მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, დეტალურ ინფორმაციას ჩინურ ახალ წელზე.
„როდის იწყება ახალი წელი სინამდვილეში ჩინეთში
ჩინეთში სამი ახალი წელია, მაგრამ მხოლოდ ერთია ჭეშმარიტად ადგილობრივი და ეროვნული
31 დეკემბერი - 1 იანვარი
ჩინელები ასევე აღნიშნავენ ევროპულ ახალ წელს - საშობაო ნაძვის ხეებით, გირლიანდებითა და თოვლის ბაბუებით. თუმცა, ეს თანამედროვე ტრადიციაა, რომელიც არ არის დაკავშირებული უძველეს ჩინურ კულტურასთან და არც ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ევროპაში.
მზის ახალი წელი
მზის კალენდარი არის აღმოსავლური კალენდარი, რომელიც რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში არსებობს ჩინეთსა და სხვა აზიურ ქვეყნებში. ის შედგენილია ძვ.წ. მესამე ათასწლეულის შუა ხანებში. ეს კალენდარი წარმოადგენს 60-წლიან ციკლურ პერიოდს (ჩვენთვის ცნობილი როგორც 60 ჯია ძი).
მზის ახალი წელი ყოველწლიურად 3-დან 5 თებერვლამდე იწყება, როდესაც მზის კალენდრის მიხედვით 12 ცხოველისა და 24 სეზონის წლიური ციკლი მთავრდება და ახალი ჯია ძი იწყება!
2026 წელს ახალი მზის წელი იწყება
4 თებერვალს, პეკინის დროით დილის 4:04 საათზე და 3 თებერვალს, საქართველოს დროით საღამოს 23:04 საათზე!
სწორედ ამ დროს იცვლება წლიური ენერგიები და იწყება ცეცხლოვანი ცხენის წელი.
ჩინეთში ეს დღე არ არის სახალხო დღესასწაული და მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობისა და ჩინური მეტაფიზიკისთვის.
მთვარის ახალი წელი ანუ გაზაფხულის ფესტივალი
მთავარი და ყველაზე საყვარელი დღესასწაული, რომელიც 15 დღეს გრძელდება და ფარნების ფესტივალით მთავრდება.
ციურ იმპერიას რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ჰქონდა საკუთარი ქრონოლოგიის სისტემა. ყველაზე მარტივი მთვარის კალენდარი ჩინეთში ძვ. წ. XVI საუკუნეში გაჩნდა. ეს კალენდარი მთვარის პოზიციების ცვლილებას ეფუძნებოდა. სინამდვილეში, ჩინელები დღემდე იყენებენ ამ კალენდარს!
მთვარის ახალი წელი იწყება ზამთრის მზებუდობის შემდეგ მეორე ახალმთვარეობაზე, ამიტომ ყოველ წელს ახალი თარიღი აქვს - 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე.
2026 წელს ეს 17 თებერვალია
2026 წლის განსაკუთრებული მახასიათებელია.
2026 წელს ახალი წელი ემთხვევა მზის დაბნელებას. ეს ძლიერი ფენომენი სადღესასწაულო თარიღზე მომენტს განსაკუთრებული ძალითა და საბედისწერო კონოტაციებით ავსებს და ასევე აძლიერებს ახალი ციკლის სიმბოლიკას: ცვლილება, შინაგანი აღორძინება და გადამწყვეტი ნახტომი წინ. დიახ, ჩინურ მეტაფიზიკაში ჩვენ არ გამოვყოფთ დაბნელებებს ცალკე, მაგრამ ამ მხრივ ვუსმენთ დასავლურ ასტროლოგიას, რომელიც 2026 წლის პირველ მზის დაბნელებას 17 თებერვალს განსაზღვრავს, როგორც მსოფლიოსთვის ახალი იდეების, რეფორმებისა და პროცესების დაწყებას, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ როლებთან, ციფრულ გარემოსთან და არატრადიციულ გადაწყვეტილებებთან.
მაგრამ ამ მიზნების რეალიზებისთვის ძველი უნდა განადგურდეს. ეს ყველაფერი მჭიდროდ ემთხვევა ჩინურ ხედვას ცეცხლოვანი ცხენის წლის შესახებ და ის ფაქტი, რომ ორი მნიშვნელოვანი ფენომენი ერთსა და იმავე თარიღში იწყება, იმაზე მიუთითებს, რომ გადამწყვეტი ცვლილებები გველოდება, რომლებიც თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: