სექტემბრის ასტრო-ნავიგაცია: უკურსო მთვარის ზუსტი კალენდარი
ასტროლოგიაში უკურსო მთვარე იმ პერიოდს ეწოდება, როცა მთვარე ერთ ზოდიაქოს ნიშანში სხვა პლანეტებთან მაჟორულ (ძირითად) ასპექტებს ასრულებს, მაგრამ მომდევნო ნიშანში გადასვლა ჯერ არ დაუწყია. ამ გარდამავალ შუალედში ის სხვა პლანეტებთან კავშირს დროებით წყვეტს და ერთგვარ „შესვენების“ რეჟიმში გადადის. რადგან დედამიწაზე მიმდინარე მოვლენების ტემპს სწორედ მთვარე განაგებს, ამ დროს დაწყებული საქმეები წინ ვერ მიდის და მუხრუჭდება. მოვლენები მხოლოდ ინერციით ვითარდება და ჩვენი ენერგია ფუჭად იხარჯება.
იმისათვის, რომ სექტემბერმა ზედმეტი სტრესის გარეშე, მშვიდად და ნაყოფიერად ჩაიაროს, გთავაზობთ სექტემბრის უკურსო მთვარის ზუსტი კალენდარს:
რაზე ვამბობთ უარს?
ამ საათებში დაწყებული ნებისმიერი საქმე თავიდანვე შეფერხებისთვის არის განწირული. ამიტომ მოერიდეთ შემდეგ თემებს:
ფინანსური რისკები: ნუ აიღებთ ვალს, ნუ იყიდით ნივთს განვადებით და ნურც ფულს გაასესხებთ. გაცემული თანხის უკან დაბრუნება ძალიან გაჭიანურდება.
ახალი საქმის სტარტი: თუ ამ დროს ახალ პროექტს ან იდეას წარადგენთ, ის საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩება. მნიშვნელოვანი პრეზენტაციები სხვა დროისთვის გადადეთ.
მნიშვნელოვანი დაპირებები: ნუ ენდობით მათ, ვინც ამ პერიოდში ბევრ რამეს გპირდებათ და ნურც თქვენ აიღებთ ზედმეტ ვალდებულებებს. სიტყვები მალე დაკარგავს ფასს.
მნიშვნელოვანი შოპინგი: ამ საათებში ნაყიდი ტექნიკა ხშირად მალე ფუჭდება, ან შეძენილ ტანსაცმელს რაიმე წუნი უჩნდება.
ვარცხნილობის ან ჩასცმულობის სტილის შეცვლა: მოერიდეთ თმის ახალ სტილზე შეჭრას ან უცხო კოსმეტოლოგიური პროცედურის ჩატარებას. შედეგი დიდი ალბათობით არ მოგეწონებათ.
რაში გვეხმარება კოსმოსური „შესვენება“?
ეს პერიოდი სასიკეთოა მათთვის, ვინც საკუთარი დროის სწორად მართვა იცის.
მექანიკური საქმეები: დაალაგეთ სამუშაო სივრცე, გაასუფთავეთ კომპიუტერი და ტელეფონი ზედმეტი ფაილებისგან. აკეთეთ ისეთი რამ, რასაც დიდი გონებრივი დაძაბულობა არ სჭირდება.
ტოქსიკური კავშირების დასრულება: თუ ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტეთ, საუკეთესო დროა. ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან ზედმეტი დრამის გარეშე წავა.
ვალდებულებების დახურვა: იდეალური მომენტია ძველი ვალების (ფინანსური თუ მორალური) გასასტუმრებლად. ეს შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ.
ფსიქოლოგიური განტვირთვა: გამორთეთ სოციალური ქსელები, წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ ფილმს და უბრალოდ დაისვენეთ. მიეცით საკუთარ თავს მოდუნებისა და განტვირთვის საშუალება.
ქვემოთ მოცემულია სექტემბრის უკურსო მთვარის ზუსტი განრიგი (თბილისის დროით). შეინახეთ ეს კალენდარი და გამოიყენეთ, როგორც პირადი ნავიგატორი, რათა ყოველთვის ზუსტად იცოდეთ, როდის იმოქმედოთ და როდის დააპაუზოთ.
სექტემბრის უკურსო მთვარის განრიგი:
1.09 (00:01) - 01.09 (12:01)
2.09 (14:46) - 03.09 (15:47)
5.09 (12:40) - 05.09 (18:30)
7.09 (17:39) - 07.09 (20:49)
9.09 (22:58) - 09.09 (23:35)
11.09 (09:52) - 12.09 (03:51)
13.09 (18:26) - 14.09 (10:43)
16.09 (07:30) - 16.09 (20:41)
19.09 (00:43) - 19.09 (08:54)
21.09 (18:31) - 21.09 (21:14)
23.09 (12:18) - 24.09 (07:23)
26.09 (12:31) - 26.09 (14:23)
28.09 (13:50) - 28.09 (18:40)
30.09 (03:36) - 30.09 (21:26)
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი ყველაფერი“ - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა თურქეთში უფროს შვილთან ერთად მოგზაურობენ
⭕„ყველაფერი მიდის დაწერილი სცენარით“ - ნანული ლალიაშვილის პროგნოზი ახალ 2-წლიან ციკლზე