Digest Logo

„ზოოტოპია 2“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ჰოლივუდური მულტფილმი გახდა

1768899699
„ზოოტოპია 2“

Disney-ს მულტფილმმა „ზოოტოპია 2“ მსოფლიო გაქირავებაში 1,7 მილიარდი დოლარი დააგროვა. ამ თანხით ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ჰოლივუდური ანიმაციური ფილმი გახდა და გადაასწრო წინა რეკორდსმენს - „თავდაყირა 2“-ს ($1,69 მლრდ). თუმცა, აბსოლუტურ მსოფლიო რეკორდს კვლავ ჩინური მულტფილმი „ნე ჯა 2“ ($2,25 მლრდ) ფლობს.

ამ მაჩვენებლით „ზოოტოპია 2“-მა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში მეცხრე ადგილი დაიკავა.

„ეს მიღწევა, უპირველეს ყოვლისა, მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებს ეკუთვნით“, - განაცხადა Disney Entertainment-ის თანათავმჯდომარემ, ალან ბერგმანმა.

„ზოოტოპიას“ გაგრძელებაში ბოცვერი ჯუდი ჰოფსი და მელა ნიკ უაილდი კვლავ ერთიანდებიან, რათა გახსნან ქვეწარმავლების საიდუმლო, რომელმაც შესაძლოა ზოოტოპიაში ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რა მაგარ დღეს დაიბადა...“ - ჯგუფ „ურსას“ წევრს, გიორგი გრიგალაშვილს გოგონა შეეძინა: რა დაარქვეს ახალშობილს?

⭕ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური სუნთქვით სიკვდილს გადაარჩინა

🎥 „ყველაზე საშინელი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის, რაც კი ოდესმე მგზავრობისგან მიმიღია...“ - სოსო ნებიერიძის თავბრუდამხვევი მოგზაურობა ანტარქტიდაზე

წყარო: imedinews.ge