
„მედიტაცია უფრო მაღალი ძალის ან უფრო მაღალი რეალობის მოხმობაა ჩვენი არსების უფრო დაბალ ნაწილში. როგორც მაღალი, ასევე დაბალი ნაწილი ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ მაღალი რეალობები, რომლების დაშვებასაც ვცდილობთ მედიტაციის დროს, აცნობიერებენ თავის ერთობას ღმერთთან, როდესაც დაბალი ნაწილები ჩვენში ამას ვერ აცნობიერებენ. როდესაც ვმედიტირებთ, ჩვენ ვუხმობთ მაღალ რეალობებს შემოვიდნენ დაბალ რეალობებში და აგრძნობინონ მათ, რომ ისინიც ღმერთს ეკუთვნიან. ასე რომ, მედიტაცია ჩვენი მაღალი ნაწილის მოხმობაა დაბალ ნაწილში გასხივოსნებისთვის და დარწმუნებისთვის იმაში, რომ მასაც შეუძლია, საბოლოოდ, გახდეს ასეთივე კარგი, ასეთივე ღვთაებრივი, ასეთივე სრულყოვილი, როგორიც უმაღლესია ჩვენში, იმ პირობით, თუ ის მიიღებს სინათლეს, რომელიც გადმოდის ზემოდან. შემდეგ, როდესაც დაბალი რეალობები სათანადოდ გასხივოსნდებიან, ისინი ასევე შეძლებენ ღმერთი თავისიანად მიიღონ, როგორც ამას აკეთებენ უმაღლესი რეალობები“, - ამბობდა შრი ჩინმოი.
მედიტაციის პრაქტიკა არსებობს ათასწლეულების მანძილზე. ადრე მედიტაციას მიმართავდნენ ცხოვრების სულიერი და მისტიკური ასპექტების გააზრებისა თუ ამოხსნის მიზნით. დღესდღეობით კი მედიტაცია გამოიყენება განტვირთვისა და სტრესის შესამცირებლად.
მედიტაცია განიხილება, როგორც ერთგვარი თერაპია გონებისა და სხეულის გასაჯანსაღებლად. მედიტაციას შეუძლია წარმოქმნას ღრმა რელაქსაციის მდგომარეობა და უზრუნველყოს გონების სიმშვიდე და წონასწორობა.
მედიტაციის დროს ხდება ყურადღების ფოკუსირება და გონება იწმინდება შერეული ფიქრების ნაკადისაგან, რომელიც პირდაპირ კავშირშია სტრესულ შეგრძნებებთან.
აღნიშნული პროცესი იწვევს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას.
როგორ მუშაობს სიყვარულის მედიტაცია და რა უნდა ვიცოდეთ პრაქტიკის შესახებ - აღნიშნულ თემაზე ასტროფსიქოლოგი ნიკოლოზ ნავინი ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
„როგორ მუშაობს სიყვარულის მედიტაცია!
გააზიარეთ, ვისაც სურვილი ექნება. ეს ინფორმაცია უამრავ ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, ამ ქვეყანაში უამრავი გაჭირვებული დანევროზებული და რელიგიით იმედგაცრუებული ადამიანია.
ხშირად ვწერ სიყვარულის მედიტაციაზე, აქ ცოტა დეტალურად განვიხილავ ამ პრაქტიკას ზოგად მდგომარეობას და მისი მოქმედების პრინციპს, აქ რაც წერია ეყრდნობა პირად გამოცდილებას, რომელიც ყველას შეუძლია გადაამოწმოს საკუთარი პირადი გამოცდილებით.
სიყვარულის მედიტაცია იგივე სიყვარულის პრაქტიკა არის ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან ღრმა ოკულტურ ცოდნაზე დაყრდნობილი მეთოდი.
