Digest Logo

🎥 2 ქორწინება, ხანძარს შეწირული სიცოცხლე და შვილის უცნაური სიზმარი - ლელა სიხარულიძის ტრაგიკული ამბავი

1734799721
ლელა სიხარულიძე მომღერალი

„სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა“... - ეს სიმღერა 36 წლის მომღერლის ცხოვრებას, თითქოს ლაიტმოტივად გასდევდა. თითქოს, მართლაც მიისწრაფოდა ზევით და ზევით, მაღლა და მაღლა... ლელა სიხარულიძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და ბინდისფერი სოფელი მალევე დატოვა.

„მან აღასრულა თვისი ვალი“... დიახ, ბევრს არ შეუძლია ასე მოკლე პერიოდში წარუშლელი კვალი დატოვოს და უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახუროს. ეს რჩეულთა ხვედრია, იმ რჩეულთა ხვედრი, როგორიც იყო ლელა სიხარულიძე.

„დაიჯესტი“ სწორედ მის შესახებ გიამბობთ და გაგახსენებთ შემოქმედებას.

პირველი ქორწინება ლელა სიხარულიძისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. იგი მეუღლეს ბესო მოსიძეს დაშორდა და თავისი ცხოვრება პროდიუსერ - გია გოგორიშვილს დაუკავშირა. პირველი ქორწინებიდან მომღერალს გოგონა - თამუნა შეეძინა.

ის ინტერვიუებში ხშირად ჰყვებოდა, რომ ლელას გარდაცვალებამდე უცნაური სიზმარი ნახა:

„დედას ხელში ჯვარი ეჭირა, კიბეზე ადიოდა, ჯვარი ხელიდან გაუვარდა და გატყდა“.

მაშინ ამ სიზმრის შესახებ ყველას უამბო.

ამ სიზმრიდან რამდენიმე თვეში ლელა დაიწვა. მომღერალს სახე არ ჰქონდა დამწვარი, მაგრამ ცეცხლის ალი ჰქონდა ნაყლაპი, რამაც ორგანოები დაუზიანა.

ექიმის ვარაუდით, სამ დღეზე მეტს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ ლელა სიხარულიძემ ერთ თვეზე მეტხანს იცოცხლა.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის გონებაზე იყო და გადარჩენისთვის იბრძოდა.

სხე­უ­ლის 80 პრო­ცენ­ტის თერ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. თამუნა ერთი კვი­რა დე­დას­თან ვერ შედიოდა, არ სურდა, დამ­წვა­რი ე­ნა­ხა.

„ემო­ცი­უ­რად ცუ­დად იყო. რომ დამ­შვიდ­და, შე­მიყ­ვა­ნეს. ეძი­ნა. ისევ შე­ვე­დი და მო­რი­დე­ბით დავ­დე­ქი. გად­მომ­ხე­და. მე­ში­ნო­და და ვუ­ცხო­ობ­დი…

არ უნდა მა­კო­ცოო? ხელ­ში ამიყ­ვა­ნეს და ვა­კო­ცე. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ინ­ტერ­ვი­უ­ებს იძ­ლე­ო­და. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ჰქონ­და – დამ­წვრო­ბის რამე კვა­ლი ხომ არ და­მე­ტყო­ბაო.

რო­გორც ვიცი, ნანი ბრეგ­ვა­ძე დაჰ­პირ­და, სა­ზღვარ­გა­რეთ კლი­ნი­კა­ში წა­გიყ­ვან და პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას გა­გა­კე­თე­ბი­ნე­ბო. ექიმს უთ­ქვამს, სამ დღე­ზე მეტს ვერ იცო­ცხლებ­სო, დე­დამ 36 დღე გაძ­ლო… არ უნ­დო­და სიკ­ვდი­ლი და ექიმ­თან ერ­თად იბ­რძო­და“, - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერლის შვილი.

ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით, ლელა სიხარულიძე ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მან და გიამ იჩხუბეს.

ჩხუბისას ხელიდან გაუვარდა გენერატორი, ხალიჩაზე ბენზინი დაიღვარა და ცეცხლი გაჩნდა. ორივე გარეთ გამოვარდა, მაგრამ ლელა სახლში შებრუნდა მინი დისკების გამოსატანად, რომლებზეც სიმღერები და ფონოგრამები ჰქონდა ჩაწერილი.

მომღერალს ძალიან უყვარდა მეგობრებთან ერთად ყოფნა. ბოლო დაბადების დღეზე ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე უთქვამს, ყველაზე ბედნიერი ვარ და მეშინია, რამე ცუდი არ დამემართოსო.

