Digest Logo

როგორი მეორე ნახევარი შეგეფერებათ ზოდიაქოს მიხედვით

1790682249
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

ყველა ადამიანს სურს, გვერდით ისეთი მეორე ნახევარი ჰყავდეს, რომელიც მისთვის მისაღებია. ყოველმხრივ იდეალური ადამიანი არ არსებობს, თუმცა, შესაძლებელია შეთავსება ენერგეტიკული და ზოდიაქოს მიხედვით, რათა ორ ადამიანს შორის ჰარმონიული ურთიერთობა აეწყოს, ერთმანეთი გააბედნიერონ და შეძლონ მშვიდი თანაცხოვრება.

ამისთვის კი აუცილებელია ზოდიაქოს შესაბამისად შეარჩიოთ ის პიროვნება, რომელიც თქვენს იმედებს გაამართლებს. 

ვერძი – უშიშარი და ენერგიული ადამიანებით იხიბლებით. ეძებეთ თქვენი რჩეული სპორტსმენებსა და მოცეკვავეებს შორის, სპორტულ მოედანზე ამ მოტომოყვარულთა კლუბში.

კურო – მშვიდი, გაწონაწორებული, ფინანსურად შემდგარი და არამფლანგველი მეორე ნახევარი თქვენი იდეალია. საუკეთესო ვარიანტი მის მოსაძებნად არის ბანკი, საფინანსო ორგანიზაციები, ასევე, კულინარიის კურსები – კუროები ბუნებით გურმანები არიან.

ტყუპები – ხართ ცვალებადი, მოუსვენარი და ამიტომ, ინტელექტუალურად საინტერესო პარტნიორი გესაჭიროებათ. ეძებეთ ის ჟურნალისტებს, მწერლებს, ლიტერატურულ კრიტიკოსებს შორის. არანაკლებ მომგებიანია მეორე ნახევარის ძიება ავტომრბოლელთა შორის.

კირჩხიბი – ოჯახის, სიმშვიდისა და სიმყუდროვის მოყვარული პარტნიორი გესაჭიროებათ. ის აუცილებლად რაღაცით უნდა წააგავდეს თქვენს მშობლებს და რაც მთავარია, მათი მოწონება დაიმსახუროს. მეორე ნახევრის პოვნის ყველაზე ნაცადი გზა სანათესაო წრეში გამართული შეხვედრებია. დიდი შანსია, საბედო რომელიმე მსგავს დღესასწაულზეც გაიცნოთ.

ლომი – თქვენს ყურადღებას გამორჩეული ვიზუალის მქონე, გულუხვი და კეთილი ადამიანები იპყრობს და ცხოვრების მეგზურადაც ასეთ მეორე ნახევარს ირჩევთ. თუმცა, მან თავისი მიღწევებით თქვენი წარმატება და ინდივიდუალიზმი არ უნდა დაჩრდილოს. ბედი თქვენივე თაყვანისმცემლებს შორის ეძებეთ. ამ მხრივ, ხელოვანი ხალხის გარემოცვა, ღამის კლუბი, საკონცერტო დარბაზი და დისკოთეკაც გამოგადგებათ.

ქალწული – მოწესრიგებულ, ჭკვიან და მზრუნველ პარტნიორს ეძებთ, რომელიც ჰიგიენის ნორმებს ზედმიწევნით იცავს, ჯანსაღი კვების საკითხში ერკვევა და ფულს უყაირათოდ არ ანიავებს. საუკეთესო ვარიანტია, საბედო მედპერსონალსა და ფიტნეს-ინსტრუქტორებს შორის ეძებოთ. მათში ყველა ზემოხსენებული თვისებაა თავმოყრილი.

სასწორი – თქვენი სისუსტე გარეგნული იმიჯი და მომხიბვლელობაა. ეძებთ სულით პოეტურ, არაუხეშ და მოსიყვარულე პარტნიორს, რომელსაც სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო დაწესებულებაში შეხვდებით. ის შესაძლებელია მოდელი, ფოტოგრაფი ან ფერმწერიც იყოს.

მორიელი – ზოდიაქოს ეს ნიშანი ექსტრემის მოყვარული, ფათერაკის მაძიებელი ინდივიდია. ამიტომ, თავისნაირი თავზეხელაღებული, სულით ძლიერი პარტნიორი ესაჭიროება. მას კი ექსტრემალური სპორტისა და ავტორბოლის მოყვარულთა შორის ნახავთ. მორიელისთვის არანაკლებ მომხიბვლელია მედიცინის მუშაკები, კერძოდ, ქირურგები და ჟურალისტები.

მშვილდოსანი – ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ბუნებით მოხეტიალეა, უყვარს ბავშვები და ცხოველები. მისთვის იდეალური პარტნიორის პოვნა ყველაზე ადვილი მოგზაურობის დროსაა. მისთვის მეორე ნახევრად არანაკლებ მისაღებია ვეტერინარიის ან ბავშვთა დაცვის სფეროში ჩაბმული ადამიანი.

თხის რქა – სოლიდური და პროფესიულად შემდგარი პარტნიორი შეგეფერებათ. იდეალური კანდიდატურაა სახელმწიფო აპარატში მომუშავე პირი, იურისტი, ეკონომისტი ან პოლიტიკოსი.

მერწყული – ექსცენტრიკული, არაპროგნოზირებადი ხალხით იხიბლება. შეუძლია, შესაფერისი პარტნიორი გამომგონებლებს, მეცნიერებს, ინტერნეტ-კომუნიკაციის სფეროში მომუშავე ადამიანებს შორის იპოვოს. ხშირად ცხოვრების მეგზურად არასტანდარტული აზროვნებისა და ცხოვრების წესის მქონე ინდივიდებსაც ირჩევს.

თევზები – ხელოვანი და სათუთი ფსიქიკის მქონე პარტნიორებით იხიბლება. მისთვის, აუცილებელია, ემოციური ერთობა მეორე ნახევართან. საუკეთესო მეწყვილე თევზმა ხელოვანებს, ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებს შორის უნდა ეძებოს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕3 შვილის დედა ლიზა ჩიჩუა შესანიშნავ ფორმაშია - „დახვეწილი და გემოვნებიანი“ 

⭕თაკო მელიქიშვილი 29 სექტემბრის ენერგიებზე - „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ემოციების ფონზე არ მიიღოთ გადაწყვეტილებები“

⭕29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი: ურთიერთობები, ფინანსები და ემოციები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს

წყარო: tbiliselebi.ge

✕