Digest Logo

„რეტროგრადული მერკური - არა ქაოსი, არამედ საკუთარი გზის გადამოწმების დრო“ - თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი

1782823620
ასტროპროგნოზი

„რეტროგრადული მერკური - არა ქაოსი, არამედ საკუთარი გზის გადამოწმების დრო. პერიოდი, როდესაც სამყარო გვთხოვს, შევანელოთ ნაბიჯი“, - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს  ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს:

„29 ივნისიდან დაიწყო რეტროგრადული მერკურის განსაკუთრებული პერიოდი. ასტროლოგიური შეხედულებით, ეს დრო ხშირად უკავშირდება ცხოვრების გადაფასებას, ძველი საკითხების დაბრუნებასა და გადაწყვეტილებების გადახედვას. ბევრს აშინებს სიტყვები „რეტროგრადული მერკური“, რადგან მას უკავშირებენ შეფერხებებს, გაუგებრობებს, ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლას, დოკუმენტებში შეცდომებსა და წარსულიდან ადამიანების დაბრუნებას. თუმცა, ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ რეტროგრადული მერკური სასჯელი კი არა, პაუზის, შემოწმებისა და გააზრების პერიოდია.

ეს არის დრო, როდესაც საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: სწორი მიმართულებით მივდივარ? ამ პერიოდში შეიძლება განსაკუთრებით გააქტიურდეს:

• ოჯახისა და გვარის თემები;

• სახლი, საცხოვრებელი, გადასვლა ან უძრავი ქონება;

• ახლობლებთან ურთიერთობები;

• ძველი წყენები და უთქმელი სიტყვები;

• წარსულის მოგონებები და ბავშვობის განცდები;

• შინაგანი უსაფრთხოების შეგრძნება;

• კითხვები: „სად არის ჩემი სახლი? ვინ არიან ჩემი ადამიანები? სად ვგრძნობ თავს მშვიდად?“

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცხოვრება უკან გაბრუნებთ. მაგრამ არა იმისთვის, რომ ისევ იტანჯოთ, არამედ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაინახოთ, გაიაზროთ, დაასრულოთ და გაათავისუფლოთ ის, რაც დიდი ხანია დასრულებას ელოდება. შესაძლოა კვლავ გამოჩნდეს ძველი საუბრები, დაუმთავრებელი საქმეები, ყოფილი პარტნიორები, ნათესავები, ძველი კლიენტები, დაკარგული დოკუმენტები, ვალები, დაპირებები და გადაუჭრელი საკითხები.

რეტროგრადული მერკური ყოველთვის პრობლემებს არ ქმნის , ხშირად ის უბრალოდ გვაჩვენებს იმას, რასაც დიდი ხანია ყურადღება სჭირდება.

✨ ამ პერიოდში სასურველია:

✅ დაასრულოთ ძველი საქმეები;

✅ დაუბრუნდეთ გადაუჭრელ საკითხებს;

✅ მოაწესრიგოთ დოკუმენტები;

✅ გადახედოთ გეგმებს;

✅ გადაამოწმოთ ინფორმაცია;

✅ გაასუფთავოთ ტელეფონი, კომპიუტერი და ელფოსტა;

✅ აღადგინოთ სასარგებლო კავშირები;

✅ გადაიკითხოთ ძველი ჩანაწერები;

✅ იმუშაოთ ოჯახურ და საგვარეულო თემებზე;

✅ განაახლოთ ოდესღაც შეწყვეტილი სწავლა;

✅ დაასრულოთ ის, რასაც დიდი ხანია დებდით;

✅ მოუსმინოთ ინტუიციას, მაგრამ ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღებით მოეკიდოთ სიტყვებს. ერთი დაუფიქრებელი შეტყობინება შესაძლოა სულ სხვაგვარად გაიგონ, ხოლო ერთმა ფრაზამ ძველი ტკივილი გააღვიძოს. ამიტომ, პასუხის გაცემამდე უმჯობესია ჯერ კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ ტექსტი, გადაამოწმოთ დეტალები და ჰკითხოთ: „სწორად გავიგე, რასაც მეუბნები?“ ხშირად ეს უბრალო კითხვა ურთიერთობებს, სიმშვიდესა და თქვენს ენერგიასაც კი იცავს.

⚠️ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, სჯობს თავი შეიკავოთ:

❌ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების ხელმოწერისგან მათი საფუძვლიანი გადამოწმების გარეშე;

❌ ძვირად ღირებული ტექნიკის ემოციურად შეძენისგან;

❌ დიდი ახალი პროექტების მოუმზადებლად დაწყებისგან;

❌ ურთიერთობების ნაჩქარევად დასრულებისგან;

❌ მნიშვნელოვანი დაპირებების მიცემისგან;

❌ პირველი მიღებული ინფორმაციის ბრმად დაჯერებისგან;

❌ წყენის ფონზე საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღებისგან;

❌ დოკუმენტების გადამოწმების გარეშე მგზავრობისგან;

❌ კამათისგან, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან;

❌ წარსულიდან ადამიანების დაბრუნებისგან მხოლოდ მარტოობის ან სიბრალულის გამო.

თუ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მაინც გიწევთ - გააკეთეთ. უბრალოდ იმოქმედეთ მშვიდად, გააზრებულად და ყველაფერი ორჯერ გადაამოწმეთ.

🌙 მცირე პრაქტიკა ამ პერიოდისთვის აიღეთ ფურცელი და უპასუხეთ სამ კითხვას:

• რა ბრუნდება ჩემს ცხოვრებაში წარსულიდან?

• რა გაკვეთილი უნდა გავაცნობიერო?

• რის წაღება აღარ მინდა მომავალში? შემდეგ დაწერეთ: „მადლობას ვუხდი ჩემს წარსულს გამოცდილებისთვის.

ვიბრუნებ ჩემს ძალას ძველი ისტორიებიდან. ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, გავიგო, ვილაპარაკო და გავაკეთო გააზრებული არჩევანი.“

შეგიძლიათ აანთოთ სანთელი და რამდენიმე წუთით სიჩუმეში დარჩეთ. ნუ ეცდებით პასუხების ძალით მიღებას , უბრალოდ მოუსმინეთ საკუთარ თავს.

✨ ამ პერიოდის მთავარი რჩევებია:

• არ იჩქაროთ;

• ნუ გააზვიადებთ მოვლენებს;

• ყველაფერს მაშინვე ნუ დაიჯერებთ;

• წარსულს მხოლოდ იმიტომ ნუ დაუბრუნდებით, რომ კვლავ შეგახსენათ თავი;

• გადაამოწმეთ ინფორმაცია;

• გაუფრთხილდით სიტყვებს;

• მოუსმინეთ გულს, მაგრამ გონებაც ჩართეთ“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „შეეცადეთ, მოერიდოთ თამამ დაპირებებს“ - იუპიტერის ერთ წლიანი ტრანზიტი ლომში: აკაკი გოგოლაძეს ასტროპროგნოზი

⭕„ლეჩხუმი საქართველოს მარგალიტია...“ - გიორგი ნიკოლავას ახალი კადრები

⭕ „ღმერთის მონობა – არის თავისუფლება, იმიტომ, რომ...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე