„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია. ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ სამართლიანები როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე სხვების მიმართაც“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - დღეს შესაძლოა გაგიჭირდეთ საკუთარი თავის ხელშ აყვანა, იყოთ ემოცირები და იმპულსურები. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იმოძრაოთ თქვენი მიზნისკენ.
კურო - დღევანდელი დღე ნაყოფიერი, ბევრი საქმის დასრულებას შეძლებთ და თქვენ პოზიციებს გაამყარებთ.
ტყუპები - დღევანდელი დღე ემოციურია, არ აყვეთ ემოციებს და პროვოკაციებს. ეცადეთ სიტუაცია თქვენ სასიკეთოდ შემოატრიალოთ.
კირჩხიბი - დღის პირველ ნახევარში შესაძლოა ბევრმა პრობლემამ იჩინოს თავი, ეცადეთ არ დაკარგოთ არც ერთი წუთი და იმოქმედოთ. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ.
ლომი - ეს დღე წარმატებულია თუ არ შეხვალთ კონფლიქტურ სიტუაციაში, ეცადეთ გამოიჩინოთ დიპლომატიურობა. ასევე გაქვთ შესაძლებლობა სიტუაციები თქვენ სასიკეთოდ შეცვალოთ.
ქალწული - დღის პირველი ნახევარი ქაოტური იქნება, მეორე ნახევარში კი სიტუაცია შეიცვლება. ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ ვის, რას ეუბნებით.
სასწორი - არ დაკარგოთ თავდაჯერებულობა და გჯეროდეთ საკუთარი თავის. იმოქმედეთ ისე, როგორც სწორად თვლით და იყავით მაქსიმალურად დარწმუნებულები საკუთარ თავში.
მორიელი - დღეს შესაძლოა ეჭვიანი იყოთ და თითქოს ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდეთ. შეეცადეთ სიტუაციები გადააფასოთ და მსუბუქად შეხედოთ ყველაფერს.
მშვილდოსანი - მშვენიერი დღეა დაუბრუნდეთ იმ ძველ საქმეებს, რომლებიც ვერ დაასრულეთ.
თხის რქა - ნაყოფიერი დღე გელოდებათ, შეგიძლიათ ნებისმიერი მიმართულებით გადადგათ ნაბიჯი. შეგიძლიათ ასევე შენაძენები განახორციელოთ.
მერწყული - წარმატებული დღე გელოდებათ, მარტივად შეგიძლიათ წარმატების მიღწევა. იმოქმედეთ და დღევანდელი დღე მაქსიმალურად გამოიყენეთ. ეცადეთ არ იყოთ გულწრფელები, რადგან შესაძლოა ეს თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.
თევზები - დღევანდელი დღე კარგია ახალი საქმის და ცოდნის მისაღებად. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც თქვენი ცხოვრების მეგზურები გახდებიან.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ბრიტანელი მომღერალი და One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი 31 წლის ასაკში დაიღუპა
🎥 „დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა... მას სიმსივნე აქვს“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედას შეხვდა