ანა გაბუნია, რომელიც წლების წინ ბებიამ გააშვილა, თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“ საკუთარ ისტორიას ჰყვება. როგორც ანა აღნიშნავს, დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა გაშვილების შესახებ.
მისივე მონაყოლის მიხედვით, თავად გაარკვია რომ ბიოლოგიური დედა, მამის გარდაცვალების შემდეგ მალევე გარდაიცვალა:
„მე გავიზარდე შვილმკვდარი მშობლების ოჯახში, მეუბნებოდნენ რომ მათი გარდაცვლილი შვილის ბიოლოგიური შვილი ვიყავი. როგორც ირკვევა, მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა. დედაზე ვფიქრობდი, რომ ოჯახმა არ მიიღო. კითხვები არასდროს დამისვამს. შეგრძნებები არასდროს მქონია. სასაფლაოზე გავდიოდით ხოლმე ვაკე-საბურთალოს და ასე გავიზარდე... რომ დავოჯახდი მათ ხელი მკრეს, რადგან სიძე დაიწუნეს. გაწყვიტეს ბებიებმა და ბაბუებმა ურთიერთობა. უფრო ნათესავების დამსახურება იყო ალბათ, შეიძლება ბევრი რამე შემეშალა, მაგრამ ვთვლი, რომ რაც იყო იყო და უნდა დაევიწყებინათ რაღაცები.
თავდაპირველად უნივერსიტეტში რომ დავიწყე სწავლა, მანდ მომთხოვეს მშობლის სახელი და გვარები. დედის სახელი და გვარი მკითხეს და ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. ბებოს დავურეკე, მან მითხრა რომ მიმეწოდებინა ტელეფონი, ხმამაღალზე იყო ჩართული და მაშინ გავიგონე პირველად სხვა სახელი და გვარი. მაშინ გავიფიქრე, იქნებ სხვა დედ-მამიშვილი მყავდეს. დავიწყე ძებნა სოციალური ქსელებით. ყველა მალავდა, ვისაც რას ვეკითხებოდი ყველას სხვადასხვა პასუხი ჰქონდა. საბოლოოდ მამიდა დამეხმარა.
ბიოლოგიური მამის დედამ, შვილის გარდაცვალების შემდეგ თავისი ორი შვილიშვილი სხვადასხვა ოჯახში გაყიდა. დედაზე თქვეს, რომ ფსიქოლოგიურად ვერ იყო კარგადო. ვერ გაზრდიდაო და თავად წავიდაო. ვფიქრობ, რომ უბრალოდ ვერ გაუძლო. დედა გარდაიცვალა მალევე თურმე, გაიყინა. წასულა სახლიდან, რაღაც ქვებით აშენებულ შენობაში ცხოვრობდა, პატრონი არ ჰყავდა, გათბობა არ ჰქონდა და სიცივისგან გაიყინაო. მამის დედაზე ამბობენ, რომ ჩვენი გაშვილების შემდეგ ძალიან მალე დაიღუპა, მანქანა დაეჯახა. ჩემ გაშვილებულ ძმას მეტი ახსოვს, როსტოვში გააშვილეს ბოშებზე“, - ჰყვება ანა გაბუნია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ზოოტოპია 2“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ჰოლივუდური მულტფილმი გახდა
⭕ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური სუნთქვით სიკვდილს გადაარჩინა