Digest Logo

როდის და როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რომ აგვიხდეს - ასტროლოგებმა 2025 წლისთვის მნიშვნელოვანი თარიღები დაასახელეს

1746631527
ჩავიფიქროთ სურვილები

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წელს ბევრი ისეთი დღეა, როდესაც სამყაროს ადამიანების სურვილებისა და ოცნებების გაცილებით უკეთ ესმის და არსებული ენერგია წარმატებას განაპირობებს.

მთვარის ფაზები, ასტროლოგიური მოვლენები, მნიშვნელოვანი თარიღები და დღის კონკრეტული დროც კი სურვილის ენერგიას აძლიერებს და როგორც აღვნიშნეთ, წარმატების მიღწევის გაცილებით მეტ შანსს გვაძლევს. ამიტომ, ჯობს, აღნიშნული თარიღები მოინიშნოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თუ სურვილს ამ დღეებში ჩაიფიქრებთ, ის იმაზე სწრაფად აგისრულდებათ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ:

  • დაბადების თარიღი, ასევე ანგელოზის დღე
  • გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის დღეები - 20 მარტი და 22 სექტემბერი
  • ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობის დღეები - 21 ივნისი და 21 დეკემბერი
  • ახალი მთვარის შემდეგ პირველი მთვარის დღე - თარიღების პოვნა მთვარის კალენდარზეა შესაძლებელი, უახლოესი კი 2025 წლის 28 მაისია.
  • შობიდან ნათლისღებამდე პერიოდი - 7 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით
  • თუ საათის შემოწმებისას ერთნაირ ციფრებს აღმოაჩენთ, ჯობს იმ მომენტში სურვილი ჩაიფიქროთ. მაგალითად, 05:05, 09:09 ან 11:11 საათი იდეალური დროა იმისათვის, რომ საკუთარ ოცნებებსა და სურვილებზე იფიქროთ.

როგორ ჩავიფიქროთ სურვილები, რომ აგვიხდეს?

  • რაც უფრო კონკრეტულადაა ჩამოყალიბებული აზრი, მით უფრო მეტია მისი მატერიალიზაციის შანსი.
  • მოერიდეთ ბუნდოვან ფორმულირებას და აუცილებლად დააზუსტეთ დეტალები.
  • გამოთქვით თქვენი სურვილები ისე, თითქოს ისინი უკვე ახდა. ანუ, ჩაიფიქრეთ სურვილი აწმყო დროში. მაგალითისთვის, არ თქვათ, „მოგზაურობაზე ვოცნებობ". თქვით: „ვმოგზაურობ“.
  • წარმოიდგინეთ თქვენი ოცნება - რაც უფრო ნათელი და დეტალურია გამოსახულება, მისი განსახიერებისათვის ენერგია მით უფრო ძლიერია.
  • წინადადებების ფორმულირებისას ნუ გამოიყენებთ „არა" ნაწილაკს.
  • თქვენი სურვილი არ უნდა უკავშირდებოდეს ვინმესთვის ნეგატივისა და უბედურების მინიჭებას. ასე მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებთ.
  • მადლობა გადაუხადეთ სამყაროს ყველაფრისთვის, რაც გაქვთ და კიდევ მეტ წარმატებას მიაღწევთ.                       

რწმენა ოცნებების ასრულების მთავარი გასაღებია. ენდეთ საკუთარ თავს, გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობებისა და იმ სურვილების, რომელთა ასრულებაც მთელი გულით გინდათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

გიორგი კეკელიძე მამა გახდა - „იქ ვიდექი, სადაც მარიამი იწვა, თვალები დახუჭული მქონდა და შეიძლება ვლოცულობდი“

„დიდი კომპოზიტორის დაბადების დღეა!“ - ზურა ხაჩიძის მილოცვა მარიკა კვალიაშვილს

„გამორჩეული პერიოდია, ცაზეც და მიწის ქვეშეთშიც ენერგეტიკა უცნაურად მოედინება ჩვენკენ...“ - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

წყარო: www.beaumonde.ge