მეგობრებისთვის კი დაუბარებია, რომ მოვკვდები, ამ სახლიდან თეთრი სასახლით გამასვენეთო.

მომღერლის სურვილი რა თქმა უნდა, შესრულდა – ის სახლიდან თეთრი სასახლით გაასვენეს და მისივე სურვილის თანახმად, ვერაზე ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

გთავაზობთ, თამუნასთან ინტერვიუს ნაწყვეტს ჟურნალ „თბილისელებიდან“:

– ლელას მუდმივად გვერდით ჰყავდა ერთი ადამიანი, გია გოგორიშვილი, რომელთანაც ლელა ჯვარდაწერილი იყო, მაგრამ არაფერი ვიცით მამათქვენზე. გვიამბეთ მასზე, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორ დაქორწინდნენ – ესეც ხომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია.

– მამასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემი ყველაზე კარგი მეგობარია. მამას ძალიან უნდოდა ისევ ერთად ვყოფილიყავით, არასდროს გამოუტოვებია ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეები, როგორიც არის ბავშვის ცხოვრებაში ზეიმი, ჩემი, ჩემი მეგობრების დაბადების დღეები... ხშირად თვითონ ლელას ავუყვანივარ მამაჩემთან სახლში.

დედაჩემს და მამაჩემს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ყოველთვის  მეგონა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, სულ ენატრებოდათ  და, მიკვირდა, რატომ არ იყვნენ ერთად. ლელას გია უყვარდა – ეს კარგად ვიცი და ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ, მამაჩემსაც დიდ პატივს სცემდა.

ერთხელ, ბებია-ბაბუასთან ვარ დასასვენებლად. უცბად, გავიხედე და მანქანით ორივე ერთად ჩამოვიდნენ, ჩემთვის ეს იყო საოცარი შეგრძნება – მეგონა, შერიგდნენ. დედა ასევე ძალიან დიდ პატივს სცემდა მამას ოჯახს, ძალიან უყვარდა ბაბუაჩემი. ლელა მთელი ცხოვრება იმაზე ოცნებობდა, რომ ლამაზი ოჯახი ჰქონოდა, ბევრი შვილი ჰყოლოდა და სულ მეკითხებოდა, და ან ძმა ხომ არ გინდა, რომელიმე რომ გყავდეს რას დაარქმევდიო.

ვფიქრობ, მათ უყვარდათ ერთმანეთი, ვერ გაუგეს ერთმანეთს. ეს, ალბათ, ლელას კარიერის ბრალი იყო. მას დიდი ამბიცია ჰქონდა, ბევრი რაღაცის გაკეთება უნდოდა. ბავშვი აღარ ვარ, გავიზარდე და კარგად მესმის თუ როგორი რთულია, გქონდეს კარიერა, იყო წარმატებული და, ამავდროულად, აწყობილი გქონდეს პირადი  ცხოვრება.

ერთხელ მამაჩემს ვკითხე, სად გაიცანი დედა, როგორი შეყვარებულები იყავით, როგორ მოიყვანე ცოლად-მეთქი. მამამაც მიამბო: იმ დროს ლელა „რეროს“ სოლისტი იყო, მამაჩემი – მუსიკოსი, ვიოლინოზე უკრავდა. ერთმანეთი, მგონი, კონსერვატორიაში გაიცნეს.

შემიყვარდა, მინდოდა, ცოლად მომეყვანა, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც წესი და რიგია, ოჯახში მშობლებთან ავსულიყავი და ხელი მეთხოვაო. ერთ დღესაც, ფილარმონიიდან გამოვდივართ, რაღაცნაირი ამინდი იყო. ვიდექით ისე  და, უცებ, ლელა მეუბნება: იცი რა, ჩემი ცოლად მოყვანა თუ გინდა ახლავე მომიყვანე, არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა მოხდებაო და გაპარულან. ასე რომ, ლელამ მიიღო გადაწყვეტილება. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ერთმანეთის ხასიათი და ბუნება კარგად ვიცით და ეს გვეხმარება სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში“ - რა საახალწლო ტრადიცია აქვთ ია ფარულავას და ციცინო შურღაიას

„ახლა ასე აღარ არის, ერთად აღვნიშნავთ, მაგრამ შემდეგ ორივეს შინ მიგვეჩქარება, ოჯახსა და საყვარელ ადამიანებთან“ - როგორ დამეგობრდნენ ნუგზარ კვაშალი და ვახტანგ ტატიშვილი

🎥 „52 წლის მერე რომ პოულობ მოპარულ შვილს