Digest Logo

„საღამო ცეცხლოვან ენერგიას მოგიტანს...“ - 21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1792529831
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

♈️ ვერძი: დილით დაისვენე და ძალები აღიდგინე. საღამოს მთვარე შენს ნიშანში გადმოდის — დაგიბრუნდება ენერგია, ვნება, ლიდერის შემართება და მოქმედების სურვილი!

♉️ კურო: დღის პირველი ნახევარი სულიერი პრაქტიკებისა და მშვიდი დაგეგმვისთვის ხელსაყრელია. საღამოს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობის სურვილი გაგიძლიერდება.

♊️ ტყუპები: დილით სამუშაო დეტალებს მიაქციე ყურადღება. საღამოს ვერძის ცეცხლოვანი ენერგია კარიერულ ბიძგს მოგცემს და ახალ, ამბიციურ ამოცანებს დაგისახავს.

♋️ კირჩხიბი: დილა ჰარმონიითა და ინტუიციური მინიშნებებით იქნება სავსე. საღამოს ყურადღება ცოდნის გაღრმავების, სწავლის ან მოგზაურობის დაგეგმვისკენ გადაგერთვება.

♌️ ლომი: დილის საათები ფინანსების ღრმა ანალიზისთვის კარგია. საღამოს ცეცხლის სტიქიის მონათესავე ენერგია შენს ბრწყინვალებას, ოპტიმიზმსა და თავგადასავლების სურვილს გააღვიძებს.

♍️ ქალწული: დილით გულწრფელი საუბრით პარტნიორული კავშირები გაამყარე. საღამოს საერთო რესურსებსა და ფინანსურ ვალდებულებებს მიაქციე ყურადღება.

♎️ სასწორი: დილით ყოველდღიური საქმეები მოაწესრიგე და საკუთარ სხეულზე იზრუნე. საღამოს კი ურთიერთობები ახალ, უფრო ნათელ და ვნებიან ელფერს შეიძენს.

♏️ მორიელი: დილით შემოქმედებითობითა და დასვენებით დატკბი. საღამოს ყურადღება ინტენსიური სამუშაოს, სპორტისა და საქმეების მოწესრიგებისკენ გადაგერთვება.

♐️ მშვილდოსანი: დილით ოჯახსა და სახლს დაუთმე დრო. საღამო ცეცხლოვან ენერგიას მოგიტანს - გელოდება რომანტიკა, შემოქმედებითი აღმაფრენა და შთაგონება.

♑️ თხის რქა: დილა სასარგებლო ამბებსა და ახალ კონტაქტებს მოგიტანს. საღამოს ყურადღება საოჯახო საქმეებსა და პირად სივრცეში სიმყუდროვის შექმნაზე გადაიტანე.

♒️ მერწყული: დღის პირველი ნახევარი ფინანსური დაგეგმვისთვის ხელსაყრელია. საღამოს ბევრი აქტიური საუბარი, გადაადგილება და ახალი იდეა გელოდება.

♓️ თევზები: დილით მთვარე ჯერ კიდევ შენს ნიშანშია - ენდე ინტუიციას, იმედიტირე და ჩაიფიქრე გულთან ახლოს მყოფი სურვილები. საღამო ფინანსურ საკითხებს დაუთმე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ დაშორების შემდეგ ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე დუმილს არღვევს: „შვილებს ემოციურ უსაფრთხოებას ვერ ვუყიდით“

⭕ 14 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოსა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისში დაგეგმილ შეხვედრას სტუმართა გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან

🎥 „ზოგჯერ ზებრა შუქნიშნის გარეშეა, რაც ბავშვისთვის გადასვლას ართულებს“ - რა უნდა ვასწავლოთ პატარებს გზაზე მოძრაობის შესახებ: ეკა ლალიაშვილის რჩევები

✕