პრაქტიკას რაც შეეხება, მოკლედ რომ გითხრათ, როდესაც მოსწავლე აწესრიგებს კვებას (ხორცის, თევზის ცხარეს შაქრის და ალკოჰოლის შეზღუდვა ანუ მარხვები ან ეტაპობრივი სრული ამოღება) და იცავს გარკვეულ ასკეზას სექსში (ენერგიის აღდგენისთვის საჭიროა მინიმუმ ორკვირიანი პაუზა თუ სულიერი პრაქტიკებით ხართ დაკავებული პროგრესი რომ ჰქონდეთ, მინიმუმ ერთი თვე ) ის ამით ოკულტური ტერმინით რომ ვთქვათ, აჩუმებს დიაფრაგმის ქვევით არსებული ცენტრების ჰიპერაქტიურ მუშაობას.
პირველი სამი ჩაკრის დონეზე როდესაც ფუნქციონირებს ადამიანი მისი სიყვარულის უნარი მკვეთრად შეზღუდულია, რადგან ქვედა ცენტრებში ღვთიური ენერგია ეცემა და ტრანსფორმირდება ცხოველურ ვიტალურობად, აქ ადამიანი მკვეთრად შეზღუდულია და ვერ ავლენს მისი ღვთიური პოტენციალის მცირე უნარებსაც კი, აქ ადამიანი მონაა გარე თუ შიდა შემპყრობლების და პარაზიტების.
კაცობრიობა იმდენად მიეჩვია დაბალ ვიბრაციულ არსებობას, რომ ხალხს ეს ნორმა ჰგონია და აგრესიაც უჩნდებათ, როდესაც ვინმე ამ ჩვეულ ყოფას ემუქრება განსხვავებული იდეოლოგიით და ცხოვრების წესით( ასეთები უსათუოდ მამუკას ფეიჯზეც გამოჩნდებიან თუ გავაგრძელე აქ წერა, ეს დროის ამბავია).
ეს ხდება იმიტომ, რომ შემპყრობლებს არ სურთ ჩვენი სულიერი პოტენციალის რეალიზება. ამ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ შესაძლებლობას, იკვებონ ჩვენ თავში არსებული შიშის აგრესიის აპათიის „ასეთია ცხოვრების“ და დეპრესიის ენერგიით.
სიყვარულის პრაქტიკის მიზნად ისახავს მეოთხე ცენტრის ანუ გულის ენერგიით მომარაგებას და ოკულტური ტერმინი რომ ვიხმაროთ მის „ანთებას“. როგორც აღვნიშნე, დაბალი ცენტრების აღმგზნები საკვების გამორიცხვით და სექსუალური ენერგიის შენახვით ჩნდება შესაძლებლობა, რომ ეს უზარმაზარი ენერგია გადამისამართდეს სიყვარულში და ადამიანი ნელ-ნელა დაუბრუნდეს მის ღვთიურ არსს.
ეს არაა მხოლოდ ერთეულების, ასკეტების, ბერების, დიდი სულიერი ოსტატების ხვედრი! მსგავსი ცხოვრების წესი ყველამ უნდა დანერგოს გარკვეული მინიმალური მოთხოვნების გათვალისწინებით მაინც, რომ გამოვიდეს ძილბურანიდან, სადაც ცხოვრება ნორმა ჰგონია. ესაა ყველა რელიგიაში ასკეტური თუ ნახევრად ასკეტური (იგივე მარხვების) აზრი. რა თქმა უნდა თუ ეს კონკრეტული რელიგია ან ინდივიდი არ „ინდულგირებს“ სულიერებაში და თავს არ იტყუებს და ან სხვას არ ატყუებს გამიზნულად. (დღეს დღეობით ყველა რელიგიაში დაკარგულია რიტუალების და რელიგიური ცხოვრების წესის ოკულტური მნიშვნელობა ამიტომაა ამდენი მორწმუნეა და ამხელა აგრესია ჩვენ ქვეყანაში).
ტექნიკა მარტივია: იყიდეთ კრიალოსანი და ყოველი მარცვლის გადაწევისას გონებაში იმეორეთ სიტყვა - სიყვარულს - ან მიყვარხარ - ამ დროს შეგიძლია ოდნავ გაიღიმო, ეს დაგეხმარებათ მოდუნებაში მოდუნებაში. რაც მთავარია სიტყვა სიყვარულის გამეორებისას რომც არ გქონდეთ არანაირი გრძნობა ეს პრაქტიკა თავის საქმეს აკეთებს და ადრე თუ გვიან გრძნობაც მოვა!
