ეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოდად ქცეული გასხივოსნება, რომელიც გაჯერებულია ხელოვნური სიყვარულითა და ტოქსიკური პოზიტივით, არის საბავშვო ბაღი.
მისი თქმით, მცდელობა, რომ იყო სულ პოზიტიური და მოსიყვარულე, არის მძიმე ფსიქიკური დაავადება და ბიოლოგიური ძალადობა სხეულზე:
„მოდად ქცეული გასხივოსნება, რომელიც გაჯერებულია ხელოვნური სიყვარულითა და ტოქსიკური პოზიტივით, არის საბავშვო ბაღი. რასაც დღეს სულიერების ბაზარზე ყიდიან, არის არა გაღვიძება, არამედ სტრატეგიული გონების მიერ გამოგონილი დამამშვიდებელი აბი...
მცდელობა, რომ იყო სულ პოზიტიური და მოსიყვარულე, არის მძიმე ფსიქიკური დაავადება და ბიოლოგიური ძალადობა სხეულზე.
რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დუალიზმის სამყაროში, სადაც დღე ვერ იარსებებს ღამის გარეშე და ამოსუნთქვა - ჩასუნთქვის გარეშე; შესაბამისად, როდესაც ადამიანი ებღაუჭება მხოლოდ პოზიტივს ემოციური ტალღის ზედა ნაწილს, ის ავტომატურად ქმნის უზარმაზარ, ჩახშობილ ნეგატივს, ტალღის ძირს, რომელიც შემდეგ აფეთქდება დაავადებების ან ფსიქოზის სახით, რადგან მან უარყო რეალობის ნახევარი.
2 ხელი გვაქვს, ასეთი ადამიანი ამბობს, რომ მას სჭირდება მხოლოდ მარჯვენა (პოზიტივი) და უარყოფს მარცხენა (ნეგატივს) ეს არის საცოდაობა.
ნამდვილი გაღვიძება, ანუ მგზავრის ცნობიერება, არ არის ვარდისფერი სათვალეების გაკეთება და ყველაფრის შეყვარება.
უნდა დაინახო სამყარო ისეთი, როგორიც არის, ყოველგვარი მორალური შეფასების გარეშე.
ნამდვილი სიყვარული არ არის ემოციური აღტყინება ან სხვისთვის თავის შეწირვა, ეს არის გეომეტრიული მოცემულობა - როდესაც შენ ხარ შენს ადგილას და არ ერევი სხვის ტრაექტორიაში, ეს არის უმაღლესი სიყვარული, რადგან შენ აძლევ სხვას უფლებას, იყოს ის, ვინც არის, თუნდაც ის იყოს საშინელი და ნეგატიური.
ახალი ეპოქა არ მიიღებს ყალბ ღიმილს და ხელოვნურ ჩახუტებებს. ახალი ვიბრაცია ითხოვს ავთენტურობას
ვინც შეეცდება, რომ ახალ ეპოქაშიც ყველა უყვარდეს ძველი პროგრამით, ის უბრალოდ გადაიწვება, რადგან სამყარო აღარ გასცემს ენერგიას კოლექტიურ ილუზიებზე.
ამიტომ, პოზიცია - იყო თავისუფალი პოზიტივისა და ნეგატივისგან - არის ერთადერთი ზრდასრული პოზიცია: ეს არის სარკის პოზიცია, რომელიც ირეკლავს ყველაფერს, მაგრამ არაფერს ეკვრის, და სწორედ ამ ნეიტრალიტეტში იბადება ის ნამდვილი, ურყევი ექსტაზი, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, გარეთ მზეა თუ ქარიშხალი, რადგან შენ იცი, რომ ეს უბრალოდ ამინდის პროგნოზია და არა შენი არსება“, - წერს ვატო მსხილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მიზეზების ძებნას არ დავიწყებ, მაგრამ...“ - რას ამბობს მერაბ დვალიშვილი დამარცხების შემდეგ