ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამაინობისა და ჰელოუინის პერიოდი, როდესაც რეალურ და იმქვეყნიურ სამყაროს შორის ზღვარი იშლება, ადამიანებისთვის ღრმა ტრანსფორმაციის, ძველი ნეგატივისა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების უნიკალური შანსია.
ასტროლოგი განმარტავს, რომ ეს არის წარსულთან გამომშვიდობების, დაუსრულებელი პროცესების დასრულებისა და სულიერი განწმენდის დრო, რისთვისაც სხვადასხვა სიმბოლური რიტუალისა და პრაქტიკის გამოყენებაა რეკომენდებული:
🍁სამაინობა (მოსავლის აღების დრო, კელტური დღესასწაული, ახალი წელი. ანთებდნენ კოცონს, ჭიაკოკონობის მსგავსად ზეიმობდნენ, ახტებოდნენ ამ ცეცხლს და სიმბოლურად თავისუფლდებოდნენ ყველა სახის ნეგატივისგან.)
ეს არის ცვლილებებისა და განახლების დრო. ყველაფერი რაც დარჩა დასასრულებელი, მოსაგვარებელი, სწორედ ახლა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.
შესაძლოა ეს ურთიერთობა იყოს, სადაც წერტილის დასმა ვერა და ვერ მოახერხეთ. მეგობრული კავშირი, რომელიც მუდამ ქვევით გექაჩებათ, ან ცხოვრების სხვა ნებისმიერი თემა, რომლის დასრულებაც გადადებული გქონდათ, იმის გამო, რომ თვალს ვერ უსწორებდით ახალ რეალობას.
სწორედ ახლა დგება დრო, როდესაც უნდა ჩაუღმავდეთ თქვენი სულის ყველაზე ღრმა, მიუწვდომელ, ბნელ კუთხე- კუნჭულს რათა დაასრულოთ დასასრულებელი და გაუშვათ ცხოვრებიდან ყველა დამაბრკოლებელი ელემენტი. თუ ძველისგან არ გაათავისუფლებთ ჭურჭელს, თუ არ დაცარიელდით, სიახლე როგორ შემოაღწევს თქვენს ცხოვრებაში?
🔥ეს პერიოდი საკმაოდ სიღმისეული და რესურსულია, მოითხოვს თითოეულისგან პასუხისმგებლობის აღებას, შეცდომების, მავნე, არასასურველი ჩვევებისა თუ დამოკიდებულებების გაცნობიერებას, მათზე მუშაობას. ის რაც აქამდე დაფარული იყო, ახლა ცნობიერის შრეებზე მკაფიო კონტურებად ისახება, გარე სამყაროშიც იგივე ხდება, თითქოს ზღვარი იშლება ირეალურ და რეალურ სამყაროს შორის. ნუ იჩქარებთ, უბრალოდ გაიაზრეთ, იფიქრეთ, გაარჩიეთ, თუ გიჭირთ, ნუ დაიწყებთ ბრძოლას საკუთარ თავთან, ენდეთ სამყაროს, ენდეთ ენერგიების ამ ნაკადს, მიჰყევით მას... ასევე ამ თარიღს უკავშირდება ჰელოუინობაც.
🍁ჰელოუინი - დღე, როდესაც რეალურ და იმქვეყნიურ სამყაროს შორის ზღვარი ფაქტიურად იშლება. სწორედ ამ მოტივით სასურველია ორიენტირებული იყოთ იმაზე, რომ გათავისუფლდეთ ყოველგვარი ნეგატიურისგან, ყველაფრისგან რაც ხელს გიშლით თქვენი ცხოვრების გზაზე, იქნება ეს მავნე ჩვევები თუ სხვა არასასურველი ფაქტორები.
🫴ამ დღის სიმბოლოა გოგრა, ამიტომ კარგი იქნება თუ სუფრაზე გექნებათ გოგრა.
🫴ფერებიდან აქტუალურია შავი და ნარინჯისფერი, ალისფერი ტონები.
🫴მინერალური ქვებიდან სასურველია გამოიყენოთ: ობსიდიანი, შავი ონიქსი, შავი ტურმალინი, კვამლიანი კვარცი.
🫴 მცენარეებიდან/არომატებიდან: როზმარინი, დაფნა, პიტნა, კედარი, ლადანონი.
🫴 მინიმუმ ერთი სანთელი მაინც დაანთეთ, სანთელი, ცეცხლის ელემენტი დაცვასთან ასოცირდება ამ შემთხვევაში. ძველი ტრადიციებით, ამ ღამით გარეთ არ ტოვებდნენ ხოლმე გაფენილ სარეცხსა და სხვა ნივთებს.
🎃 მარტივი რიტუალი ამ დღისთვის: დაანთეთ თეთრი სანთელი, აიღეთ რამდენიმე ხმელი ფოთოლი (თუ არ გაქვთ გააკეთეთ ფურცელზე) დაწერეთ თითოეულ ფოთოლზე თითო პრობლემა, რომელიც გაწუხებთ, დაწერეთ ერთი სიტყვით (აზრობრივად განავრცეთ), მაგ: ვალები (შინაარსი კი განავრცეთ, რა ტიპის ვალია, რამდენია, რამდენად გაწუხებთ, იგრძენით სხეულით ის დისკომფორტი რომელსაც გიქმნით ეს მდგომარეობა, სად არის ეს დისკომფორტი თქვენს სხეულში, რა ადგილასაა, ეცადეთ ყველაფერი დეტალურად გაიაზროთ.) (შეგიძლიათ დაწეროთ: ღალატი, დაშორება, ავადმყოფობა, ტკივილი, ალკოჰოლი. თითოეულ სიტყვას ფოთოლზე კი აზრობრივად განავრცობთ).
იღებთ ამ ფოთოლს/ფურცელს და წვავთ სანთლის ალზე შემდეგი სიტყვებით: „წარმავალო სამყაროვ, შეცვალე ის, რაც აქამდე მტანჯავს, ცეცხლის ძალავ, წაიღე ის, რაც ხელს მიშლის. წარსული წარსულთან, ძველი წარმავალთან, ფერფლი ფერფლთან. დაე იყოს ასე!“ დაწვით ფოთლები სანთლის ალზე, ფერფლი კი წყალს გაატანეთ“,- წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: