საქართველო ახალ, 2025 წელს აღნიშნავს. ადამიანები იმედებითა და ახალი გეგმებით ხვდებიან და სურთ, მომდევნო წელი წინაზე უკეთესი იყოს. ალბათ, ბევრ ჩვენგანს არაერთი ოცნება აქვს, რომელთა განხორციელებასაც ეტაპობრივად ვგეგმავთ.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2025 წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის გველია. ის ასტროლოგიაში, ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ, ერთგულ, შრომისმოყვარე ნიშნად ითვლება.
რას უნდა მიაქციონ ზოდიაქოს ნიშნებმა ყურადღება, რა სირთულეებს და გამოწვევებს გვიგზავნის კოსმოსი მიმდინარე წელს, ამის შესახებ მიხეილ ცაგარელმა საკუთარ ჟურნალში ვრცლად ისაუბრა, რასაც „დაიჯესტი“ ექსკლუზიურად გთავაზობთ:
ვერძი
2025 წლის პირველი ნახევარი დაკავშირებულია აქტიურ ახალ შეხვედრებთან, რომანტიკულ თავგადასავლებთან, რაც დიდ გავლენას მოახდენს მათ მსოფლმხედველობაზე. გაუჩნდებათ სურვილი შეიცვალონ სამუშაო, რათა მიიღონ მეტი თავისუფლება პირადი გეგმებისთვის, ახლებური ცხოვრებისთვის. საზოგადოდ, 2025 წელს ვერძები მრავალ ცვლილებას მოახერხებენ თავიანთ ცხოვრებაში, ამიტომ მზად უნდა იყვნენ მნიშვნელოვანი, საბედისწერო ცვლილებებისთვის. პლანეტა იუპიტერის ტყუპების ნიშანში მდებარეობის წყალობით, ვერძები შემოქმედებით, ფსიქოლოგიურ და ემოციურ გრძნობების აღმავლობას იგრძნობენ, სასიცოცხლო ენერგიების მოზღვავების გამო. გააქტიურდება: ქარიზმისა ენერგიები, რაც გავლენას იქონიებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და რომანტიკული ურთიერთობები, რომლებიც შესაძლოა ქორწინებით, ახალი საქმიანობის დაწყებითა თუ კარიერული წარმატებით დაგვირგვინდეს. განსაკუთრებით სასიკეთოა წლის პირველი ნახევარი ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობისა და საქმიანი პარტნიორობის წამოსაწყებად.
კურო
2025 წლის პირველი ნახევარი კუროთა უმრავლესობისთვის, ერთობ დინამიკური იქნება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს, პირველ რიგში, საქმიანი და საზოგადოებრივი აქტიურობისთვის, შემოქმედებისთვის. კუროები მრავალი საინტერესო პერსპექტიულ წინადადებას მიიღებენ, მათ მოგზაურობები და ინტენსიური ურთიერთობები ელით. თამამი პროექტები თუ ოდიოზური იდეები, ბიზნესის განვითარებისა და შემოქმედების ახალი სფეროების აღმოსაჩენად მოულოდნელი წინადადებებიც კი, მოთხოვნადი გახდება. 10 ივნისამდე პერიოდი ფრიად სასიკეთო იქნება ინვესტიციებისთვის, ფინანსური ოპერაციებისთვის, უძრავი ქონებისა და მსხვილი შენაძენისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია წლის პირველი ნახევარი დაეთმოს ბიზნესს, კარიერასა და მატერიალური ბაზის განმტკიცებას. თუმცა ეს პერიოდი მათთვის დასამახსოვრებელი იქნება არა მხოლოდ საქმეებითა და შემოსავლებით, არამედ თავბრუდამხვევი რომანებითაც. წლის მეორე ნახევარი ერთობ შფოთიანი და არასტაბილური შესაძლოა აღმოჩნდეს, განსაკუთრებით კარიერის თვალსაზრისით. არცთუ მარტივი ურთიერთობებია მოსალოდნელი ხელმძღვანელობასა და პარტნიორებთან. თუმცა, ამავე დროს გაჩნდება ახალი და მოულოდნელი წინადადებები, იდეები კარიერული განვითარებისთვის. კუროების გარემოში მჩქეფარე ცხოვრებაა მოსალოდნელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის მეორე ნახევარში არ დაკმაყოფილდნენ მიღწეულით და მაქსიმალურად განაგრძონ საქმიანი კავშირების დამყარება და განმტკიცება. თუ კუროები წლის პირველ ნახევარში მოახერხებენ თავიანთი პოზიციების განმტკიცებას პროფესიულ და ფინანსურ სფეროებში, მაშინ 1 წლის მეორე ნახევრის მანძილზე, მესამე კვარტალში მცირედი უძრაობის მიუხედავად, მეოთხე კვარტალში ისინი შეძლებენ კარიერასა და შემოქმედებაში ახალ საფეხურზე გადასვლას.
ტყუპები
წლის პირველი სიახლეების განმსაზღვრელი, განმაახლებელი და საბედისწეროც კი იქნება. მათთვის განვითარების საძირკველი იქნება 4 ან 6 წლისთვის, რაც დაკავშირებულია პლანეტა იუპიტერის ტრანზიტთან ტყუპების ნიშანში. ამ წელში მათ ენერგიების ინტენსიური გარდაქმნა და აურის ტრანსფორმაციის ახალ 12 წლიან ციკლზე გადასვლა ელით. ეს გამოიწვევს კავშირების განახლებას, რაც ტყუპებს კარგ პერსპექტივებს გაუხსნის კარიერული და შემოქმედებით ზრდისთვის, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის პირად ცხოვრებაში. თუმცა, სწორი არჩევანის გაკეთება მათთვის იოლი როდი იქნება, რაც პრობლემას წარმოადგენს ტყუპებისთვის. არჩევანის ჩამოყალიბება უკვე პირველ კვარტალში უნდა მოხდეს, რადგან მეორე კვარტალში ამისი შანსი ნაკლებად ექნებათ. ამიტომ იმ პერიოდში,როცა ტყუპები იგრძნობენ ენერგიის სიჭარბეს, სითამამესა და გამბედაობას ახალი მიზნების რეალიზებისთვის, შეეცადონ მოასწრონ გადაწყვეტილების მიღება 10 ივნისამდე. ამგვარი ტენდენციები ყველაზე მძლავრად წლის პირველ ნახევარში გამოვლინდება და თანდათან გაილევა 10 ივნისის შემდგომ, როცა პლანეტა იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში გადაინაცვლებს. უფრო მეტად ბრძენ ტყუპებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ მთავარი პრიორიტეტები და მიზნები, უნდა აკონტროლონ ფულის, დროისა და ძალების რაციონალურად ხარჯვა. მათ უნდა მისდიონ თავიანთ მთავარ სტრატეგიულ გეგმებს და ცვლილებათა იღბლიანი ზურგის ქარი წინ წაიყვანს მათი წარმატების ხომალდს. ამიტომ წლის მეორე ნახევარში მათ მნიშვნელოვანი ფინანსური და კარიერული წარმატება ელით, ასევე ქარიზმის გაძლიერება. ასეთ სტაბილურ პერიოდში ტყუპები წარმატებულები, მშვიდები და წინდახედულნი გახდებიან. ისინი შეძლებენ ცხოვრებისთვის მეტად კომფორტული და უსაფრთხო პირობების შექმნას, მაგალითად, განაახლებენ ავეჯს ან გააკეთებენ რემონტს სახლში, გადავლენ ახალ საცხოვრებელ ადგილზე, იქორწინებენ, ბავშვებს გააჩენენ. ტყუპები შეძლებენ ძალებისა და მატერიალური სახსრების დაგროვებას მთავარი მიზნების მისაღწევად უახლოესი 4 წლის მანძილზე.
კირჩხიბი
უმრავლესობისთვის წლის პირველი ნახევარი უფრო მეტად შესაფერისია ინდივიდუალური შემოქმედებისა და წარსული პროექტებისა თუ ურთიერთობების დასასრულებლად. ენერგიის ნაკლებობის გამო კირჩხიბები თავს არაკომფორტულად იგრძნობენ, ამიტომ ახალ ნაცნობობასა და შეხვედრებთან შედარებით უპირატესობას ახლობლებთან საიმედო და მყარ ურთიერთობებს მიანიჭებენ. ზოგიერთი კირჩხიბი ემოციებში უძრობასაც კი იგრძნობს, ასევე გაღიზიანებულობასა და ურთიერთობებისგან გადაღლას. კოლექტიური პროექტები ნაკლებად აქტიურად განვითარდება. ივნისის ბოლომდე მათ უნდა დაასრულონ ძველი და ყავლგასული ურთიერთობები, მათ შორის სასიყვარულოც. უკიდურესი ყურადღება მართებთ ურთიერთობებში, კრიტიკულობისა და ხისტი მსჯელობებისგან თავშეკავება, გააკონტროლონ გამონათქვამები. მეორე კვარტალში უმჯობესია საკუთარი ძალების იმედად იყვნენ. წლის მეორე ნახევარში კირჩხიბებს საფუძვლის ჩაყრა მართებთ წარმატებებისთვის მომავალი 4 თუ 6 წლისთვის. ამ პერიოდში აღმოცენებული რომანტიკული ურთიერთობები ფრიად პერსპექტიული და საბედისწერო შეიძლება გახდეს. ეს კარგი დროა ქორწინებისთვის, ბავშვების ჩასახვისა და გაჩენისთვის. შემოქმედებითი პროექტების განხორციელების პროცესში დაუგეგმავად შეიძლება განხორციელდეს კირჩხიბების დიდი ხნის ოცნებები და გეგმები. მათი იდეებითა და წამოწყებებით, შესაძლოა ინვესტორები და ხელმძღვანელობა, რაც მოუტანთ წარმატებასა და პოპულარობას, ასევე გაზრდის კირჩხიბთა მატერიალურ კეთილდღეობას.
ლომი
წლის პირველი ნახევარი ფრიად სასიკეთო და შემოქმედებითია. ეს პერიოდი შესაფერისია გეგმებისა და თანამშრომლობის სფეროში სტრატეგიული წამოწყებების გაფართოებისთვის. უკვე პირველი კვარტალი, იქნება ერთობ საინტერესო და პოზიტიური, ლომები ახალ მეგობრებსა და მოკავშირეებს მიიზიდავენ. მეორე კვარტალში შეძლებენ იდეებისა და თანამოაზრეების ჯგუფების გაერთიანებას, პერსპექტიულ პროექტებში ჩართვას. წლის დასაწყისში წარმატებით შექმნიან ახალ ორგანიზაციას, შემოსავლის ახალ წყაროებს მოიპოვებენ საერთო მიზნების მიღწევისთვის, სულიერი განათლებისა და ურთიერთპროგრესისთვის. წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი ავტორიტეტი, ქარიზმა, აკურატულობა და ლიდერული თვისებები. საკუთარი მოქმედებების ეფექტურობითა და წარმატებულობით თავადაც გაკვირვებულები იქნებიან, ამიტომ უნდა შეეცადონ, განახორციელონ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები და მიზნები, ასევე დაძლიონ სიზარმაცე და პირადი კომფორტისკენ მიდრეკილება, განახორციელონ რეფორმატორული იდეები, რომლებიც დიდი ხანია მომწიფდა და განხორციელებას ითხოვს. არ უნდა მოდუნდნენ და კი არ უნდა შეიფერონ მდგომარეობა, არამედ იფიქრონ და იმოქმედონ სტრატეგიულად. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი პირობაა წარმატებისთვის, რადგან წლის მეორე ნახევარში ლომებს ტემპის შენელება მოუწევთ. 22 ივნისიდან მათი ენერგეტიკა მნიშვნელოვნად დასუსტდება, საქმეებსა და ურთიერთობებში, მოულოდნელი მცირე სირთულეები გაჩნდება. ეს პრობლემები შეიძლება დაკავშირებული იყოს წარსულ შეცდომებთან. შემოდგომაზე მათ მოუწევთ ინდივიდუალური გეგმის განხორციელება უფრო მეტად, ვიდრე ახლის დასახვა. ზოგიერთი საქმის დასრულება მარტოებს მოუწევთ ან საიმედო მეგობრის მხარდაჭერით. მეოთხე კვარტალის დასაწყისში გადალახავენ დაბრკოლების პერიოდს და ახალ პირობებში დაიცავენ ძველ ნამუშევრებს.
ქალწული
წლის პირველი ნახევარი, მეტად მნიშვნელოვანია, საბედისწეროც კი, რადგან გაიზრდება მათი კარიერული წარმატება და სტატუსის განმტკიცება. პირველ კვარტალში ქალწულები შეძლებენ თავიანთი საქმიანობის ნაყოფი მოიმკან, რომელიც შესაძლოა, ცხრა წლის წინაც კი იყო დაწყებული. ეს სასიკეთო პერიოდია ავტორიტეტის განსამტკიცებლად, ფინანსური შესაძლებლობების გასაფართოებლად, უფრო პერსპექტიულ თანამდებობაზე გადასაყვანად წლის პირველი ნახევრის დასასრულსა და მეორის დასაწყისში. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ქალწულებს რთული არჩევანი მოუწევთ გააგრძელონ თავიანთი მოღვაწეობა, ძველი საქმეები და გეგმები, თუ ახალ წინადადებებს დათანხმდნენ და სამუშაო ადგილი შეიცვალონ. ქალწულთა თანმიმდევრულობა, შრომისმოყვარეობა და გონივრული ანგარიშიანობა დაეხმარება მათ პირველ კვარტალში მშვიდად მიუახლოვდნენ გამოკვეთილ ცვლილებებს. გარდა ამისა, წლის მეორე ნახევარში ისინი მოახერხებენ, გახდნენ უფრო ლაღები შემოქმედებით პირადი გეგმების რეალიზებაში. მნიშვნელოვნად გაიზრდება ქალწულთა სექსუალური პოტენციალი, ქარიზმა, რაც საშუალებას მისცემთ, გააფართოონ ურთიერთობების წრე. თუკი წლის პირველი ნახევარი მეტად სასიკეთო შეიძლება იყოს, როგორც კარიერის, ისე შემოქმედებისთვის, წლის მეორე ნახევარი დიდწილად ხელსაყრელია ცვლილებებისთვის პირად ცხოვრებაში და საკუთარი შინაგანი სამყაროს გასამდიდრებლად ახალი მდგომარეობებითა და პოზიტიური განცდებით. მნიშვნელოვნად ამაღლდება მათი უნარი, დაინახონ კონკრეტული პრობლემა ან ჩასწვდნენ საქმეებისა და ურთიერთობების არსს. ინტუიცია ქალწულებს საშუალებას მისცემს სწრაფად და სწორად შეაფასონ პარტნიორების პოტენციალი და კრეატიულობა, გაიგონ მათი მოქმედებების მოტივები. წლის მეორე ნახევარში, თუ ქალწულები მოახერხებენ მეტისმეტი სიფრთხილის დაძლევას, თავიანთ თავზე პასუხისმგებლობის აღებასა და საკუთარი ძალების ახლებურად მოსინჯვას, მათ ბევრი რამის გაკეთება მოუწევთ ამ წლის ბოლოსა და 2026 წლის დასაწყისში და სრულიად ახალ სიმაღლეზე გადავლენ.
სასწორი - ნახევარი სასიკეთო იქნება. მათი ენერგეტიკა აღმავლობას განიცდის, ამიტომ მრავალი სიტუაცია მათთვის ერთობ იღბლიანი აღმოჩნდება. ასეთი სასიკეთო შესაძლებლობები ოთხ წელიწადში ერთხელ ჩნდება, ამიტომ საჭიროა ტყუპების ნიშნიდან პლანეტა იუპიტერის მხარდაჭერის გამოყენება. პოზიტიურმა ცვლილებებმა, რომლებიც ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომაზე გამოიკვეთა, თავიანთი განვითარება უნდა პოვონ უკვე 2025 წლის პირველ ნახევარშიც. პლანეტა იუპიტერის ჰარმონიული და შემოქმედებითი ენერგიები და ვიბრაციები ხელს შეუწყობს მრავალ სასწორს, გამორჩეული ქარიზმითა და დასახული გეგმების მიღწევის უნარით დააჯილდოოს. ისინი მიმზიდველები იქნებიან საპირისპირო სქესის წარმომადგენელთათვის და გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში მოექცევიან, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში. ამიტომ ზოგიერთი შეხვედრა მათთვის ბედის განმსაზღვრელიც კი გახდება და მათი პირადი ცხოვრება საუკეთესოდ შეიცვლება. ახალი შესაძლებლობები ხელს შეუწყობს წარმატებულ სწავლებას, ახალი პროფესიის ათვისებასა თუ კარიერულ წინსვლას საგანმანათლებლო სფეროსა თუ სამეცნიერო მოღვაწეობაში. გარდა ამისა, ეს სასიკეთო წელია ბავშვების დაბადებისთვის, რომლებითაც შემდგომში სასწორი მშობლებით იამაყებენ. ამ წელი მრავალი სასწორის წინაშე გამოიკვეთება გრანდიოზული და კონკრეტული მნიშვნელოვანი მიზნები და ამოცანები. ამიტომ პროგრესისა და წინსვლისთვის სასწორებს უკვე წლის პირველ ნახევარში მართებთ დამაჯერებლობა, საკუთარი ლიდერული თვისებების დემონსტრირება. წლის მეორე ნახევარში მრავალი სასწორი აღმოჩნდება ახალ, უფრო პერსპექტიულ და სტატუსურ ადგილზე ან თავისი ორგანიზაციის უფროსის სავარძელში. მესამე კვარტალის ბოლოს მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი პროფესიული და საზოგადოებრივი სტატუსი. წლის მეორე ნახევრის ეს პერიოდი ფრიად სასიკეთო აღმოჩნდება ყველა იმ სასწორისთვის, ვინც განწყობილია პროფესიული მწვერვალების დასაპყრობად, იმ სტრატეგიული გეგმების განხორციელებისთვის, რომლებსაც გულში ატარებდნენ წინა 4 ან 8 წლის განმავლობაში.
მორიელი - წლის პირველი ნახევარი მეტად საინტერესოდ წარიმართება, ეს პერიოდი მორიელებისგან მოითხოვს ყურადღებას და მთავარ საქმეებზე კონცენტრირებას. გაზაფხულზე მორიელთა უმრავლესობა ემოციურად მგრძნობიარენი გახდებიან. პირველ კვარტალში მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება, დეპრესიული მდგომარეობები, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იქნება გარშემომყოფებთან კონფლიქტებითა და მატერიალური პრობლემებით. ზოგიერთ მორიელს მოუწევს საყვედურების მოსმენა მათი არაკომპეტენტურობის, დაშვებული შეცდომებისა და ამბიციურობის გამო, ასევე საკუთარი სიმართლისა და იდეების სიცოცხლისუნარიანობის მტკიცება, რომელთა რეალიზებაც მოგვიანებითაა შესაძლებელი. წლის პირველ ნახევარში მორიელებს, ასევე მოუწევთ ფინანსური პრობლემების გადაჭრა. გამორიცხული არ არის, რომ მორიელებს წლის პირველ ნახევარში ძველი კავშირებისა და ურთიერთობების გადახედვა მოუწიოთ, რათა მეორე ნახევარში ახალი გზები იპოვონ საკუთარი გეგმების რეალიზებისთვის. ზოგიერთი მორიელისთვის ეს სულიერი განახლების პერიოდი იქნება, მოქმედების ანალიზის, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის უფრო ღრმად გააზრების დრო იქნება. უწინდელმა შეუსრულებელმა დაპირებებმა, ძველმა ვალებმა ან ძველი ურთიერთობების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანის აუცილებლობამ, მორიელები შესაძლოა დათრგუნოს. მათ ძალების მოკრება, სიმამაცისა და მოთმინების გამოვლენა მოუწევთ, რათა ღირსეულად გადაიტანონ ეს რთული პერიოდი და „ნულიდან“ დაიწყონ წლის მეორე ნახევარი. მორიელები, რომლებიც მოახერხებენ წლის პირველ ნახევარში საქმის გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად კეთებას, წლის მეორე ნახევარში მეტ თავისუფლებას, ენერგიულობასა და მოთხოვნადობას იგრძნობენ. გაიზრდება მათი პირადი მაგნეტიზმი და ქარიზმა, ხოლო ახალი პარტნიორები, საინტერესო სამსახური და შემოქმედებითი პროექტები, ხელს შეუწყობენ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. გარდა ამისა, უკვე მეოთხე კვარტალში უფროსობა გაითვალისწინებს მათ წარსულ დამსახურებებს, რაც ხელს შეუწყობს მორიელების ავტორიტეტისა და კეთილდღეობის ზრდას წლის ბოლოსთვის. ამ პერიოდში, ასევე უფრო ჰარმონიულად წარიმართება მათი პირადი ცხოვრება და ამ თვალსაზრისით 10 ივნისის შემდეგი პერიოდი, როცა იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში შევა, მეტად პოზიტიური და პერსპექტიული იქნება, როგორც სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ისე ოჯახური კავშირების განსამტკიცებლად. წლის მეორე ნახევარი ასევე სასიკეთო იქნება ახალი პროექტების დასაწყებად, საბანკო კრედიტებისთვისა და ბიზნესში დასაბუთებული რისკისთვის, შემოსავლის ახალი წყაროების ძიებისთვის, ფინანსური სტაბილურობის შექმნისა და კარიერული წინსვლისთვის. ამასთანავე, დიდება და წარმატება ფულთან ერთად მოდის და თუ მორიელები წლის პირველ ნახევარში ასტრალურ უამინდობას გაუძლებენ, გამოიჩენენ სიმამაცესა და შეუპოვრობას, ასევე საკუთარი ძალების რწმენას, მაშინ წლის ბოლოს ისინი სათანადოდ დაჯილდოვდებიან.
მშვილდოსანი - წლის პირველი ნახევარი ფრიად მნიშვნელოვანი და მთლიანობაში პოზიტიური პერიოდია. პლანეტა იუპიტერი ტყუპების ნიშანში დაეხმარება მათ კარიერული პერსპექტივების, შემოქმედების, ასევე, საქმიანი და პირადი კავშირების გაფართოებაში. ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები რადგან მათ მეტი საშუალება აქვთ საკუთარი თავის რეალიზებისა და წარმატების მისაღწევად, როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორობაში. ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყრება პროგრამას მომავალი 3 და 6 წლისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული სტრატეგიის დასახვა და სწორი მოქმედებები, ძლიერ ზეგავლენას იქონიებენ პროფესიულ საქმიანობასა და ბიზნესის განვითარებაზე. განახლდება ასევე პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული გეგმები, რაც ოჯახის შექმნასა და სახლში დიდ ცვლილებებს შეეხება. უკვე წლის დასაწყისში მშვილდოსნები გათავისუფლდებიან ძველი ყავლგასული ურთიერთობებისა თუ მოვალეობებისგან, ამით ისინი შეძლებენ თამამი კარიერული გეგმების დასახვას. მრავალი მიზანი ამ პერიოდში მიიღწევა მხოლოდ პარტნიორებთან, მეგობრებსა და შეყვარებულებთან ერთად. ასევე, ეს სასიკეთო პერიოდი მათ სწავლისა და კონტაქტების გაფართოებისთვის. დაფიქრება მართებთ მომავალი მიზნებისა და პროექტებისთვის სწორი რეკლამის შერჩევაზე, სწორად მოიზიდონ სპონსორები, საიმედო თანაშემწეები, ავტორიტეტული პარტნიორები. რამდენადაც წარმატებულად იმოქმედებენ მშვილდოსნები წლის პირველ ნახევარში, იმდენად პოზიტიური შედეგები დაიდება მეორე ნახევარში. უნდა აღინიშნოს, რომ თუკი მშვილდოსნები ხელიდან გაუშვებენ კეთილსაიმედო შანსებს, წლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოულოდნელ დანაკარგს შეეჯახონ. უკვე შემოდგომაზე მათი პოტენციალი დასუსტდება, მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კონფლიქტები ნათესავებსა და მეგობრებთან. წლის მეორე ნახევარში მშვილდოსნებს მათი გადაჭრის უგულვებელჰყოფა არ გამოუვათ დიდი ალბათობით და განსაკუთრებით რთული იქნება მეოთხე კვარტალი, ეს სულიერი ტრანსფორმაციისა და გათავისუფლების დროა, ამიტომ მათ გარშემო ხშირად ეცდებიან ინტრიგების ხლართვას, შესაძლოა ბზარიც გაჩნდეს ურთიერთობებში წლის მეორე ნახევარში ახალი და ერთი შეხედვით ძალიან საინტერესო და ადვილად რეალიზებადი პროექტები საჭიროებს გადააზრებას, რისკების გულდასმით გათვლას, მათი სტრატეგიული აქტუალურობისა და რაციონალური პრაქტიკულობის გათვალისწინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მშვილდოსნები ფუჭად გაფლანგავენ დროსა და ფულს და ხელიდან გაუშვებენ მავალი პოზიტიურსა და იღბლიან მომენტსა და სიტუაციებს, რომლებიც წლის პირველ ნახევარში უხვად ჰქონდათ. მეოთხე კვარტალის მრავალი მოვლენა გამოცდა იქნება მშვილდოსანთან სიმტკიცესა და ერთგულებაზე, მათი უნარისთვის, თუ რამდენად შეუძლიათ ადრე გაცემული დაპირებებისა გამართლება. ამიტომ ძველ დამსახურებებზე, ავტორიტეტსა და ბრძნულ რჩევებზე დაყრდნობით მათ მყარად შეუძლიათ შეაბიჯონ 2026 წელში.
თხის რქა - წლის პირველი ნახევარი არის განმტკიცების პერიოდი, რაც კი შექმნა თხის რქამ კარიერაში, ავტორიტეტის და ლიდერული თვისებების. ეს ყველაფერი უფრო მეტ დროსა და ძალების მობილიზებას მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ წლის მეორე ნახევრისთვის დიდ მასშტაბებზე გაინავარდებს და წარმოუდგენლად დაუფასდებათ. თხის რქების ენერგეტიკა წლის დასაწყისში მთლად საკმარისად მაღალი არ იქნება, ამიტომ წინასწარ უნდა მოიფიქრონ შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმი, დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობები. მათ საკუთარი თავის იმედი უნდა იქონიონ მეტწილად, რადგან მათი პარტნიორები საკმარისად ვერ იაქტიურებენ და თხის რეგის 15 უწევთ თავისით დაგეგმონ თითოეული ნაბიჯი, რომელიც დიდ მიზნებამდე მიიყვანთ. მოუწევთ საკუთარი გარემოცვის კონტროლი და დროულად გამოთავისუფლება და თავის დაღწევა უქნარა და „მიწებებული“ ადამიანებისგან. მეორე კვარტალში მდგომარეობა უფრო მეტად დასტაბილურდება, გაიზრდება მათი ენერგიები, გახდებიან მეტად აქტიურები, მეორე კვარტალის ბოლოს მოახერხებენ კარგი საფუძვლის შექმნას კარიერაში. ამასთანავე, ორგანიზების სისტემის დახვეწა, თხის რქისეული უნარით, ხელს შეუწყობთ სამუშაო პროგრესს, ისინი შეძლებენ დროის ნაწილის გამოთავისუფლებას ოჯახისთვისაც. საზოგადოდ, წლის პირველი ნახევარი ერთობ რთული და დატვირთული დროა თხის რქებისთვის, რადგან მათ მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ საკუთარ თავზე. წლის მეორე ნახევარი თხის რქებისთვის მეტად საინტერესო და პერსპექტიული იქნება კარიერის, ბიზნესისა და ურთიერთობების თვალსაზრისით. სექტემბრიდან იგრძნობენ კრეატიულობას, გახსნილები იქნებიან ურთიერთობებისთვის, შეძლებენ ფრიად პერსპექტიული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირების დამყარებას, რომლებიც წვლილს შეიტანენ თხის რქების ფინანსური შემოსავლების ზრდაში, პოპულარობასა და წინსვლას საქმეში. რის წყალობითაც წლის მეორე ნახევარში ისინი მოახერხებენ საფუძვლის ჩაყრას შემდგომი პერიოდის კარიერული ზრდისთვის უახლოესი 2, 4 ან 6 წლისთვის.
მერწყული - 2025 წლის პირველი ნახევარი, ფრიად იღბლიანი და პოზიტიური პერიოდია, რომელსაც „ცვლილებათა სიო“ ახლავს თან. თუ მათ მოახერხეს თავიანთი უმთავრესი მიზნების გამოკვეთა ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომაზე, მაშინ 2025 წლის პირველ კვარტალშივე იგრძნობენ განსაკუთრებულ „დრაივს“. ეს დაკავშირებული იქნება ენერგეტიკული და შემოქმედებითი პოტენციალის მკვეთრ ამაღლებასთან, რაც 20 იანვრიდან მკვეთრად გამოჩნდება, რომ მერწყულთა უმრავლესობას თან სდევს იღბალი. წლის პირველი ნახევარი, ასევე ერთობ სასიკეთოა ბავშვების ჩასახვისა და გაჩენისთვის, ქორწინებისთვის თუ პერსპექტიული რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად. მნიშვნელოვანია მრავალი იღბლიანი შანსისა და პერსპექტივის რეალიზების მოსწრება 10 ივნისამდე, ვიდრე პლანეტა იუპიტერი ტყუპების ნიშანში იმყოფება. ამ თვალსაზრისით წლის მეორე ნახევარი უფრო სასიკეთოა იდეების რეალიზაციისთვის, მონეტიზაციისა და მათი დეტალური დამუშავებისთვის. თუმცა, სავარაუდოდ მერწყულებს თავად მოუწევთ ჩანაფიქრების განხორციელება, რადგან მესამე კვარტალის დასაწყისში ყველას არ მოუნდება მათ გვერდში ყოფნა. ამ პერიოდში მერწყულებს მოუწევთ ტაქტიკისა და სტრატეგიის შეცვლა სამსახურსა თუ ბიზნესპროექტებში, ახალ მკვეთრად ცვალებად პირობებთან შეგუება, ან სულაც ახალ კოლექტივსა თუ ახალ ხელმძღვანელობასთან მუშაობა. თუ მერწყულები მოახერხებენ ,,ანარქიულ-რევოლუციურ“ მდგომარეობებთან გამკლავებას, რაც დაკავშირებული იქნება გაზრდილ ფსიქოემოციურ არასტაბილურობასა და თავდაჯერებულობასთანაც კი, მაშინ შეძლებენ საქმეებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას 2025 წლის ბოლოს და 2026 წელშიც.
თევზები - 2025 წელი სასიკეთო პერიოდია. მაგრამ წლის პირველი ნახევარში, განსაკუთრებით პირველი კვარტალში, არ ივარგებს დიდი ფინანსების ახალ საქმეში ჩადება, უმჯობესია გააგრძელოთ საქმიანობა თქვენს კარიერაში რასაც აკეთებთ. ასე აჯობებს ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით. ამიტომ არ ღირს დანაზოგით გარისკვა, მსხვილმანი შესყიდვები, ინვესტიციები, ასევე საეჭვო წამოწყებებში მონაწილეობის მიღება. ასევე, არასასურველია ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლა, საკუთარი ბიზნესის დაწყება, დიდ პროექტებში მონაწილეობის მიღება. შედარებით მეტად სასიკეთო პერიოდი იქნება მეორე კვარტალი, რადგან გაცილებით პერსპექტიული და საინტერესო წინადადებები გამოჩნდება. იმის გამო, რომ წლის დასაწყისში თევზების ენერგეტიკა შესამჩნევად შემცირებულია, ისინი ნაკლებად აქტიურები და მეტად ჩაკეტილები გახდებიან. სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობები ამ პერიოდში მათ კმაყოფილების გრძნობას არ მოუტანს, პირიქით, ხელს შეუშლის წლის უმთავრეს მიზნებზე კონცენტრირებაში. 15 მარტამდე თევზები მოინდომებენ საკუთარ პატარა სამყაროში ჩაკეტვას, ინდივიდუალური საქმიანობას ამჯობინებენ. თუმცა, ეს არცთუ მარტივ დროსაც კი, სასიკეთოდ გამოიყენებენ, უნარების განვითარებისთვის, თვითგანსწავლისთვის, ინდივიდუალური შემოქმედებისა და საკუთარი საქმიანობის დაგეგმვისთვის. ახალმა პროექტებმა, სტრატეგიული პერსპექტივების წინასწარ მოლაპარაკებებმა და განხილვებმა, რომელთა განხორციელებაც მოგვიანებით წარმატებულად განხორციელდება, მეორე და მესამე კვარტალში, კარგ მატერიალურ ბაზას შექმნიან კარიერის განვითარებისთვის უკვე წლის მეორე ნახევარში. ყურადღება უნდა მიაპყრონ წარსულ გამოცდილებასა და ინტუიციას, რადგან საინტერესო შემოქმედებითი ჩანაფიქრები, რომლებიც თევზებს წლის პირველ ნახევარში გაუჩნდებათ, საკმაოდ წარმატებულად განხორციელდება მესამე კვარტალში. დრო და პოზიტიური მოვლენები თევზებზე იმუშავებს ივნისის ბოლოდან დაიწყება ბოლო ოთხი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი, ეს სასიკეთო პერიოდი იქნება ოჯახის შესაქმნელად და ხანგრძლივი რომანტიკული ურთიერთობებისთვის, ბავშვების დაბადებასა და ყველაზე თამამი შემოქმედებითი ჩანაფიქრების რეალიზებისთვის უახლოესი 4 ან 6 წლის მანძილზე. სექტემბრიდან თევზები მეტ თავდაჯერებულობას, აღმშენებლობით ენერგიას გამოავლენენ და შეძლებენ გარშემომყოფთა წინაშე მათთვის არადამახასიათებელი ლიდერული თვისებების დემონსტრირებას. მეოთხე კვარტალის დასაწყისში თევზებს, თანაშემწეები, სპონსორები, მფარველები გამოუჩნდებათ, რომლებიც მზად იქნებიან უშუალო მონაწილეობა მიიღონ მათ კარიერასა და გეგმებში, მხარს დაუჭერენ გამოცდილებით, ფინანსებითა და პერსპექტიული კავშირებით. ახალი მოკავშირეების, მეგობრებისა და პარტნიორების მოზიდვით ისინი შეძლებენ დასახული მიზნების უფრო სწრაფად მიღწევას და ახალი ჰორიზონტების აღმოჩენას თვითრეალიზაციისთვის ახალ 2026 წელშიც.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვანდალიზმის ფაქტი თბილისში - ანჩისხატის ტაძრის ფასადს და კარს კვერცხები ესროლეს