Digest Logo

🎥 რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება სატურნის ვერძში გადასვლა ნეგატიური/დადებითი? - უჩა სიხარულიძის განმარტება

1772022582
უჩა სიხარულიძე

14 თებერვალს სატურნი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული პლანეტა დროს მართავს.

მათთვის, ვისაც სატურნის ნეგატიური ასპექტი აქვთ მზესთან, დრო სწრაფად გარბის, რადგან მუდმივად თან სდევთ იმის განცდა, რომ ვერ ასწრებენ დასვენებას და სიამოვნების მიღებას ცხოვრებისგან. ხოლო, მათთვის, ვისაც სატურნის ნეგატიური ასპექტი აქვს მთვარესთან, დრო ნელა გადის.

რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ეს პერიოდი ნეგატიური/ დადებითი? - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს:

„სატურნი გადავიდა ვერძის ნიშანში.

რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ეს პერიოდი ნეგატიური/ დადებითი? 

ერთი წლით ავიღოთ ორიენტაცია, 2027 წლის გაზაფხულამდე პერიოდი განვიხილოთ. 

გამოწვევებით და სირთულეებით გაჯერებული პერიოდი ექნებათ თხის რქებს, რომლებიც დაბადებულები არიან 22 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით. ასევე კირჩხიბებს, რომლებიც 21 ივნისიდან 6 ივლისამდე შუალედში დაიბადეთ და სასწორები, რომლებიც დაიბადეთ 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში. 

ცალკე უნდა გამოვყოთ 23 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე დაბადებული სასწორები, მათთვის იქნება ერთდროულად გამოწვევებით სავსე და ხელშემწყობი პერიოდი. თითქოს, სამყარო ხელს გიშლის და წინააღმდეგობას გიქმნის, რათა გამოცადოს შენი ამტანობა. სირთულეებს თუ წარმატებით ჩააბარებ, სამყარო დაგაჯილდოებს. 

ნეგატიური პერიოდი შეეხება ადამიანებს, რომლებსაც პირადი პლანეტები პირველიდან 15 გრადუსის ჩათვლით თხის რქების, კირჩხიბის და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებში“, - ამბობს უჩა სიხარულიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„წამებისაგან შედგება მთელი ჩვენი ცხოვრება, არასოდეს არ უნდა გაჩერდეს შენი ქრისტესთან მყოფობის მდგომარეობა“ - თეოდორე გიგნაძე

„თვითგვემა, საკუთარი თავის დადანაშაულება არასოდეს არის გამოსავალი!“ - რას წერს ფსიქოლოგი ნანა ფიფია

🎥 რა განსხვავებაა ინფექციას, ვირუსსა და გაციებას შორის? რატომ მომრავლდა ანტიბიოტიკებზე რეზისტენტობა საქართველოში - ექიმის გაფრთხილება!