Digest Logo

თოვლი, ქარი და ძლიერი წვიმა - გაფრთხილება ამინდის შესახებ!

1729142777
ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

„17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „წამოვარდა და გადამეფარა...“ - როგორ გადაარჩინა ფიზიკური დაზიანებისგან ბაია დვალიშვილმა მაკა ძაგანია?

🎥 „ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ მარტოხელა დედად დავრჩენილიყავი...“ - რა დაეხმარა მაკა ძაგანიას ოჯახის დანგრევის სტრესის გადატანაში?

🎥 „დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა... მას სიმსივნე აქვს“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედას შეხვდა