Digest Logo

🎥 „შესაძლოა, თქვენი წარმატება ყველას არ გაუხარდეს...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1754896549
მიხეილ ცაგარელი

„დედამიწა დადებით ენერგოველში გადადის. ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ. ყველა ნიშანს ეხება. წარმატების ფაქტორი და ურთიერთგაგება მატულობს.

მერკური, გონების მმართველი პლანეტა, რომელიც აქამდე იყო უკუმავალი, 11 აგვისტოს ხდება დირექტიული, რის შედეგადაც უფრო ადვილად წარიმართება საქმეები. ბევრი სასიკეთო მოვლენის წინაშე ვდგებით.

ასევე პარასკევს, 15 აგვისტოს, თეთრი მთვარე ე.წ. სელენა, გადადის ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ ლომებს ძალიან საინტერესო პერიოდი ეწყებათ. აღსავსეა ეს პერიოდი სიყვარულით და შვილებთან კარგი ურთიერთობებით“, - მომდევნო ერთი კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იუთუბის“ საკუთარ არხზე ისაუბრა და ზოდიაქოს ცალკეული ნიშანიც დაახასიათა:

♈ ვერძი

ენერგოტოუსი მაღალია, აქტიური ენერგიული და ინიციატივიანია. ოპტიმიზმით სავსე და პასუხისმგებელია თავისი სიტყვების მიმართ. გაამყარებს თავის პოზიციას სამსახურსა და ოჯახში. დრო დაუთმეთ ოჯახს. ყურადღებით იყავით საიდუმლო სასიყვარულო კონტაქტების მიმართ, რომლებიც შეიძლება, წარმოიქმნას.

♉ კურო

მუშაობისას უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს. ჰარმონიულია ეს კვირა, წინა კვირისგან განსხვავებით. კარგად წარიმართება ერთობლივი პროექტები. კარგი იქნება, თუ საზოგადოებრივ საქმეებში ჩაერთვებით. შესაძლოა, გაიცნოთ ახალი ადამიანებიც და საჭირო კონტაქტებიც დაამყაროთ. 

♊ ტყუპები

აქტიური ენერგიული და ინიციატივიანი პერიოდი გაქვთ. შეგიძლიათ, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და შესაძლებლობები გაამყაროთ. ამ პერიოდში ბევრი საინტერესო იდეის განხორციელება იქნება კარგი. შესაძლოა, თქვენი წარმატება ყველას არ გაუხარდეს.

♋ კირჩხიბი

ენერგოტოუსი შედარებით დაბალია, ამიტომ ორგანიზმი შედარებით დაასვენეთ - არ გადაიღალოთ. სასიკეთო ტენდენციები აქვს ყველას. კარგი პერიოდია ქორწინებისა და ახალი ხელშეკრულებების დასადებად. მეტი თავდაჭერა გმართებთ ფულის ხარჯვის მიმართ.

♌ ლომი

საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ. თქვენ ხართ მთავარი ფავორიტი. ნამდვილი ლიდერი ხართ. მიზიდულობა და შარმი მატულობს. კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. ავტორიტეტის ზრდისთვის. გრძნობთ მხარდაჭერას სხვების მხრიდან. შეგიძლიათ, სხვა ადამიანებსაც დაეხმაროთ.

♍ ქალწული

ენერგოტონუსი შედარებით დაბალია, ამიტომ კარგი იქნება საკუთარი თავი დაასვენოთ. არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. საქმიანი კუთხით გარკვეული პოზიტიური შესაძლებლობები არის. ამიტომ, შესაძლოა, მეტად იგრძნოთ მხარდაჭერა მეგობრების მხრიდან. კარგი პერიოდია ძველ მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობებისთვის. მაინც გახსოვდეთ რომ ფარულ მტრებს არ სძინავთ. ენას კბილი დააჭირეთ და საიდუმლო დაიცავით.

♎ სასწორი

კარგი პერიოდია თქვენთვის, ენერგოტონუსი და იმუნიტეტი მაღალია. აქტიური, ინიციატივიანი და პოზიტიური პერიოდია. ბევრი რამ გამოგივათ. თქვენი იდეების რეალიზაციისთვის კარგი პერიოდია. მგზავრობა-მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია. შესაძლოა ახალი ადამიანებიც გაიცნოთ.

♏ მორიელი

ენერგოტონუსი დაბალია და ზედმეტად ნუ გადაიღლებით. მთლიანობაში ცუდი კვირა არ არის. სარისკო მოქმედებები ძველი პრობლემებისგან განთავისუფლებას ხელს შეუწყობს. შესაძლოა, ვალები და ძველი ვალდებულებები გაისტუმროთ. კარიერული განვითარება და წინსვლა არის მოსალოდნელი.

♐ მშვილდოსანი

საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ, აქტიური, ენერგიული. ლიდერი ხართ, კარგი ხელმძღვანელი ხართ, უშიშარიც, ამიტომ, შეგიძლიათ, შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება და გეგმები. აღმოჩნდებით ახალი იდეებისა და პროექტების შესახებ. უცხოეთში მოგზაურობა იქნება მეტად ნაყოფიერი.

♑ თხის რქა

ენერგოტონუსი დაბალია და მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი. შემოიფარგლეთ უფრო ყოველდღიური საქმეებით. ეს კვირა წინა კვირას ჯობია. უფრო დიდი შანსი გაქვთ წარმატებაში და ფინანსურ საკითხებში. წარმატებას იგრძნობთ ოჯახის წევრების მხრიდან.

♒ მერწყული

ენრგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია. შეგიძლიათ, საქმიანი მოლაპარაკებები თამამად აწარმოოთ. საქმეებიც უფრო კარგად წარიმართება. კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობებისთვის - ეხება როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებს.

♓ თევზები

ეს კვირა წინა კვირას უდავოდ ჯობია, მაგრამ ენერგოტონუსი ჯერ კიდევ შემცირებულია. არ გადაიღალოთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. უფრო ადვილად შეძლებთ კომპრომისებს მიღწევას და მოლაპარაკებების წარმოებას. იყავით მეტად ორგანიზებული და დისციპლინირებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა

⭕ „კულტურა ყოველთვის გულისხმობს გაცნობიერებულ ცოდნას...“ - რას წერს გია მურღულია

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌧️