Digest Logo

რას უნდა ველოდოთ მაისში? - თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი

1777798074
თამუნა იოსელიანი

რას უნდა ველოდოთ მაისში? - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი აქვეყნებს:

„მაისი უბრალოდ კიდევ ერთი თვე არ არის , ეს არის ინტენსიური პროცესების, შიდა გარდაქმნების, ძლიერი გადაწყვეტილებებისა და მოულოდნელი ცვლილებების პერიოდი. თვე იწყება მაღალი ემოციური ფონით: ძლიერი სავსე მთვარე, პლუტონის შემობრუნება, დაძაბული ასპექტები და იმ თემების გააქტიურება, რომელთა იგნორირებაც უკვე შეუძლებელია. დამატებით ძლიერდება ურანის გავლენა ტყუპებში, რაც ნიშნავს: მოვლენები შეიძლება დაჩქარდეს, ახალი ამბები მოულოდნელად მოვიდეს, ხოლო ნაცნობი სცენარები ერთ დღეში დაიშალოს.

♉️ 3 მაისი - მერკური კუროში გადადის

♉️ ამ მომენტიდან აზროვნება უფრო მშვიდი, პრაქტიკული და რეალისტური ხდება.

ქაოსისა და ემოციური რეაქციების შემდეგ ჩნდება სურვილი:

✔️ ყველაფერი გააზრებულად გააკეთო;

✔️ გადაამოწმო ფაქტები;

✔️ არ იჩქარო გადაწყვეტილებები;

✔️ უფრო ყურადღებით მართო ფინანსები;

✔️ ისაუბრო კონკრეტულად და არსებითად.

კომუნიკაცია ნელდება, მაგრამ ხარისხიანდება. ადამიანები ნაკლებად ჰპირდებიან „ზღაპრულ შედეგებს“ და უფრო ხშირად სვამენ კითხვას: „სად არის კონკრეტიკა?“ ეს კარგი პერიოდია ფინანსურ, დოკუმენტურ, უძრავი ქონების, ჯანმრთელობისა და გრძელვადიანი გეგმების საკითხებისთვის.

⏪ პლუტონის შემობრუნება ღრმა ტრანსფორმაციის დასაწყისი

⏪ 6 მაისამდე პლუტონი სტატიკურ ფაზაშია, შემდეგ კი რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ეს არ არის მშვიდი პროცესი ,ის შიგნით იწყებს ძლიერ ცვლილებებს.

შეიძლება გამოიკვეთოს:

— დამალული მოტივები;

— ფინანსური დამოკიდებულებები;

— ემოციური მიჯაჭვულობა;

— ძალაუფლებისა და კონტროლის თემები;

— დაძაბულობა ურთიერთობებში ან სამსახურში;

— საუბრები, რის შემდეგაც ძველებურად ვეღარ შეხედავ სიტუაციას.

მნიშვნელოვანია:

ეს არ არის სწრაფი მოქმედებების დრო ,ეს არის ხანგრძლივი ცვლილებების დასაწყისი. განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობენ ფიქსირებული ნიშნები: ♉️კურო, ♌️ლომი, ♏️მორიელი და ♒️მერწყული.

👩‍💻 მაისის პირველი ნახევარი წესრიგის დამყარების დრო

👩‍💻 მიუხედავად დაძაბულობისა, ეს პერიოდი პროდუქტიულია.

კარგი დროა მოაწესრიგო:

✔️ ფინანსები;

✔️ დოკუმენტები;

✔️ სამუშაო პროცესები;

✔️ ყოველდღიური საკითხები;

✔️ გეგმები და გრაფიკი.

მაისი გეუბნება: „გინდა ახალი დონე? ჯერ ძველი ქაოსი დაალაგე.“

💡 12–15 მაისი წარმატებული გადაწყვეტილებები

💡 ეს არის თვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი: აზროვნება ნათელია, კომუნიკაცია ეფექტური.

შესაძლებელია:

— მნიშვნელოვანი საუბრები;

— წარმატებული შეთანხმებები;

— ძლიერი ინსაიტები;

— სწორი მიმართულების დადასტურება;

— სწავლაში პროგრესი.

თუ დიდი ხანია ვერ ხვდები, საით უნდა წახვიდე , პასუხი სწორედ ამ პერიოდში შეიძლება გამოჩნდეს.

🌑 16 მაისი - ახალი მთვარე კუროში

🌑 ♉️ კუროში ახალი ციკლის დასაწყისია, რომელიც დაკავშირებულია მატერიალურ სტაბილურობასთან, სხეულთან და უსაფრთხოების განცდასთან.

ეს დრო იდეალურია საფუძვლის ჩასაყრელად:

💰 ფინანსური სტრატეგიები;

🥗 ჯანმრთელობის რეჟიმი;

🏠 ყოველდღიური ცხოვრება;

📈 სამუშაო მიმართულებები;

🧾 შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვა;

🌿 ახალი ცხოვრების რიტმი. ყველაფერი, რაც ამ პერიოდში იწყება, გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი. მაგრამ მთავარი - რეალისტური მიდგომაა.

არა „ორშაბათიდან მილიონერი გავხდები და იდეალური ცხოვრების წესზე გადავერთვები“, არამედ: რას გააკეთებ დღეს, რომ შენი ცხოვრება რეალურად უფრო სტაბილური გახდეს“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ასცენდენტი თუ მედიუმ კოელი: სად იმალება თქვენი რეალური წარმატების გასაღები?...“ - რას წერს რამაზ გიგაური

⭕„ბავშვს მკაცრი სიტყვა შეიძლება დაავიწყდეს, თუმცა გრძნობა არასდროს“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕„სანამ ჩემხელა არ გახდები, ვერ გაიგებ, რა ხიბლი ახლავს ცხოვრების ამ უმშვენიერეს დროს“ - ნუგზარ რუხაძე იუბილარია