Digest Logo

🎥 რატომ დაუმალეს კაცობრიობას ჰოროსკოპის მე-13 ნიშნის არსებობა? - ბასტო გოგუა ზოდიაქოსა და მის გავლენაზე

1768916974
ბასტო ფანტასტო

მსახიობი ვაჟიკო იგივე ბასტო გოგუა, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ „ჩვენი პირველი სერიალიდან“გაიცნო, „იუთუბის“ საკუთარ არხზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ზოდიაქოს ნიშნებსა და ასტროლოგიაზე საუბრობს.

იგი ვიდეოში განმარტავს, თუ რატომ მალავენ, ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას და ასტროლოგიურად როგორ ხელმძღვანელობდნენ სხვადასხვა ხალხები ციური სხეულებით:

„დასავლური ასტროლოგია შეიქმნა სამი ათასი წლის წინ ბაბილონში. ბერძნებმა გადათარგმნეს და შემდეგ ჩვენამდე მოვიდა. ეს ყველაფერი არის სამი ათასი წლის წინანდელ ცაზე და არა დღევანდელზე.

მსგავსი სწავლება ოღონდ უფრო დეტალური, რომელიც უფრო აწმყოზე არის დამოკიდებული და ეს არის ვედური. ყოველ 72 წელიწადში დედამიწა ირხევა ერთი გრადუსით და ვხედავთ სხვადასხვა ცას. ვედური უფრო ნამდვილია, ვიდრე დასავლური.

კელტური ზოდიაქო არის მარტივი. ისინი ცაში არ ეძებდნენ ბედისწერას ცაში, ეძებდნენ ტყეში. მათთვის წელიწადი არის დაყოფილი 13 მთვარის თვედ. ყველა თვეს აქვს თავისი შესაბამისი ხე. ეს არის ხეებზე და ტყეებზე თავიდან ბოლომდე დაბადებული.

ჩინური ზოდიაქო 12 ნიშნისგან არ შედგება და 60 ნიშნისგან. რადგან ჩინურ ზოდიაქოში არის 5 ელემენტი, თითოეულ ელემენტს აქვს 12 ცხოველი. მაგალითად არსებობს 5 ელემენტის ხარი. ცეცხლოვანი, წყალი და ა.შ. ნიშნების ცვლილება დამოკიდებულია პლანეტა იუპიტერის მოძრაობაზე. 

მაიას ტომის ჰოროსკოპი, მასში არსებობს 260 ზოდიაქოს ნიშანი. 

ზოგადად დედამიწა გადის 13 თანავარსკვლავედს და არა 12-ს. ძალიან ბევრ ძველ სწავლებებში, რიცხვი 13 არის გამქრალი და გამოტოვებული. თუ ვარსკვლავებს დავუჯერებთ, სინამდვილეში არის 13 ასტროლოგიური ზოდიაქოს ნიშანი. ეს მეცამეტე ნიშანი რომელიც გააქრეს, შეიძლება შენ იყო და მას ჰქვია „გველის მჭერი“. სწორედ ამიტომ ეს არის ხელოვნურად დაყოფილი 12 საათად, 12 თვედ და ა.შ.

ნუმეროლოგია დაყრდნობილია პითაგორას თეორემებზე. იგი ფიქრობდა, რომ მთელი სამყარო არის რიცხვებისგან შემდგარი. შეიქმნა ნუმეროლოგია, რომელიც არის ძალიან მარტივი მათემატიკა“, - ამბობს ბასტო გოგუა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი ძმა ბოშებს მიყიდეს, დედა გაიყინა...“ - რა ჰყვება ქალი, რომელიც ბებიამ პატარა ძმასთან ერთად სხვადასხვა ოჯახს მიჰყიდა

⭕ „ზოოტოპია 2“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ჰოლივუდური მულტფილმი გახდა

⭕„რა მაგარ დღეს დაიბადა...“ - ჯგუფ „ურსას“ წევრს, გიორგი გრიგალაშვილს გოგონა შეეძინა: რა დაარქვეს ახალშობილს?