
ემოციური მანიპულაციაა, როცა მანიპულატორი ცდილობს მეორე ადამიანზე მოიპოვოს კონტროლი და ძალაუფლება არაჯანსაღი სტრატეგიების გამოყენების გზით. მაშინ, როცა ჯანსაღი ურთიერთობა გულისხმობს ერთმანეთთან თანამშრომლობასა და მუდმივ ურთიერთგაცვლის პროცესს, ემოციური მანიპულატორი ცდილობს მეორე ადამიანის ვიქტიმიზაციას. თითქმის ყველა ადამიანი ყოფილა ოდესმე მცირე დოზით მანიპულატორი. ხანდახან, როცა არსებობს ე.წ. ცუდი დღეები ჩვენს ცხოვრებაში, ხშირად კომუნიკაცია გვიძნელდება და ცუდ ჩვევებს მივმართავთ ხოლმე ურთიერთობისას.
სასურველია, გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი ურთიერთობა ეფუძნება ნდობას, ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემას. ეს ეხება როგორც პირად ურთიერთობებს, ასევე – პროფესიულს. აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ემოციური მანიპულაციის ნიშნები შეიძლება შენიღბული იყოს და მათი იდენტიფიცირება გაძნელდეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი დავადანაშაულოთ – ვინაიდან, არავინ იმსახურებს იყოს მანიპულაციის მსხვერპლი.
მანიპულაციასა და მის გავლენაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ ისაუბრა და საზოგადოებას სასარგებლო ინფორმაცია გაუზიარა:
„მანიპულაცია არის ფორმა ურთიერთობის, როდესაც ემოციებზე ზემოქმედებით მეორე მხარეს სურს შედეგი მიიღოს. ადამიანები ვერ არჩევენ რა არის მანიპულაცია და რა არა.
ყველა ურთიერთობა მცდელობაა ზემოქმედებაზე. ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანიპულატორია, ის ზემოქმედებით ცდილობს მიიღოს შედეგი. ყველა ურთიერთობა მიდის იქამდე, რომ თქვენ თქვენი ინტერესები გაატაროთ.
ფსიქოლოგიაში ასეა, მანიპულაცია არის ფაქტების არევ-დარევა შეგნებულად ისე, რომ მიიღოს ემოციური ეფექტი, რაც ლოგიკურ წყობას არ ექვემდებარება. ვამბობ ვარაუდს, ვასაღებ როგორც ფაქტი და მერე გამომაქვს დასკვნა. ადამიანს კი ავიწყდება, რომ ის ვარაუდები იყო“, - ამბობს ზურაბ მხეიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაფიქრდით ეკონომიაზე და გადახედეთ ბიუჯეტს“ - 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან