Digest Logo

როგორი იქნება 2027 წელი ვირთხის, ხარის, ვეფხვის, კურდღლის, დრაკონის და გველის წელში დაბადებულებისთვის - პროგნოზი ფენშუის მიხედვით

1793121761
დაბადების წლები

2027 წელი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვინც ცხოვრებისეული გამოცდებიდან სწორ დასკვნებს გამოიტანს.

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2027 წელი წითელი ცეცხლოვანი თხის ნიშნის ქვეშ ჩაივლის. 

ცეცხლოვანი ცხენის ემოციური და დინამიკური წლის შემდეგ დადგება დრო, როდესაც მნიშვნელოვანია ტემპის შენელება, საკუთარ თავზე დაფიქრება და სურვილებში გარკვევა.

როგორი იქნება 2027 წელი ვირთხის, ხარის, ვეფხვის, კურდღლის, დრაკონის და გველის წელში დაბადებულებისთვის - ამაზე ფენშუის სპეციალისტი სოციალურ ქსელში წერს:

🐀 ვირთხა

ეს წელი გაიძულებთ, გადახედოთ თქვენს გეგმებს - განსაკუთრებით ფინანსურ და სამუშაო საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლოა, მოულოდნელი და მნიშვნელოვანი ხარჯები გაგიჩნდეთ, ან ახლობელ ადამიანებთან უთანხმოება მოგივიდეთ. 2027 წლის მთავარი სიურპრიზი კი ისაა, რომ ადამიანი, რომელსაც ენდობით, შესაძლოა ისეთი კუთხით გამოჩნდეს, როგორსაც არასდროს ელოდით.

🐂 ხარი

ცხოვრების ჩვეული წესრიგი შესაძლოა შეირყეს, რადგან ცხოვრება გამძლეობაზე გამოგცდით. შესაძლოა კონფლიქტები, ფინანსური სიძნელეები და ისეთ ცვლილებები, რომლებისთვისაც მზად არ ხართ. თუმცა, ის, რაც თავდაპირველად პრობლემად მოგეჩვენებათ, სინამდვილეში თქვენთვის მნიშვნელოვან კარს გააღებს.

🐅 ვეფხვი

2027 წელს ყველაფრის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, თუმცა ყველა გადაწყვეტილება წარმატებული არ იქნება. ძირითადი პრობლემები აჩქარებისა და სარისკო ინვესტიციების გამო წარმოიქმნება. მრავალ ახალ შემოთავაზებას მიიღებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, კარგად გაერკვიოთ, დაპირებების მიღმა რაიმე ხაფანგი ხომ არ იმალება.

🐰 კურდღელი

ეს წელი ბევრ ემოციურ აღმა/დაღმასვლებს მოიტანს, განსაკუთრებით — ახლობლებთან ურთიერთობაში. მოგიწევთ, ისწავლოთ საკუთარი ინტერესების დაცვა და ხარჯების მართვა. გარდა ამისა, 2027 წელს ძველი საიდუმლო გამჟღავნდება, რაც შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიმართ.

🐲დრაკონი

ეს ის წელია, როდესაც თქვენი ამბიციები რეალობას შეეჯახება! შესაძლოა, საქმეებში შეფერხებებს, ფინანსურ დავებსა და ახლობელი ადამიანების მხრიდან იმედგაცრუებას წააწყდეთ. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი ზაფხულში დადგება, როდესაც გადაწყვეტთ, გაეშვათ იმას, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ეჭიდებოდით.

🐍გველი

2027 წელი ფინანსურ საკითხებსა და ახალ ნაცნობებთან მიმართებაში სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან შესაძლოა, ზოგიერთმა ადამიანმა თქვენი ცოდნით, ან ფულით სარგებლობის მიღება სცადოს. თუმცა, გელით სასიამოვნო სიურპრიზიც - შესაძლებლობა, რომელმაც შეიძლება თქვენი პროფესიული მდგომარეობა შეცვალოს.

ავტორი: თამო შავლიაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ გავიგოთ, წიწაკა ცხარეა თუ არა? - მარტივი ხრიკი

⭕„თუ უფალი ინებებს, სამი შვილის შემდეგ სიამოვნებით გავხდებით ტყუპების მშობლები“ - ია დუდაშვილი

🎥 „50 კილო მოვიმატე, უზარმაზარი ვიყავი, მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძნობდი“ - რას ჰყვება მარიამ სანოგო

✕