Digest Logo

რატომ არ შეიძლება გაჭირვებულ ადამიანს ფული მივცეთ და როგორ გვიბრუნდება ეს გაცემული თანხა უსიამოვნებების სახით

1784210375
გაჭირვებული ადამიანი

თუ ადამიანი დესტრუქციულ პროგრამებშია მაგალითად: ირჩევს მსხვერპლის როლს, პასუხისმგებლობას ინიციატივას აკისრებს სხვებს, შემოიფარგლება წუწუნით, ჩივილით, თავს ზემოთ ძალა არ არის მენტალიტეტით, „ასეთი ვარ“ დამოკიდებულებით.

თუ იმყოფება დრამატულ „სასწრაფო“ დამადანაშაულებელ, დამთრგუნველ, მაპროვოცირებელ ან დამნამუსებელ მდგომარეობაში, დამოკიდებულებებში.. ძალადობა, თაღლითობა, პასუხისმგებლობისგან გაქცევა.. მაშინ ფული შეიძლება იქცეს არა დახმარებად, არამედ ამ პროგრამის საწვავად.

ეს ნიშნავს რომ მას უკვე ჰქონდა სასიცოცხლო რესურსი რაც რასაც მოახმარა ცხადია და კი დევს ფაქტად - დააფინანსა ის დამღუპველი პროგრამა რაც თავში უდევს და კიდევ ითხოვს რესურსს რათა ეს პროგრამა გაზარდოს.

სასიცოცხლო რესურსი გახლავთ ფული, დრო, ყურადღება, კონცენტრაცია, სიყვარული, მუდმივობა.

დამოკიდებული ადამიანისთვის ფულის მიცემა ჰგავს ცეცხლზე ბენზინის დასხმას. შენ არ აძლევ მხოლოდ ფულს, აძლევ საშუალებას, დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გაამყაროს მისი გასაჭირი.

ქურდისთვის იარაღის საყიდელი ფულის მიცემა არ ნიშნავს, რომ შენ არ მოიპარე, რადგან მაგრამ ირიბად დააფინანსე ქურდობა.

მათხოვრისთვის ფულის მიცემა ნიშნავს რომ ხელს უწყობ გაუნძრევლად იჯდეს მათხოვრის პოზიციაში.
შეიძლება შენ შენი ეგო გიბიძგებს ყურადღება ფინანსები გადაიტანო „საწყალ“ ხალხზე და ამით იგრძნო შენი უპირატესობა მაგრამ რაც დააფინანსე ზუსტად იგივე დარეზონირდება შენ ცხოვრებაში.

ავადმყოფი ხის მორწყვა არ კურნავს მის ფესვებს. თუ ფესვი ლპება, მეტი წყალი ლპობასაც აძლიერებს.

გაფუჭებული პროგრამის მქონე კომპიუტერისთვის უფრო ძლიერი პროცესორის ყიდვას ჰგავს რომ უფრო ძლიერად შეეშალოს.

შეცდომა არ ქრება უბრალოდ უფრო სწრაფად მუშაობს შეცდომა. აქ ადამიანი მუდმივად იღებს რესურსს საკუთარი ქცევის შეცვლის გარეშე, გარე დახმარება უნებლიეთ ხელს უწყობს პრობლემური ქცევის გაგრძელებას და მისი შედეგები უფრო და უფრო მტკივნეული ხდება როგორც ადამიანისთვის ისე დამფინანსებლებისთვის.

როდესაც ვაფინანსებთ სხვის დესტრუქციას, ვერთვებით იმ პროცესში. მექანიზმი ასეთია,  ადამიანი ქმნის მიზეზს. მაგალითად ამბობს, რომ მიზეზი არის უფულობა, თორემ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ან მიზეზი არის დაუმთავრებელი რემონტი, ან დასაფარი ვალი, ან საყიდელი წამალი.

ენ ამ მიზეზს ენერგიას (ფულს, დროს, ძალას) აწვდი,  შედეგზეც ეზოტერული პასუხისმგებლობა გეკისრება.

განსაკუთრებით საშიშები არიან ვინც „სასწრაფოდ გადასარჩენები“ არიან, ქმნიან ფორსმაჟორულ დრამატულ ვითარებებს და ყოველდღე კვდებიან..

ხოლო თუ ადამიანი ხედავს, რაში იხარჯება მისი დახმარება და მაინც აგრძელებს ამის დაფინანსებას, თავადაც დაკარგავს რესურსს, შეხვდება უსიამოვნო გამოცდილებებს.

ეს განიმარტება როგორც ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა ან კარმული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

როგორ ხდება კარმული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება?

სხვისი გასაკეთებელის გაკეთებით და სხვის ადგილას გადაწყვეტილების მიღებით ან მოქმედებით. სხვის არჩევანში ჩარევით.

ადამიანის დახმარება არის საკვები, მე ვერ მივცემ საკვებს დესტრუქციულ მენტალიტეტს, ადამიანთან არანაირი პრობლემა არ მაქვს - იმის მიღმა პროგრამას ვხედავ და ეს მაკავებს.

მკურნალობას, განათლებას, სამუშაოს პოვნას უფრო ხშირად აქვს შედეგი,მაღალ ვიბრაციაზე ჰყავს ვიდრე უბრალოდ საწვავს, ქაღალდს.

მენტალური მდგომარეობის ცვლილება აძლევს მას რეალურ დახმარებას - შესაძლებლობას, გამოვიდეს კრიზისიდან.

ასეთი ადამიანი ძალადობს საკუთარ თავზე და სხვებზე ამიტომ მისთვის უბრალოდ ფულის მიჩეჩება გამოიწვევს შენ ცხოვრებაში ძალადობის სხვადასხვა გამოცდილებას.იმიტომ რომ ძალადობის კარზე დააკაკუნე.

ასეთი ადამიანი მანიპულაციას მიმართავს თვითგანადგურებას, ამიტომ შენ ცხოვრებაში რომ შემოვლენ მანიპულატორი თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც გაგახსენდება რატომ მოხდა ეს.

ასეთი ადამიანი უარყოფს საკუთარ რეალობას და პასუხისმგებლობას აბრალებს სხვებს და როცა შენ ცხოვრებაში შემოვა უარყოფა, გული გეტკინება, ვინმე რამეს დაგაბრალებს ვერ გაიხსენებ რატომ.

როგორ გავზარდოთ ჩვენი ფინანსური და სულიერი ტალღა?

დააფინანსე განათლება, განვითარება, ბედნიერება, მხარდაჭერა, სოციუმი, ურთიერთობა, ბალანსი, სიყვარული, სტარტაპები, წამოწყებები, ბავშვები, ჰარმონია და ყველაფერი ის რაც გსურს რომ შემოვიდეს შენ ცხოვრებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავარღვიოთ ცუდი მოვლენების ჯაჭვი? - ფსიქოთერაპევტის განმარტება

„შაკო, გუგა, თამო... ვუსამძიმრებთ ოჯახებს და სრულიად კასპს“ - ცეკვის აკადემია „დიდგორი“

„გორდონმა რომ ბურთი გაიტანა, სიკეთე იყო თუ ბოროტება? ეს სოციალური ფარდობითობაა“ - რას წერს გია მურღულია