Digest Logo

„ბევრი სისულელე გავაკეთე ამ ამბის მერე… უაზროდ ვიცინოდი, ვხუმრობდი და თითქოს არაფერს ვგრძნობდი, არც ესმოდა ჩემს ყურს“ - თიკო ჩხეიძე

1665731813
თიკო ჩხეიძე მარიტა მეფარიშვილი

მოდელი თიკო ჩხეიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამ ამბის გაგების შემდეგ საკუთარ განცდების შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. 

„ბევრი სისულელე გავაკეთე ამ ამბის მერე… თითქოს არც ესმოდა ჩემს ყურს. მეგობრებთან ერთად ვიყავი, მათი მორიდებული მზერაც მახსოვს, რომ მითხრეს და ჩემს რეაქციას დაელოდნენ. მე კი უაზროდ ვიცინოდი, ვხუმრობდი და თითქოს არაფერს ვგრძნობდი. თუმცა ვერ გავუძელი, გადავხედე ინფორმაციას, კადრებს. უმძიმეს კადრებს, საკუთარ შვილს საბოლოოდ რომ იკრავ გულში (ჯერ კიდევ თბილს) და ემშვიდობები. რა სიმწარეა, რა უსუსურობაა. და ეს ტკივილი უსასრულოდ რომ გრძელდება“, – წერს თიკო ჩხეიძე.

ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის 9 წლის შვილი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდ. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...“ - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

🔵სად იყო ხარვეზი და რატომ იყო მაღალი ძაბვა იმ სივრცეში, სადაც, წესით, ბავშვები უსაფრთხოდ უნდა თამაშობდნენ

🔵 ვაკის პარკის ტრაგედიისას დაღუპული გოგონას ვიდეო კორტებიდან - ვიდეო

🔵„ახლა მხოლოდ ორი სიტყვა უნდა ცხოვრობდეს ამ ქალაქში: სამძიმარი და პასუხისმგებლობა“ - გიორგი კეკელიძე