Digest Logo

🎥 რომელმა ზოდიაქოს ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე მიმდინარე პერიოდში?

1731309041
ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ნიშნებიი

„განსაკუთრებით უნდა იფრთხილოს მშვილდოსანმა, რადგან დაბადების წინა პერიოდი აქვთ. იმუნიტეტი დაბალია და გაღიზიანება მაღალია. მნიშვნელოვანი პერიოდია მორიელისთვის, კუროსთვის. არ არის ცუდი პერიოდი თხის რქისთვის და ქალწულისთვის. მნიშვნელოვანი პერიოდია ასევე ლომის და მერწყულის ნიშნისთვის, რადგან მათთან დგება კვადრატული დგომა. ვერ განსაზღვრავთ კარგს და ცუდს. ზოგადად, პერიოდი მთლიანობაში არ არის ცუდი და დაძაბული, მაგრამ უნდა შეეცადოთ, მნიშვნელოვანი საქმეები 20-22 ნოემბრამდე მოასწროთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა ქეთი ვაწაძემ ისაუბრა.

გარდა ამისა, ასტროლოგმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენაზე ისაუბრა, რაც „დამწვარი გზის“ სახელითაა ცნობილი.

„2-კვირიანი მონაკვეთი, რომელიც 16 ნოემბრიდან იწყება და 29 ნოემბრამდე გასტანს, ითვლება კარმულად. მორიელის ზონა, ისედაც კარმულია. დააკვირდით 16-იდან რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში.

თუ ნეგატიური ასპექტები წინ წამოიწევს, ეს იქნება კარმული მითითება, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ და ცხოვრებისეულ გზას არასწორად გადიხართ.

23-ში კი გათავისუფლების მომენტია, 28-მდე დადებითი მოვლენები მოხდება, ანუ სამყარო დაინახავს სიკეთეებს და შედეგს გაძლევთ“, - ამბობს  ქეთი ვაწაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხართ, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, რადგან ამბიცია მოიმატებს“ - როგორი კვირა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

🎥 „დედამიწა ზე-უარყოფით ენერგოველში გადადის... გაღიზიანება, კონფლიქტურობა, ტრავმულ-ავარიული სიტუაცია იმატებს“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

🎥 რა უნდა ვასწავლოთ შვილებს, რომ წარმატებას მიაღწიონ - გია მურღულიას რეკომენდაციები