მეტად შრომაზე არის დამოკიდებული. მე ვფიქრობ, თუ შრომისმოყვარე ხარ, შეგიძლია, ათი საქმე აკეთო ერთად და აქედან 11 გამოგივიდეს.

– თქვენს ცხოვრებაში მეტწილად გამართლების დამსახურებაა თუ შრომისმოყვარეობის ის, რაც გაგაჩნიათ?

– თავდაუზოგავი შრომის. ეს არის ყველაზე „მარტივი“ გზა მიზნის მისაღწევად. თავდაუზოგავი შრომა გხდის წარმატებულს ნებისმიერ საქმეში. თუ ასე იცხოვრებ, აუცილებლად მოვა შედეგი. ერთხელ, როცა მე 18 წლის ვიყავი, გოგი ქავთარაძემ ერთ-ერთ მსახიობს ჰკითხა, გააკეთებ იმავეს, რასაც ლაშა გააკეთებსო? როგორ არაო, დაეთანხმა ის ადამიანი. მომიბრუნდა ბატონი გოგი და მითხრა, ფანჯრიდან გადმოძვერი და ხოხვით ადი სცენაზე, თან ტექსტი თქვიო. მახსოვს, დედას ჩემთვის ახალი ნაყიდი ჰქონდა შარვალი, მაგრამ ეგ ფაქტი საერთოდ დამავიწყდა. მართლა ხოხვა-ფორთხვით ავედი სცენაზე და თან ტექსტს ვამბობდი. ისიც მახსოვს, როგორ გაუფართოვდა თვალები გოგი ქავთარაძეს. როგორც ჩანს, თვითონაც არ ელოდა. მიუბრუნდა იმ მსახიობს და ახლა შენ გაიმეორე იგივეო. აუ, მე ახალი შარვალი მაცვიაო, მიუგო მან. ამის შემდეგ მე მითხრა, შენ აუცილებლად გამოგივა, რასაც მოინდომებო.

– რამდენად უფრთხილდებით საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას?

– ვაიმე, ვაიმე... საერთოდ ვერ ვუფრთხილდები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ხშირად იმას მივირთმევ, რაც არ შეიძლება, იმასაც ვაკეთებ, რაც არ შეიძლება. მაგალითად, არ შეიძლება სიჩქარის გადაჭარბება, მაგრამ ვაჭარბებ, რადგან მეჩქარება; რაზედაც არ შეიძლება, იმაზე ვრეაგირებ, სხვანაირად არ გამომდის; რისი თქმაც არ შეიძლება და ჯობს მოითმინო, მე ვერ მითმენ და ვამბობ... ბევრჯერ ვაგებ ამის გამო, მაგრამ რას ვიზამ, ასეთი ვარ.

ჯანმრთელობას რაც შეეხება, რადიოში, პირდაპირ ეთერში სტენოკარდიული შეტევა დამემართა. ამის გამო სპექტაკლიც ჩაიშალა. მარტო ვიყავი თბილისში, ეთერიდან სასწრაფოთი წამიყვანეს საავადმყოფოში, ის ღამე რეანიმაციაში გავატარე და მეორე დღეს გაუმხილეს ეს ამბავი ჩემს მეუღლეს, რომელიც საჩხერეში იყო დასასვენებლად და გამოიქცა. სამწუხაროა, მაგრამ არ ვუფრთხილდები ჯანმრთელობას. მეუღლე სულ მეუბნება, შენ დასვენება არ იციო და მართალიც არის.

ასევე დაგაინტერესეთ:

„მოსალოდნელია ავარიები, უბედური შემთხვევები, გაჟონვა, აფეთქებები...“ - ივლისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები ნინა ხომერიკისგან

⭕„საუკეთესო ქმარი მსოფლიოში“ - კოტე სულამანიძის სიურპრიზი მეუღლეს და ახალშობილ შვილს

⭕„აიღეთ სამაჯური, რამდენიმე წუთით მშვიდად დაჯექით, ღრმად ისუნთქეთ და ჩამოაყალიბეთ მკაფიო სურვილი“ - ასტროლოგის რჩევები 30 ივნისის ე.წ. მარწყვის სავსემთვარეობაზე

წყარო: tbiliselebi.ge