Digest Logo

„ჩემთვისაც კი, გიჟ დედად რომ ვითვლები, შვილს რომ დაერეკა ვაკის პარკში ვარ შატალოზე, ჩავთვლიდი რომ უსაფრთხო ადგილზეა“ - თეა გვასალია

1665732950
მთარგმნელი და ესპანური ენის პედაგოგი

ჟურნალისტი თეა გვასალია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველოს განვითარებას ბევრი ფაქტორი ამუხრუჭებს, მათ შორის საპატიო ადგილები ნეპოტიზმს, არაპროფესიონალიზმს და უპასუხისმგებლობას უკავია.

„ჩემთვისაც კი, გიჟ დედად რომ ვითვლები, დღემდე მანქანით მიმყავს და მომყავს შვილები დანიშნულების ადგილას და იქიდან სახლში, ვერ ვიტან ექსკურსიებს, რადგან გონება დაუნდობლად მიხატავს ყველა შესაძლო უბედურებას, რაც იქ შეიძლება მოხდეს, მიკროავტობუსის ავარიიდან დაწყებულს, ბავშვის კლდიდან გადაჩეხვით და წყალში ჩავარდნით დამთავრებულს, სრულწლოვანი ელენე, თავისი ოქროს მედლით, სამი ენით და სხვა ბონუსებით, პრაქტიკულად ძალით რომ დავტოვე თბილისში ბაკალავრიატის აქ დასამთავრებლად და უკვე ღამის კოშმარები მტანჯავს იმის წარმოდგენით, მაგისტრატურა საზღვარგარეთ რომ უნდა გაიაროს, რომელიმე შვილს რომ დაერეკა და ეთქვა, დედა, შატალოზე ვართ ვაკის პარკში და არ შეგეშინდესო, ცხადია არ გამიხარდებოდა სკოლიდან გაპარვის ფაქტი, მაგრამ იმ მხრივ მაინც ვიქნებოდი მშვიდად, რომ ბავშვები უსაფრთხო ადგილას იყვნენ და ჩავთვლიდი, რომ ალიკაპის გარეშე სასეირნოდ გამოყვანილი უპასუხისმგებლო მოქალაქის მგლისხელა ძაღლი თუ შეაშინებდათ, თორემ სხვა რა შეიძლებოდა მომხდარიყო პარკში, დღისით მზისით, სადაც მთელი ბავშვობა და სტუდენტობა მაქვს გატარებული. იმ ანგელოზივით გოგონას გაუბედურებულ ოჯახს ამით რა ეშველება, ან რა სიტყვებით უნდა მიუსამძიმრო ადამიანმა, მაგრამ მთელი საზოგადოება ველოდებით საჩვენებელ, უმკაცრეს განაჩენს „გრინ სერვისია“ თუ რაღაც ჯანდაბა ფირმის ხელმძღვანელისა და იმ კონკრეტული პირისთვის, ვინც აუზის უსაფრთხოებაზე არ იზრუნა უცოდინრობით ანდა იმ იმედით, რომ ბავშვებით სავსე პარკში, წყალში არავინ ჩავიდოდა. ამ ქვეყნის განვითარებას ბევრი ფაქტორი ამუხრუჭებს, მათ შორის საპატიო ადგილები ნეპოტიზმს, არაპროფესიონალიზმს და უპასუხისმგებლობას უკავია“, - წერს თეა გვასალია.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

14 ოქტომბრის ინფორმაციით, ორი მოზარდიდან ერთი, რომელიც იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს. ექიმების შეფასებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე მოზარდი, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდი რეანიმაციულ ბლოკში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. 

ამავე თემაზე:

🔵„არ ვიცი რა დავწერო, რა ვთქვა, დაგლეჯილი მაქვს გული“ - დათი ქოქრაშვილის მამის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მოსწავლეზე

🔵„ბავშვების მფარველი ანგელოზი, რომელმაც საბედნიეროდ, შეუძლებელი პირობების მიუხედავად, ორის ამოყვანა შეძლო, მაგრამ ერთთან ვეღარ მიაღწია“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...“ - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკის ტრაგედიაზე