სად იმალება შენი დიდი ფული, ფინანსური კეთილდღეობა? - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტსა და ვიდეოს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით და ნუმეროლოგიით დაინტერესდა:
„2 - შენი ფინანსები მოდის პარტნიორობის, თანამშრომლობისა და საქმიანი კავშირების გზით. რაც უფრო მეტად მუშაობ გუნდურად მით უფრო იზრდება შემოსავალი. შენ მარტივად აწყობ ურთიერთობებს და პოულობ მომგებ შესაძლებლობებს.
3 - ყველაზე დიდი ფინანსური წარმატება გელოდება შემოქმედების, კომუნიკაციისა და სოციალური ქსელების სფეროში. წერე, ისაუბრე, შექმენი შენი სიტყვა რაც წარმატებას იზიდავს.
4 - შენი შემოსავალი შენდება სტაბილურობაზე, დისციპლინასა და გრძელვადიან პროექტებზე. უძრავი ქონება, ინვესტიციები და ორგანიზება სწორედ აქ შეგიძლია ძლიერი ფინანსური საფუძვლის შექმნა.
6 - ფული შენთან მოდის სხვებზე ზრუნვის გზით — განათლება, ფსიქოლოგია, მედიცინა, ქოუჩინგი ან არტთერაპია. რაც უფრო მეტ სარგებელს აძლევ ადამიანებს, მით მეტს იღებ უკან.
7 - შენი ფინანსური გზა არასტანდარტულია ცოდნა, კვლევა, სულიერება, ეზოტერიკა. მთავარია, ენდო ინტუიციას და არ სცადო სხვისი გზის გამეორება.
8 - ეს არის ფინანსური ძალისა და დიდი რესურსების რიცხვი. შეგიძლია დიდი შემოსავალი მართვის, ბიზნესის, ინვესტიციებისა და სტრატეგიის მეშვეობით. მთავარი გაბედულება და ფართო მასშტაბზე ფიქრი.
9 - შენი ფინანსები დაკავშირებულია მისიასთან, ადამიანების დახმარებასთან, ქველმოქმედებასთან ან გლობალურ პროექტებთან. წარმატებას აღწევ მაშინ, როცა მუშაობ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სამყაროსთვისაც.
11 - შენი ფული მოდის შთაგონების, შემოქმედებისა და ლიდერობის გზით. შენი მისიაა სხვების წინ გაძღოლა და იდეების გაზიარება“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კითხვის თერაპია: როგორ კურნავს წიგნები ჩვენს სულს?
🎥 რატომ არ ეცემა მეხი იმას, ვინც ცუდად მოგექცა? - ეზოთერიკოსის განმარტება
⭕ „ნორმალური ქრისტიანი, ვერ უნდა იძინებდეს და ვერ უნდა იღვიძებდეს...“ - თეოდორე გიგნაძე