Digest Logo

„მადლობა, რომ ხარ საუკეთესო ქმარი, ჩემი საუკეთესო მეგობარი“ - შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევი მეუღლეს იუბილეს ულოცავს

1785246638
გოჩა ჩერტკოევი

ცნობილი ქორეოგრაფი და სამეჯლისო ცეკვების ვეტერანი მოცეკვავე გოჩა ჩერტკოევი იუბილარია. მას სოციალურ ქსელში დაბადების დღეს მისი მეუღლე შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევი ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს:

„გილოცავ დაბადების დღეს, ერთადერთო და განუმეორებელო გოჩა! 

ამ განსაკუთრებულ დღეს მთელი გულით გისურვებ ყოველივე საუკეთესოს — ჯანმრთელობას, უსაზღვრო ბედნიერებას, სიყვარულს და ყველა იმ სიკეთეს, რასაც ცხოვრება გვთავაზობს.

შენ ამ სამყაროზე დიდი ხარ. შენი საოცარი პიროვნება გარშემო მყოფებს სიხარულს, მოტივაციას, ენერგიასა და შთაგონებას ანიჭებს.

მადლობა, რომ ხარ საუკეთესო ქმარი, ჩემი საუკეთესო მეგობარი, არაჩვეულებრივი მამა და მოსიყვარულე ბაბუა. შენ მხოლოდ შენი არსებობითაც კი ცხოვრებას უფრო ნათელს და ბედნიერს ხდი.

მიყვარხარ დღეს, ხვალ და ყოველთვის.

გილოცავ დაბადების დღეს,

ჩემო კლდევ!“, - წერს შორენა გაჩეჩილაძე-ჩერფტკოევი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ შეხვიდეთ კონფრონტაციაში!...“ - 29 ივლისის სავსემთვარეობა მერწყულში: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

„ამ დროს შეიძლება მეგონოს, რომ ქრისტე მიყვარს, მაგრამ მძულს სინამდვილეში...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

🎥 „შეუდარებელი გოგო ხარ...“ - თამო ვაშალომიძის მოგზაურობა მონაკოში გრძელდება