რამდენიმე თვეში მიხვდებით, რომ შეგიძლიათ განიცადოთ სიყვარული უმიზეზოდ ყველა სიტუაციაში. ასეთ ადამიანს ინდოეთში უწოდებენ „სვამის“ ანუ საკუთარი თავის პატრონს, რადგან გარე გამაღიზიანებლები ვერ მოქმედებენ თქვენს ფსიქიკურ რეალობაზე.
მსგავსი „მაინდსეთი“ ყალიბდება ნელ-ნელა, მაგრამ თუ პრაქტიკოსი არ ივიწყებს მიღებულ გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღწევა სასურველი რეზულტატი და ათასგზის გაცვეთილ სიტყვა სიყვარულს მხოლოდ მაშინ მიენიჭება მნიშვნელობა, ანუ გაიგებთ ამ სიტყვის არსს.
დღეს რასაც სიყვარულს ეძახიან იშვიათი შემთხვევების გარდა ეს არის ემოციური სხეულის მიჯაჭულობები და უკონტროლო გამოვლინებები ( მაგ ეჭვიანობა , ფლობის სურვილი ფარული აგრესია ასაბოლო ჯამში შიში ). დაახლოებით, სამ თვეში თქვენი ცხოვრება გახდება ღმერთის შვილის თავგადასავალი და არა ბრძოლა და პიროვნული ომი, რაც იწვევს სიბერეს ავადმყოფობას და დაუძლურებას, რაც გვაშორებს სულის ცნობიერებას.
ასევე ეს პრაქტიკა გრძელდება ქუჩაშიც სიარულისას, ნებისმიერ გამვლელს ეუბნებით აზრობრივად მიყვარხარ ან მიყვარს ეს ... მიყვარს ეს ადამიანი .. ასევე შეგიძლია წარმოიდგინო ნებისმიერი მტერი თუ მოყვარე და გონებაში გაიმეორო სიტყვა სიყვარული. გამოხატო მისდამი ერთიანობის განცდა. უბრალოდ სიტყვა სიყვარული გრძნობების გარეშეც კი თავისას აკეთებს, ეს პირადი გამოცდილებაა და აქ ეჭვის ადგილი არ არის.
სიყვარულზე მედიტირებისას უნდა გაიაზროთ, რომ თქვენ ამით მხარს უჭერთ რელიგიური ტერმინით რომ გითხრათ, ერთი ღმერთის ცნობიერებას, რომელსაც ყველა მოვიხმართ და რომელიც ყველასთან და ყველაფერთან გვაერთიანებს.
როგორი„პირუტყვი’’ მკვლელი უზრდელი თუ სადისტიც არ უნდა იყოს ადამიანი, ეს ყველაფერი ზედაპირია რაც უფრო სიღრმეში მივდივართ, მით უფრო იკლებს სხვისი კარმული მანკიერებები და ვიმეცნებთ დაფარულს ყველა ფორმის მიღმა. ეს ერთიანობაა და გრძნობაში იხატება როგორც - ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი - თუ გიყვარს მასთან ერთიანდები და რაც უფრო ნაკლებად მოქმედებს შენზე ზედაპირული გამოვლინებები და რაც უფრო მეტად გაქვს უნარი დაინახო ყველა მატრამვირებელ სიტუაციაში ეს ერთიანობა, მით მეტია შენში ღმერთის თანდასწრება და შენ იძენ სულიერი ხედვის და ფუნქციონირების უნარს.
მთავარი შეცდომა რასაც უშვებენ ამ პრაქტიკის კეთებისას არის მიუჩვეველ ფსიქიკაზე დიდი დაწოლის მოხდენა ერთჯერადად და შემდეგ როდესაც ტვინი გადაეღლებათ და მიუხედავად იმისა, რომ არავინ ითხოვს მათგან პირველივე ცდაზე რაიმე განსაკუთრებულ გრძნობით ექსტაზებში ჩავარდნას, მაინც უკმაყოფილება რომ ვერაფერს გრძნობენ! იღლებიან, ბეზრდებათ. მთელი „მუღამი“ არის სწორი რითმის შერჩევაში! გააკეთეთ ისე, რომ ეს პრაქტიკა არ გექცეთ წვალებად და არასწორი აღქმით სიყვარულის მედიტაციის ხსენებისას არ ჩამოგიყალიბდეთ წვალების და ტვინის ადუღების და გადაღლის ასოციაციები.
პირიქით, აქციეთ ეს სასიამოვნო პროცესად იცოდეთ, რომ თითოეული წუთი სიყვარულზე მედიტაციაში აგროვებს თქვენში თავისუფალ ღვთიურ პოტენციალს, ენერგიას, რომელიც იწყებს მოგვარებას ურთიერთობების, ძველი აზროვნების შედეგად მომავლის მატრიცაში გაჩენილი დაავადების და უსიამოვნებების. ამ პრაქტიკით გააკეთებთ და შექმნით ახალ გარე სამყაროსთან უფრო შეთანხმებულ მომავალს. (სიყვარული არის მთავარი შემათანხმებელი ძალა! ინ და იანი ერთიანდება მხოლოდ სიყვარულით, ასტროლოგიაშიც პლანტებს შორის ოპოზიციები გვარდება მხოლოდ ცხოვრების იმ სფეროში მომატებული სიყვარულით სადაც ვლინდებიანეს ოპოზიციები ) სიყვარული მედიტაცია აკეთეთ მშვიდად, მაგრამ ეცადეთ, ხშირად დაუბრუნდეთ ამ პრაქტიკას. საჭიროა გარკვეული რითმის და ერთმიმართულებიანი განზრახვის შენარჩუნება რომ ეს პროცესი მალე გადავიდეს ქვეცნობიერში.
თითოეულ გაგზავნილ თუ განცდილ სიყვარულზე ხუთჯერ მეტი გიბრუნდებათ თქვენი სულისგან, რადგან ეს არის სულის ევოლუციის ყველაზე მთავარი მიზანი და სულიერი ევოლუციის მხარდამჭერი აქტი, სიყვარულის წარმოება არის უმაღლესი მსახურება და გაცემის ყველაზე სწორი ფორმა. სამყაროში თუ არ გაეცი, ვერაფერს მიიღებ. ადამიანები გასცემენ წვალებას ოფლს და ტანჯვას, რომ თავი გადაირჩინონ, როდესაც შეიძლება სიყვარული გასცე და 5ჯერ მეტი მიიღო და ეს მიღება გარდაუვალია. აქ არ არის არანაირი მერკანტილური დამოკიდებულებამ როგორც ზოგს ჰგონია პროცესის არასწორი ინტერპრეტირებით. როდესაც გასცემ აუცილებლად მიიღებ - ეს კანონია! როდესაც გასცემ სიყვარულს სამყარო ხდება შენი ანუ სიყვარულის მწარმოებლის მხარდამჭერი.
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ანებებს ხალხი თავს ამ პრაქტიკას ეს არის ზემოთ უკვე აღნიშნული შეპყრობილობის ფაქტორი. ყველა ჩვენგანი მეტ ნაკლებად შეპყრობილია სხვა გვარად ღმერთის შვილის თავში ეს მძიმე აზრები შიშები და ეს ყოფა რაც დედამიწაზეა არ იქნებოდა.
ეს რაც ამ პლანეტაზე ხდება, არ არის ბუნებრივი ევოლუცია და რაღაც სწორი პროცესი, რომელიც ესეც უნდა იყოს. არა, ასე არ უნდა იყოს! აქ რაც ხდება არის საგიჟეთი და თუ ძალიან არ გაქვს გაბრუებული გონება ამას დაინახავ.
რაც უფრო გამოფხიზლდები, მით უფრო მტკივნეულია ამდენი ადამიანის ძილბურანში ცხოვრების ყურება. ამდენი ტანჯვა, როდესაც გამოსავალი ძალიან მარტივია. ისეთი მარტივი, რომ ყველგან ვიყურებით ჩვენი თავის გარდა.
შემპყრობლებს არ აინტერესებთ თქვენი ამაღლებული აზრები და განცდები. მათთვის ეს იმპულსი უვარგისია საკვებად, რადგან თვითონ არიან დაბალ ვიბრაციული არსებები და მსგავსი იზიდავს მსგავს- ის პრინციპით ცდილობენ ჩვენც მუდმივად დაგვიგდონ სინათლე, სიმამაცე, ღრმა აზროვნება, ინტუიციური ხედვა და სხვა უნარები. საბოლოო ჯამში შეამცირონ სიყვარული, რაც ღვთიურ არსებას აქცევს შეშინებულ ირონიულ და აგრესიულ მონად..
როდესაც ვიწყებთ სიყვარულზე მედიტაციას, ჩვენ შიგნით იწყება ბრძოლა, რადგან პარაზიტები გრძნობენ საფრთხეს, მათი ენერგო მომარაგების შეჩერების, რადგან სიყვარული შიშის ანტიპოდია სრული პოლარობა და ეს კი მათ ინტერესში არ შედის. ამიტომ თავიდან სანამ ინერცია გაიზრდება სიყვარულის წარმოების და დაგროვდება საკმარისი მარაგი, რომ მათი იმპულსები ნაკლებად გვეხებოდნენ, ჩვენ ( ანუ შემცირდა შეპყრობილობის ხარისხი) გვექნება უამრავი ნეგატიური აზრი ეჭვი, გაორება უკმაყოფილება და უიმედობა, რომ არაფერი გამოდის აგრესიაც კი.
როდესაც სიყვარული იბადება ადამიანში და ის იწყებს ამ გრძნობის პირველ ადგილზე დაყენებას, ნებისმიერ სიტუაციაში ჩნდება კიდევ ერთი პოტენციურად განთავისუფლებული სული, შესაბამისად სისტემა ცდილობს ეს პროცესი გააჩეროს თავში, გაორებით რომ მე მართლა წმინდანი ხომ არ ვარ და აბა რამდენს აპატიებ და ეს რომ მოხდეს ასეთი საშინელება იქაც შეინარჩუნებ სიყვარულს? და მსგავსი შინაგანი დიალოგებით.
ეს მომავლის ნეგატიური სცენარები სრული ილუზიაა და გადაჭარბება დამძიმება სწორედ მსგავსი ფიქრები იწვევენ. მომავლის ცუდ სცენარებს და არა სიყვარულზე მედიტირება.
ეს არის ოდნავ ვრცელი განხილვა სიყვარულზე ოკულტური ცოდნის. ეს ზღვაში წვეთია იმ ინფორმაციიდან, რაც ოლმეკმა ( ჩემს მასწავლებელმა ) მე გადმომცა მასთან 4 წლიანი ტრეინინგის განმავლობაში.
მე ვეცადე შეზღუდულ ფორმატში ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემაზე ოდნავ ვრცლად დამეწერა. არავის არაფერს არ ვახვევ თავს და არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვინმე ჩემი მასწავლებლით ან რაიმე ეგრეგორით ( როგორც აქ უყვართ დაწერა, მოვნუსხო.
ეს ის გზაა, რომელსაც მე ჩემი პრაქტიკით ვამოწმებ და ჩემი ასტროლოგიური კონსულტაციებისას ვხედავ, როგორ ეხმარება ხალხს ეს ყველაფერი საკუთარ აღმავალ კვანძზე ანუ სულის მისიის შესრულებაზე გასასვლელად. თუ ვინმემ წაიკითხა ეს ტექსტები მზად ვარ ამ პრაქტიკის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს ვიპასუხო“, - წერს ნიკოლოზ ნავინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაფიქრდით ეკონომიაზე და გადახედეთ ბიუჯეტს“ - 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან