
კარმული გაკვეთილები შეიძლება, განმეორებად სიტუაციებში, მოულოდნელ შეხვედრებში ან თუნდაც შინაგანი განცდით გამოვლინდეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილების ზღურბლზე ხართ.
როგორც ასტროლოგები, ეზოტერიკოსები და ტაროს მკითხველები ამბობენ, 2025 წლის ზაფხული ამ მხრივ გამორჩეული პერიოდია. ეს ზაფხული ერთდროულად სამი ძლიერი არკანას გავლენის ქვეშაა: კოშკი, ბედის ბორბალი და ვარსკვლავი. ეს კომბინაცია მარტივი არ არის, რადგანაც ადამიანებში ძირეული ცვლილებების სურვილს გამოიწვევს. კოშკი მოულოდნელ მოვლენებს გამოხატავს, ბედის ბორბალი ასევე მოულოდნელი ამბების სიმბოლოა, ვარსკვლავი კი შინაგან სინათლეს გამოხატავს.
ყველაფერი მოძველებული საბოლოოდ დაინგრევა და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყონ. ეს ეხება როგორც ჩვევებს, აღქმებს, დამოკიდებულებებს, ურთიერთობებს, ასევე გეგმებსა და პიროვნულ მახასიათებლებს. თავიდან შესაძლოა, ცვლილებებმა ქაოსის შეგრძნება გამოიწვიოს, მაგრამ საბოლოოდ ნახავთ, რომ სწორედ ეს ცვლილებები თქვენთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზაფხულში ბევრი რამ შეიძლება, მოულოდნელად, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე მოხდეს. ნუ შეეცდებით ყველაფრის გაკონტროლებას. ზოგიერთი ცვლილება თქვენს ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავად შემოვა. რაც მთავარია, საჭირო ძალასა და მოტივაციას საკუთარ თავში იპოვით.
თუ წლის განმავლობაში სხვადასხვა საქმე გააჭიანურეთ, ზაფხულში მათი მოგვარება აუცილებლად მოგიწევთ. ასევე, როგორც პირადი, ასევე სამსახურებრივი ურთიერთობების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ნუ შეგეშინდებათ მოულოდნელი სიურპრიზების. ახალი რეალობის დასაწყისი სწორედ მათში იმალება.
ივნისში შესაძლოა, მცირე ბიძგი, მინიშნება მიიღოთ, რომ სიახლეების დროა. მოულოდნელი შეთავაზებები, შეხვედრები თქვენს რეალობას ნამდვილად შეცვლის. თუმცა, ყველაფერი თქვენს პოზიციაზე იქნება დამოკიდებული. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების.
ივლისში მოულოდნელი ცვლილებების წინაშე დავდგებით. რაღაც შესაძლოა, მოულოდნელად დაიშალოს, დაიმსხვრეს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს სასჯელი არ არის. ეს ხელახლა დაბადებაა...
აგვისტოში კი თითოეული ადამიანი სრულად ნახავს, თუ რატომ გაიარა წინა პერიოდები და რატომ იყო ესა თუ ის ცვლილება აუცილებელი.
ამიტომ, წინ არაერთი საინტერესო და სასარგებლო დღე გველოდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge