დღეს 2024 წლის 4 ნოემბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
„გარდამავალი კვირაა, აქვს დადებითი პერსპექტივები და რთული ტენდენციებიც. ცოტა აგრესიაა მომატებული. გააქტიურდებიან ადამიანები სასიყვარულო კუთხით. შემდეგი კვირა გაცილებით რთულია, ამიტომ მეტი ყურადღება და დაკვირვება. მეტეო-დამოკიდებულმა ადამიანებმა, არეგულირეთ წნევა, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები“,- ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დღე“ კვირის ასტროლოგიური პროგნოზზე ისაუბრა.
მისი თქმით მიმდინარე კვირას ოთხი გეომაგნიტური დღეა: სამშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა.
ასტროლოგის თქმით, დღეს, მარსი საქმიანობის და ენერგიის მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოში - რაც, გაააქტიურებს სასიყვარულო ენერგიებს. ასევე მოიმატებს კარგი და ცუდი ენერგიები ყოველივე ჩვენგანში.
როგორც მიხეილ ცაგარელმა აღნიშნა, მთვარე - მშვილდოსანშია, რაც ოპტიმიზმის ნიშანია. განეწყვეთ კარგად, ისწავლეთ რამე მნიშვნელოვანი. სამშაბათს და ხუთშაბათს შესაძლოა დაიწყოთ გრანდიოზული საქმეები.
რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშანს და მათ ასტროლოგიურ პროგნოზს ასეთია:
ვერძი ♈
ენერგოტონუსი დაბალია, ნუ გადაიტვირთებით. ადვილად იღლებით, დაასვენეთ თავი და იმოქმედეთ. ბიზნესპარტნიორობა, საქმიანი პარტნიორული თანამშრომლობა განახორციელეთ. შემდეგი კვირა უფრო რთულიო იქნება თქვენთვის. ზედმეტ ფულს ნუ დახარჯავთ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდით.
კურო ♉
ინიციატივიანია, აქტიურია, ენერგიულია. ჯანზე მოდის, ენერგოტონუსი მაღალია. პერსპექტივები კარგი აქვს, მაგალითად სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნების კუთხით, ერთობლივი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების საუკეთესო პერიოდი აქვს.
ტყუპები ♊
ჯანმრთელობა არამდგრადია, საექიმო შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია, გადაამოწმოს ანალიზები, იქნებ რამე შეცდომა იყოს. დიპლომატიის ნიადაგზე აგებული ურთიერთობები წარმატების მომტანი იქნება, არავითარი კონფლიქტი ხელმძღვანელებთან.
კირჩხიბი ♋
ერთ-ერთი ფავორიტია ამ კვირის. ინტუიცია არნახულად ძლიერი. ენერგოტონუსი ემატება, შარმი აქვს სასწაული, შრომისუნარიანია, მომთმენია, იუმორით აღსავსე. გინდათ მოლაპარაკებები, ხელშეკრულებები ყველაფერი გამოგდით. შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენეთ, რადგან მომდევნო კვირა შედარებით რთულია.
ლომი ♌
აქაც ორგვარი პერიოდია - საქმეში კარგი, ჯანმრთელობაში ცუდი. ნუ გადაიღლებით. მოლაპარაკებების კუთხით კარგი პერიოდია. სარისკო მოქმედებებს მოვერიდოთ, საქმიან პერიოდი კარგი გაქვთ.
ქალწული ♍
ზე-ენერგიულია. კრეატიულია, ყველაფერი გამოსდის. ავტორიტეტის ზრდა, არ აქვს მას უფლება გაჩერების. ახალი ნაცნობობა, მგზავრობა-მოგზაურობა საუკეთესოა.
სასწორი ♎
ჯანმრთელობა არამდგრადი, ცოტა ყურადღება. არ გადაიღალოთ. ძველი ადრეული პარტნიორული ურთიერთობებიდან შესაძლოა ბონუსი, პრემია მიიღოთ.
მორიელი ♏
ახლა ვერ გააჩერებთ. ენერგოტონუსი იმატებს, ზე-ძლიერი. არნახული გონებამახვილობა, ნამდვილი ლიდერი. აი ვინ არის ახლა ლიდერი. იღბალი აქვს მაღალი და თან ცვლილებების დროა, შესაძლოა ცვლილებები შეიტანოს.
მშვილდოსანი ♐
დაბადების წინა პერიოდი, ენერგოტონუსი ეცემა და ყველაზე დაბალია წლის განმავლობაში. ძილი, დასვენება არის საჭირო. ახლა თუ გადაიღლება, პატარა რამეზე ღიზიანდება და კონფლიქტი მატულობს. ფარული მტრები მატულობს. მშვილდოსნებო, ენას კბილი დააჭირეთ.
თხის რქა ♑
ძალიან ენერგიულია, მომთმენი, შეუპოვარი და ბევრი რამ გამოსდის. ეს ხომ კონსერვატორია. ცვლილებების დროა, ახალი ვარცხნილობა, ახალი მანქანა, რეფორმატორი უნდა გახდეთ, ეს ხომ კონსერვატორია ჩაკეტილი და დაკეტილი.
მერწყული ♒
გაორებული შეგრძნება გაქვთ. ენერგოტონუსი გაქვთ ცოტა დაბალი. თუ არ გადაიღლებით, შეცდომების დაშვების ალბათობაც ნაკლებია. კვირა გაძლევთ საშუალებას, იდეების რეალიზაციის. შემოქმედებითი კუთხით კარგი პერიოდია.
თევზები ♓
ინფორმაციული ველი აქვთ სასწაულად გახსნილი, ბევრი რამ გამოსდით. ახლა არის საუკეთესო პერიოდი, მგზავრობა-მოგზაურობის კუთხით. ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების კუთხით ვარსკვლავური დრო აქვთ, შარმიანია, მიმზიდველია, ყველაფერი გამოსდით. უცხოეთიდან აქვთ შანსი მიაღწიონ წარმატებას, ფინანსური და კარიერული კუთხით, მთავარია მოძრაობა და მოქმედება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება!
⭕ნანუკა გულუა მესამე შვილს ელოდება - „შინაბერობიდან მრავალშვილიან დედობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა“