Digest Logo

რეტროგრადული მერკური 2026 წლის ივნისში - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც მომდევნო კვირების განმავლობაში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ

1781244082
რეტროგრადული მერკური

რეტროგრადული მერკური, ტრადიციულად, წლის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ასტროლოგიურ პერიოდად ითვლება. ასტროლოგიისგან შორს მყოფი ადამიანებიც კი საქმეების შეფერხებას, გაუგებრობებს, ტექნიკურ ხარვეზებსა და წარსულიდან გადაუჭრელი საკითხების მოულოდნელ გააქტიურებას ხშირად სწორედ მას უკავშირებენ.

პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას 29 ივნისიდან დაიწყებს 23 ივლისს დაასრულებს. თუმცა, ასტროლოგების თქმით, მისი გავლენა ბევრად უფრო ადრე იგრძნობა. პლანეტა ე.წ. „ჩრდილოვან ზონაში“ 13 ივნისის შემდეგ შევა, რის შედეგადაც ის თემები, რომლებიც მოგვიანებით წინა პლანზე წამოიწევს, თანდათანობით უკვე გამოიკვეთება.

მომავალი პერიოდის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მერკური რეტროგრადულად კირჩხიბის ნიშანში იმოძრავებს. ეს გარემოება ყურადღებას სამუშაო და კომუნიკაციის ჩვეული საკითხებიდან უფრო ღრმა თემებზე - ოჯახზე, ახლობლებთან ურთიერთობაზე, ემოციურ განცდებსა და შინაგან კონფლიქტებზე გადაიტანს. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ეს პერიოდი მხოლოდ წარუმატებლობების ეტაპად კი არ აღვიქვათ, არამედ იგი დაუსრულებელი ისტორიების გასარკვევად, ძველი გადაწყვეტილებების გადასახედად და საკუთარ ცხოვრებაში წესრიგის დასამყარებლად გამოვიყენოთ.

ამასთანავე, ასტროლოგებმა ზოდიაქოს ის ხუთი ნიშანი დაასახელეს, რომლებსაც მომავალ კვირებში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ.

ტყუპები

ტყუპებისთვის რეტროგრადული მერკური ყოველთვის დიდ გამოცდად იქცევა ხოლმე. საქმე ის არის, რომ სწორედ ეს პლანეტა ამ ნიშნის მმართველად ითვლება. ასტროლოგები ამ სიტუაციას ადარებენ საწარმოს, რომელიც დროებით ხელმძღვანელის გარეშე დარჩა: პროცესები კი გრძელდება, მაგრამ შეფერხებებით მიმდინარეობს.

ამ პერიოდში ტყუპებს საკუთარი გეგმების, მიზნებისა და საზოგადოებაში თავის წარდგენის ფორმების გადაფასება მოუწევთ. მოსალოდნელია დოკუმენტებთან დაკავშირებული სირთულეები, მნიშვნელოვანი ფაილების დაკარგვა, შეცდომები მიმოწერაში და ძველი, გადაუჭრელი საკითხების დაბრუნება. ასტროლოგები მათ ინფორმაციის საგულდაგულოდ გადამოწმებასა და გადაწყვეტილებების ემოციურ ნიადაგზე მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ქალწული

მერკურის მფარველობის ქვეშ მყოფი მეორე ნიშანი ქალწულია. როგორც წესი, ამ ნიშნის წარმომადგენლები თავიანთი ორგანიზებულობით, ყურადღებიანობითა და ცხოვრებისადმი ანალიტიკური მიდგომით გამოირჩევიან. თუმცა, პლანეტის რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში, შესაძლოა, დარტყმის ქვეშ სწორედ ეს თვისებები აღმოჩნდეს.

ასტროლოგების თქმით, განსაკუთრებული გავლენა ოჯახისა და სახლის თემებს შეეხება. ჩვეული წესრიგი, შესაძლოა, დაირღვეს, ხოლო საყოფაცხოვრებო საკითხებმა ჩვეულებრივზე მეტი დრო და ენერგია მოითხოვოს. გარდა ამისა, ქალწულებს ფინანსური დოკუმენტების, სამუშაო ამოცანებისა და ანგარიშგებების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. ნებისმიერმა სიჩქარემ შეიძლება ისეთ უსიამოვნო შეცდომებამდე მიგვიყვანოს, რომელთა შედეგების გამოსწორებაც მოგვიანებით მოუწევთ.

კირჩხიბი

რეტროგრადული მერკური ყველაზე ძლიერ გავლენას სწორედ კირჩხიბებზე მოახდენს, ვინაიდან პლანეტა უშუალოდ მათ ნიშანში იმოძრავებს. ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ბევრი ისეთი საკითხი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული, მოულოდნელად გადაჭრას მოითხოვს. ზედაპირზე შეიძლება ძველი ოჯახური წყენა, სათქმელის დაფარვა და კონფლიქტები ამოვიდნენ. ნათესავებთან და ახლობელ ადამიანებთან რთული საუბრებიც მოსალოდნელია. გარდა ამისა, შესაძლოა ის საყოფაცხოვრებო პრობლემებიც გააქტიურდეს, რომელთა მოგვარებაც სამომავლოდ გადადეთ ხოლმე.

ასტროლოგების თქმით, კირჩხიბებისთვის საუკეთესო სტრატეგია სიმშვიდის შენარჩუნება იქნება. ემოციური რეაქციების ნაცვლად, მათ ყურადღება ოჯახში ურთიერთობების განმტკიცებასა და სახლში მყუდრო ატმოსფეროს შექმნაზე უნდა გაამახვილონ.

თევზები

თევზებისთვის მომავალი პერიოდი ემოციურად საკმაოდ რთული აღმოჩნდება. ამ ნიშნის წარმომადგენლები, ტრადიციულად, ემოციურობითა და განვითარებული ინტუიციით ხასიათდებიან, თუმცა რეტროგრადული მერკურის დროს მათ საკუთარ სურვილებსა და პრიორიტეტებში გარკვევა გაუჭირდებათ.

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი გაურკვევლობის მდგომარეობას შეეჯახება. იმან, რაც ადრე მნიშვნელოვნად გეჩვენებოდათ, შეიძლება აქტუალობა დაკარგოს, ხოლო ახალი მიზნები ბუნდოვნად წარმოისახოს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები თევზებს ამ დროის ურთიერთობებისა და საახლობლო წრის ანალიზისთვის დათმობას ურჩევენ. ზოგიერთმა კავშირმა, შესაძლოა, თავისი თავი ამოწუროს, და რეტროგრადული მერკური ამის გაცნობიერებაში დაეხმარებათ. მთავარია, საკუთარ თავს მიმდინარე მოვლენებში მშვიდად გარკვევის შესაძლებლობა მისცეთ.

მორიელი

კიდევ ერთი წყლის ნიშანი, რომელიც ასტროლოგიური მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება, მორიელია. ამ ნიშნის წარმომადგენლები თავიანთი ემოციური სიღრმით, ყველაფრის გაკონტროლებისკენ სწრაფვითა და ნდობის საკითხებისადმი მტკივნეული დამოკიდებულებით არიან ცნობილნი. ასტროლოგების თქმით, მომავალ კვირებში მათ შეიძლება თავი ძველმა კონფლიქტებმა, დაუსრულებელმა ფინანსურმა შეთანხმებებმა ან რომანტიკულმა ისტორიებმა შეახსენოს. წარსულიდან იმ ადამიანების დაბრუნებაც მოსალოდნელია, რომლებთან შეხვედრაც არაერთგვაროვან ემოციებს გამოიწვევს.

ფინანსურ საკითხებში მორიელებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ამ პერიოდში ლამაზ დაპირებებს არ წამოვეგოთ და ნებისმიერ ფინანსურ წინადადებას ყურადღებით მოვეკიდოთ. ასევე, საკუთარი სიტყვების კონტროლია საჭირო, რადგან უნებლიე უხეშობამ, შესაძლოა, სერიოზული კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს.

მომავალი რეტროგრადული მერკური ღირებულებების გადაფასების, ძველი ისტორიების დასრულებისა და იმ კითხვებთან დაბრუნების პერიოდი იქნება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უპასუხოდ რჩებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საღამოობით 2 სანტიმეტრამდე დაბლები ვართ, ვიდრე დილით, გრავიტაციის გამო ხერხემლის დისკები პრესს განიცდიან და სითხეს კარგავენ“ - ლევან შელეგია

„შესაძლოა სიჯიუტე გააძლიეროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩვენს ინტერესებს, შეხედულებებს ან თვითშეფასებას ეხება“ - 12 ივნისის ასტროლოგიური ანალიზი

„ჯანმრთელობაში გარანტიები არ არსებობს, მაგრამ ეს შემიძლია დაგიგარანტიოთ...“ - რას წერს არუნ ხათრი

წყარო: www.beaumonde.ge