Digest Logo

როგორ იმოქმედებს სავსე მთვარის მკაცრი ენერგიები დედამიწაზე და როდემდე გასტანს საგანგებო პერიოდი

1754918343
სავსე მთვარე

ზაფხულის ცხელი ორი თვე მიიწურა და დადგა ამ სეზონის ბოლო თვე – აგვისტო. როგორც ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ამბობს, ეს თვე საკმაოდ არასტაბილური იქნება. თუმცა, შედარებით არაკონფლიქტური პერიოდია. ასევე, მისივე თქმით, თვის პირველ დეკადაში დედამიწა დისჰარმონიული პლანეტარული გამოსხივების ზონაში შედის და უარყოფითი ზემოქმედება გარკვეული პერიოდი აქტიურად გაგრძელდება. ხოლო, რა ელის თითოეული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს, იყვნენ თუ არა ფრთხილად და რას მიაქციონ ყურადღება, რომ აგვისტოს თვე შედარებით სტაბილურად და დანაკარგების გარეშე განვლონ, ამას ინტერვიუში წაიკითხავთ. 

– რას გვპირდება ზაფხულის ბოლო თვე, რა მოვლენები განვითარდება?

– გეტყვით, რომ აგვისტო არასტაბილური თვეა, განსაკუთრებით – პირველი და მესამე დეკადა. დედამიწა დისჰარმონიული პლანეტარული გამოსხივების ზონაში შევა და საკმაოდ აქტიური უარყოფითი ზემოქმედება თერთმეტ რიცხვამდე გაგრძელდება. ამასთანავე, 9 აგვისტოს სავსე მთვარე საკმაოდ მკაცრ ენერგიებს გამოიმუშავებს.

– როგორც მივხვდი, თვის პირველი დეკადა საკმაოდ არასტაბილურია და ეს ყოველივე მოვლენათა უეცარი განვითარებით აისახება. რა დროიდან იწყება შედარებით სტაბილური და მშვიდი პერიოდი?

– შედარებით უფრო მშვიდი პერიოდი 11 აგვისტოდან იქნება, როდესაც დირექტიული პლანეტა მერკური დაიწყებს „ასტრალური ღრუბლების“ დაშლას. ამიტომ, მეორე დეკადაში, 19 აგვისტომდე, უფრო მეტად ჰარმონიული, ნაკლებად კონფლიქტური და საგანგებო პერიოდია.

– და ეს, შედარებით მშვიდი პერიოდი, თვის ბოლომდე გასტანს?

– არა, მეორე ტალღა, პირველი დეკადის მსგავსი, მაგრამ ნაკლებად დინამიკური, მოსალოდნელია 21 აგვისტოდან 26 აგვისტომდე. ეს დაკავშირებული იქნება ავარიების სიხშირის გაზრდასთან. მაღალია მიწისძვრების რისკი, განსაკუთრებით 23 აგვისტოს, ახალი მთვარის დროს. 25 აგვისტოდან, როდესაც პლანეტა ვენერა შევა ლომის ზოდიაქოში, დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამრიგად, დაძაბულობა ჩაცხრება, ადამიანები გახდებიან ფსიქოემოციურად სტაბილურები, გააძლიერებენ სასიყვარულო კავშირებს, გააფართოებენ საქმიან კონტაქტებს. ავარიებიც შემცირდება. თუმცა, 2 სექტემბრიდან სიტუაციები შესაძლოა, განმეორდეს.

– იქნებ ზოდიაქოს თითოეული ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვისაც გვითხრათ რჩევები, რა უნდა გაითვალსიწინონ აგვისტოში, რომ უარყოფითისგან იყვნენ დაცულები და ზაფხულის ბოლო თვე მშვიდად და დაცულად გაატარონ?

– ახლავე მოგახსენებთ: აგვისტოში, ვერძი საკმაოდ დინამიკური იქნება, ძალებით სავსე და გამოავლენს თავის საუკეთესო მხარეს. თუ პროცესებს არ გააკონტროლებთ, შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ და გაჩნდეს სერიოზული ხარვეზი. მეორე დეკადა განსაკუთრებით ხელსაყრელია ქორწინებისთვის და ახალი პროექტების დასაწყებად. თვის ბოლოს მოერიდეთ სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას. ამავე პერიოდში მოსალოდნელია ახალი შემოთავაზება.

კუროსთვის აგვისტო დინამიკური, მაგრამ დაძაბული და დამღლელი თვეა. პირველ დეკადაში აუცილებელია ილუზიებისგან თავის დაღწევა, პრობლენების მოგვარება ურთიერთობებში და რაც მთავარია, გადამწყვეტი მოქმედება. მეორე დეკადა შედარებით მშვიდი და ჰარმონიულია. მოსალოდნელია სასარგებლო კავშირების დამყარება. 20-დან 25 აგვისტომდე არ მოაწეროთ ხელი კონტრაქტებს, რადგან არასტაბილური პერიოდია და შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს.

ტყუპებისთვის კი აგვისტო ძალიან საინტერესო და წარმატებულია, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. მზად იქნებით რისკზე წასასვლელად, საქმეში ახალი მეთოდების გამოცდისთვის. თუმცა, გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულობა.

კირჩხიბი წინააღმდეგობებს წააწყდება 10 აგვისტომდე. მეორე დეკადაში კი მეტად წარმატებული იქნება. კარგია ამ პერიოდში ახალი საქმის დაწყება, ქორწინება, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება, იმიჯის შეცვლა. ეცადეთ, აკონტროლოთ ხარჯები.

ლომისთვის აგვისტო პოზიტიური ცვლილებებისა და გარდაქმნების პერიოდია. თუ გამოიყენებთ არსებულ კავშირებს, 10-დან 20 აგვისტოს ჩათვლით, დღეები შედარებით წარმატებული იქნება.

თვის ბოლოს იყავით ყურადღებით, რადგან დიდია მოტყუების ალბათობა.

აგვისტო ქალწულებისთვის რთულია და დაძაბული, განსაკუთრებით 1-10 აგვისტო. 10-დან 20 აგვისტოს ჩათვლით კი პოზიტიური პერიოდი დაიწყება. თვის ბოლოს გაძლიერდება სასიყვარულო კავშირები. წარმატება ელის საქმიან კავშირებსაც.

აგვისტოში სასწორი აქტიურად ითანამშრომლებს საქმიან პარტნიორებთან, გადაჭრის პრობლემებს, დაეხმარება სხვებს. პირველი დეკადა შედარებით რთულია, რადგან შესაძლოა, შეხვდეთ მცირე გაუგებრობები. მეორე დეკადაში კი მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, ახალი სამსახურის პოვნა.

მორიელისთვის აგვისტო დატვირთული თვეა. პირველ დეკადაში აქტიური მუშაობა მოუწევს. მეორე დეკადაში კი რისკი გამართლებულია და ფინანსური კეთილდღეობაც იმატებს. თვის ბოლოს კარგია მოგზაურობა და დასვენება.

აგვისტო ძალიან საინტერესო თვეა მშვილდოსნებისთვის. მოსალოდნელია ცვლილებები ცხოვრებაში, საინტერესო შეხვედრები, სულიერი განვითარება. 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, მოსალოდნელია კარიერული ცვლილება, რასაც მოჰყვება მცირე უსიამოვნება.

თხის რქას აგვისტოს თვეში ბევრი დეტალის გადახედვა, გადაფასება, ფინანსებში გარკვევა და შემოსავლების გადანაწილება მოუწევს. მეორე დეკადა კი შედარებით ჰარმონიულია. თვის ბოლოს შემოთავაზებული მოულოდნელი კონტრაქტი სარფიან შემოსავალს მოიტანს.

აგვისტოში ურთიერთობები მერწყულებისგან სერიოზულ გარდაქმნებს მოითხოვს. უმჯობესია, პირველ დეკადაში დამოუკიდებლად იმოქმედონ. თვის ბოლოს მოსალოდნელია სირთულეები ფინანსებში, ამიტომ უნდა იყვნენ ყურადღებით. თუ ამ პერიოდს მშვიდად გადალახავენ, შემდგომ ფინანსური წარმატება ელით.

აგვისტოში თევზებს საქმე მოემატებათ. გარშემო მყოფებიც არ მისცემენ მოდუნების საშუალებას, რაც ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება. თვის მეორე დეკადა კი უფრო მშვიდი და სტაბილურია. ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყვნენ 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, რათა არასწორი გათვლა არ გააკეთონ. თვის ბოლო დასამახსოვრებელი გახდება სასიყვარულო ურთიერთობებითა და თავგადასავლებით.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ულამაზესი ხარ“ - თაკო ჩხეიძე დილის რუტინიდან კადრებს გვიზიარებს

🎥 „შესაძლოა, თქვენი წარმატება ყველას არ გაუხარდეს...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕ შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა

წყარო: tbiliselebi.ge