ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ აპრილის სასიყვარულო პროგნოზი გააჟღერა ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის.
სოფია ბზეკალავას თქმით, ამ პერიოდში დავინახავთ, რომ სამართალი არსებობს.
„ამ პერიოდში სასწაულები შესაძლებელია, ყველა ის ადამიანი, რომელიც სკეპტიკურია და მიიჩნევს, რომ სამართალი არ არსებობს, წელს არის ბალანსის და კოსმიური სამართლის, კარმის აღსრულების წელი.
ძალიან ბევრ რამეს დავინახავთ გლობალურადაც და ადამიანების ცხოვრებაშიც, სადაც დავინახავთ, რომ სამართალი არსებობს“,- აღნიშნავს სოფია ბზეკალავა.
ვერძი - გათავისუფლდნენ და ზღვარი გადალახეს, პირად ურთიერთობებშიც. აპრილის ბოლომდე ვენერა ტყვეობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ურთიერთობა საბოლოოდ უნდა ჩამოიშალოს და დაასრულოთ, უნდა ააშენოთ ახალი და სიცოცხლისუნარიანი ურთიერთობა.
კურო - კუროებთან მთავრდება ემოციური და სხვადასხვა დამოკიდებულების პერიოდი, თვის ბოლომდე კიდევ ერთხელ დაბრუნდებით წარსულთან, ძველი ადამიანების დაბრუნება, ვისაც ენდომება, რომ კიდევ ერთი შანსი მიიღოს. არავის მისცეთ უფლება თქვენი პირადი სივრცე ზედმეტად შეზღუდოს, უნდა მიხვდეთ, რომ ვერავინ დაგატყვევებთ, გარდა თქვენი თავისა, თუ შინაგანად თავისუფალი ხართ
ტყუპები - ტყუპებთან ურთიერთობების გადამოწმება მიდის, რამდენად შეძლებთ ისაუბროთ, აღიაროთ რაიმე გულწრფელად და დაიკავოთ ბალანსი. უნდა ისაუბროთ თქვენს ემოციებზე, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობა მიიღებს ახალ შანსს. თვის ბოლოს გელოდებათ მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც მანამდე ვერ შედგა და ეს ყველაფერი ერთი თვით გადავადდა, შესაძლებელი იქნება რთული პერიოდი დაიძლიოს, თუკი საკუთარ თავზე სიმართლის მოსმენის არ შეგეშინდებათ.
კირჩხიბი - თავისუფლდებიან იმ ემოციისგან, რომელიც დატოვა წარსულის არასწორმა ნაბიჯებმა ურთიერთობაში. მოდის ტრანსფორმაცია იმის გამო, რომ თქვენი პარტნიორი იცვლის ცხოვრების წესს. შეიძლება ეს მტკივნეული და არაკომფორტული იყოს, რადგან შეიძლება კომპრომისზე წასვლა მოგიწიოთ. მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს საკუთარ ეგოს გადაბიჯების ხარჯზე.
ლომი - კარგი იქნება თუ მოთოკავთ ეგოცენტრულობას, შეძლებთ მოუსმინოთ პარტნიორს და მოისმინოთ მისი პოზიციებიც, შესაძლებელია, რომ გაუაზრებელი წყენა იყოს დაგროვებული. არჩევანი და გარკვეული კომპრომისები, რას უძღვნით თქვენ თავს, პარტნიორულ ურთიერთობას თუ წინსვლას და კარიერას, დადგა პროტესტის მომენტი, რომ პიროვნულ განვითარებას მეტი დრო დაუთმოთ. ეს უნდა მოხდეს აგრესიის გარეშე.
ქალწული - საშუალება გექნებათ საბოლოოდ დახუროთ წარსულის ტრავმები. რაღაც თემები, რაც მარტის ბოლოს მომწიფდა, აპრილის მეორე ნახევრიდან ისევ დაბრუნდება და მიხვდებით, რომ მზად ხართ ნაბიჯების გადასადგმელად, უნდა გაიაზროთ ის ბავშვობის ტრავმები სადაც თავს არასრულფასოვნად გაგრძნობინებდნენ.
სასწორი - ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს გადიხართ, 2025 წლის დასაწყისამდე ზღვარს გადალახავთ და საკუთარი თავის ძველ ვერსიას დატოვებთ წარსულში, თუ მომავალში ძველ ვერსიას წაიღებთ, ტოქსიკურ ხანგრძლივ ციკლს დაუდებს საფუძველს. თუ გინდათ, რომ რაღაც შეცვალოთ პარტნიორულ ურთიერთობებში, საკუთარ თავს უნდა გადახედოს, ფასეულობებს.
შესაძლოა ურთიერთობებში სათადარიგო აეროდრომს ეძებდეთ, შესაძლოა რაღაც დალაგდა, მიიღეთ ის, რაც აქამდე გინდოდათ, მაგრამ ეს არ არის კმაყოფილების მიზეზი და ეძებდეთ სათადარიგო ვარიანტს ფლირტის დოზით, ყველაფერი ეს არასრულფასოვნების კომპლექსია.
მორიელი - თავისუფლდებიან ყველაფერი ტოქსიკურისგან. მორიელს ვურჩევდი დაფიქრდეს და ნუ შეეშინდება უკონტროლო სიტუაციების, კარგი შანსია ურთიერთობის მკურნალობისთვის, შეიძლება იყოთ გულწრფელი და გააჯანსაღოთ ბევრი ურთიერთობები. მიიღოთ შანსი ძველ ურთიერთობებში. თვის ბოლოს იქნება მნიშვნელოვანი შანსები.
მშვილდოსანი - თუკი ცდილობდით ურთიერთობაში მომთმენი და ტოლერანტული ყოფილიყავით, საბოლოოდ ეს ყველაფერი კარგ შედეგამდე მიგიყვანთ და საკმაოდ დიდხნიანი ეფექტი ექნებთ.
თხის რქა - იღებენ შანსს და თქვენს ხელშია ემოციური იარაღი. ორი ვარიანტი გაქვთ, ძალიან ატკინოთ გული იმ ადამიანებს, ვინც ტკივილი მოგაყენათ პარტნიორულ ურთიერთობაში, უნდა ჰკითხოთ თქვენს თავს, მიიღებთ თუ არა ამით სიამოვნებას. გადადგათ საბოლოოდ თამამი ნაბიჯი, რასაც აქამდე ვერ ბედავდით. თუკი რამე არ გამოვიდა ხელს ნუ ჩაიქნევთ, სითამამე უნდა გამოიჩინოთ.
მერწყული - შეიძლება ადამიანთან დაიწყოთ ურთიერთობა, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, მაგრამ არ დაგინახავთ რომანტიულ ჭრილში, მოულოდნელად მოხდება ბევრი მოვლენა. კარგად დააკვირდით, შეიძლება თქვენს გარშემო ძალიან ღირსეული ადამიანია, რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდით.
თევზები - თვის მეორე ნაწილში დიდი შანსია დაიწყოთ ძალიან რომანტიკული ურთიერთობები. არის მეორე მხარეც, აღარ მინდა გავჩუმდე, მინდა პარტნიორულ ურთიერთობებში იყოს ბალანსი, მინდა მოვითხოვო, რომ თანასწორი იყოს ურთიერთობა. სითამამე შეიძლება შეიძინოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: