„♌️ 2026 წლის აგვისტოს მზის დაბნელებას ემატება ის ფაქტი, რომ კარმული კვანძი პლუტონთან ახლოს იმყოფება მერწყულის♒️ სახლში... ეს არის ღერძი : ♌️ეგო და თავისუფლება ♒️
აგვისტო გარდამტეხი წერტილია ურთიერთობების, იდენტობისა და სოციალური კავშირების. ეს არ ნიშნავს, რომ „აუცილებლად ბევრი ურთიერთობა დასრულდება“, მაგრამ ასეთი პერიოდები ხშირად აჩენს იმას, რაც უკვე დიდი ხანია დაგროვილია და აღარ მუშაობს“, - ამ საკითხებზე სოციალურ ქსელშ პოსტს ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე აქვეყნებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„ ადამიანებს შორის შეიძლება დაძაბულობა გაიზარდოს თემებზე:
🔶️ძალაუფლებისთვის ბრძოლა.
🔶️ფინანსები ფულის განაწილება, ვალები, საერთო რესურსები.
🔶️თავისუფლება და კონტროლი - ერთ ადამიანს მეტი სივრცე სურს, მეორეს მეტი სიახლოვე.
🔶️ძველი წყენები - წლების განმავლობაში დაუმუშავებელმა ემოციებმა შეიძლება მოგვთხოვონ პასუხი .
🔶️ოჯახური და თაობათა სცენარები - მშობლებისგან გადმოტანილი ქცევის მოდელები შეიძლება განსაკუთრებით აშკარა გახდეს.
🔶️ ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი - ახალი და განსხვავებული დამოკიდებულება ახალ სამყაროსთან, ინფორმაციისადმი ნდობა და ციფრული ცხოვრების წესი.
🔶️ღირებულებები - ადამიანები უფრო მკაფიოდ გააცნობიერებენ, ვისთან იზიარებენ ცხოვრებისეულ პრინციპებს და ვისთან აღარ ან ვეღარ .
🌑 რატომ შეიძლება დაესვას წერტილი ბევრ ურთიერთობას 2026 წლის აგვისტოს მზის დაბნელების შემდეგ? იმიტომ არა, რომ ცა ადამიანებს აშორებს. არამედ იმიტომ, რომ სინათლე ეცემა იმ ადგილებს, სადაც დიდი ხანია სიმართლე აღარ ცხოვრობს.
☂️♒️ ♌️ აგვისტო შეიძლება გახდეს დრო, როცა ადამიანები ერთმანეთს კი არ დაკარგავენ, არამედ საკუთარ თავს იპოვიან.
☂️♒️♌️ ზოგი ურთიერთობა ამ გამოცდას გაუძლებს და კიდევ უფრო გაღრმავდება.
♒️☂️🔶️ზოგი კი დასრულდება, რადგან მას მხოლოდ ჩვევა, შიში ან დამოკიდებულება აკავშირებდა.
ყველაზე დიდი კითხვა ამ პერიოდში იქნება: ვინ მიყვარს სინამდვილეში? ადამიანი, თუ ჩემი წარმოდგენა მასზე? (არქეტიპები ვისწავლოთ ) და სწორედ ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს, რომელი ურთიერთობა გადავა ახალ ეტაპზე და რომელი დარჩება წარსულში“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვარჯიშის ნაკლებობა კიბოს რისკს ზრდის! - რას წერს მკვლევარი, ქეთევან შავლიაშვილი