ბრიტანელი მომღერალი და ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი 31 წლის ასაკში დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, პეინი ბუენოს-აირესში, ერთ-ერთი სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მას შემდეგ მივიდნენ, რაც მიიღეს ცნობა „აგრესიული მამაკაცის შესახებ, რომელიც შესაძლოა, ნარკოტიკების და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა“.
სასტუმროში მისულ პოლიციას უთხრეს, რომ დაწესებულების შიდა ეზოში ძლიერი ხმაური იყო. მალევე სამართალდამცველებმა სასტუმროს ეზოში ცხედარი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დირექტორმა ალბერტო კრესენტიმ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ პეინმა „სერიოზული დაზიანებები“ მიიღო და ჩატარდება ექსპერტიზა.
ინციდენტის გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალებია ამ დროისთვის უცნობია.
პეინს პოპულარობა ბრიტანულ X Factor-ზე შექმნილმა ჯგუფმა One Direction-მა მოუტანა, რომელშიც მასთან ერთად ჰარი სტაილზი, ზეინ მალიკი, ნაილ ჰორანი და ლუის ტომლინსონი მღეროდნენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა... მას სიმსივნე აქვს“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედას შეხვდა