Digest Logo

„სასიყვარულო თავგადასავლებში სასიამოვნო სიურპრიზები გელით“ - 29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1782679846
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შეიძლება შინაგანი აგრესიის შეკავება გაგიჭირდეთ და ბრაზი გარშემომყოფებზე გადმოაფრქვიოთ. ასე რომ არ მოხდეს, სჯობს ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ. სამსახურში საკმაოდ უცნაურ ადამიანებთან შეხვედრა მოგიწევთ. მათთან საერთო ენის პოვნას შეძლებთ, თუმცა არც ისე სწრაფად, როგორც ისურვებდით. აუხდენელი ოცნება მშვენიერია, მაგრამ დროდადრო ციდან მიწაზე დაშვება მოგიწევთ, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები. გახსოვდეთ, ვიტამინებით მდიდარი კვების მნიშვნელობა — ორგანიზმის მხარდაჭერა კარგი განწყობისა და ჯანმრთელობის საწინდარია.

კურო

აჯობებს, თქვენი გაღიზიანება სადმე შორს გადამალოთ — თუ კონფლიქტის აცილება ვერ შეძელით, პარტნიორთან ურთიერთობას საფრთხეში ჩააგდებთ. სამსახურში იმდენი საქმე გაქვთ, არ იცით, საიდან დაიწყოთ, თუმცა ყველაფრის დათქმულ ვადებში დასრულებას შეძლებთ. ეცადეთ, ყურადღება მხოლოდ ერთ მიზანზე გაამახვილოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. სხვის რჩევებს ნუ აჰყვებით, ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა უსმინოთ. შეიძლება, თავში ახალი იდეა მოგივიდეთ, რომელიც თავდაპირველად შესანიშნავად მოგეჩვენებათ, მაგრამ შესაძლოა, მან წარუმატებლობა მოგიტანოთ. ამჟამად თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი შემცირებულია, ამიტომ ძალებს და ნერვებს გაუფრთხილდით. საღამოს კარგი იქნება, თუ მედიტაციით ან სხვა სარელაქსაციო ტექნიკით დაკავდებით.

ტყუპები

ღრუბლები, რომლებიც თქვენი ოჯახის თავზე დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა, ნელ-ნელა იფანტება და მალე მზე გამოანათებს. რისკზე წასვლის ნუ შეგეშინდებათ — შედეგი ამად ნამდვილად ღირს. ახლობელი ადამიანების კრიტიკას მოერიდეთ, ამან შეიძლება დიდი ჩხუბი გამოიწვიოს. სჯობს, დაგროვილ საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეებს მიხედოთ. ეს დღე საგანმანათლებლო ღონისძიებებში ან ტრენინგებში მონაწილეობისთვის იდეალურია — ასეთი აქტივობა თქვენს პროფესიულ ზრდას ახალ ჰორიზონტებს გაუხსნის. მომავალი კვირის განმავლობაში ფინანსურ ოპერაციებში სიფრთხილე გამოიჩინეთ — შესაძლოა, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს! ტექნიკასთანაც ფრთხილად იყავით, არსებობს მცირე ტრავმების მიღების რისკი.

კირჩხიბი

მალე ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ, რომელიც სამყაროს ჯადოსნურ ფერებში დაგანახვებთ. ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად, წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია ნებისმიერი წამოწყებისთვის, ეს ახალი პროექტი იქნება თუ დაგეგმილი შენაძენი. თუ კოლეგამ დახმარება შემოგთავაზათ, უარს ნუ ეტყვით, რადგან ეს ადამიანი თქვენს დახმარებას გულწრფელად ცდილობს. ამ დღეს მნიშვნელოვანია, ინტუიციას მოუსმინოთ და საკუთარ სიმართლეში ეჭვი არ შეგეპაროთ. შეუძლოდ ყოფნის გამო განგაშის ატეხა არ ღირს — ავადმყოფობა არ გემუქრებათ.

ლომი

ახალი ნაცნობობა ხანგრძლივ და საინტერესო ურთიერთობებს გპირდებათ. დატკბით ამ პერიოდით და ემოციები საყვარელ ადამიანსაც გაუზიარეთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი იდეების განხილვისთვის. ახლობლებთან ურთიერთობებში არსებული დაძაბულობა ნელ-ნელა ჩაცხრება და ეს თქვენი მცდელობის შედეგია. სამსახურში ერთ-ერთი კოლეგის ინტრიგების გამო უსიამოვნებები გელით, მაგრამ საქმის მიმართ სწორი მიდგომა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. თუ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდით, შეგიძლიათ დახმარებისთვის უფროს ნათესავებს ან ერთგულ მეგობრებს მიმართოთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე — ვარსკვლავები შვებულებაში წასვლას გირჩევენ.

ქალწული

გამორიცხული არ არის პრობლემები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში, თუმცა ამაში დამნაშავე თავად იქნებით. შესაძლოა, თქვენი ბობოქარი ემოციებით, მუდმივი უკმაყოფილებითა და ახირებებით ყველა დაღალეთ. ამ დღეს გაინტერესებთ ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება და ცდილობთ, მხედველობიდან არაფერი გამოგრჩეთ. ამჟამად მთელი ყურადღება კარიერული ზრდის საკითხებზე გაქვთ გადატანილი. მიმართეთ ხელმძღვანელობას, ისინი აუცილებლად რაღაც საინტერესოს შემოგთავაზებენ. თქვენი შფოთვა და ფარული შიშები სრულიად უსაფუძვლოა — შეგიძლიათ მიზნისკენ თამამად იაროთ. თქვენი ნიშნის სუსტი წერტილებია: ფილტვები, კუჭ-ნაწლავის სისტემა, ღვიძლი და კიდურები. თუ საკუთარი ჯანმრთელობა რამედ გიღირთ, საკვებსა და ალკოჰოლურ სასმელების მოხმარებაში ზომიერება უნდა დაიცვათ.

სასწორი

სასწორებს სასიყვარულო თავგადასავლებში სასიამოვნო სიურპრიზები ელით. დაპირებებს ნუ გასცემთ, თუ არ გინდათ, რომ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდეთ. ზოგიერთ სასწორს ნათესავებთან ნათესავებთან დაპირისპირება მოუვა, რისი მიზეზიც შეიძლება ფინანსური უთანხმოება გახდეს. საკმაოდ რთული დღეა კოლეგებთან ან პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. ძველი, დაუსრულებელი საქმეები თავს შეგახსენებენ და იმაზე მეტ დროს წაგართმევენ, ვიდრე ოდესმე. წარმატებული დღეა მგზავრობის, მივლინებისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის. დღევანდელი დღე ხელსაყრელია საქმიანი მოლაპარაკებისთვის, რომელიც შეიძლება მოგებიანი გარიგებით დასრულდეს. მასაჟზე ჩაეწერეთ — ეს წელისა და მუცლის არეში სხეულის კორექციაში დაგეხმარებათ, ხოლო მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები თავს მხნედ გაგრძნობინებთ.

მორიელი

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. თუ გულზე ხელებს დაიკრეფთ და არ იმოქმედებთ, შეიძლება პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ. ამ დღეს ურთიერთობებში გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოგიწევთ. მზად იყავით, რომ საყვარელი ადამიანის თვალსაზრისს მოუსმინოთ და კონფლიქტების მოსაგვარებლად საერთო ენა გამონახოთ. დაოჯახებულ ადამიანებს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით, რაც უთანხმოების ალბათობას მთლიანად გამორიცხავს. თუ თქვენი საქმიანობა ურთიერთობებს ან საბუთების გაფორმებას უკავშირდება, საქმიანი ქაღალდები, რომლებზეც ხელის მოწერა გიწევთ, ყურადღებით შეამოწმეთ. გირჩევთ, ექიმთან პროფილაქტიკურ ვიზიტზე დროულად ჩაეწეროთ.

ვრცლად, გადადით ბმულზე:https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/29-ivnisis-astrologiuri-prognozi-5655

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 „ჩემი და ახალგაზრდა გარდაიცვალა და დარჩა 9 წლის შვილი...მე გავზარდე“ - ნანული სარაჯიშვილი

🎥 „რაღაცაზე გული დამწყვეტია მაგრამ, ტრაგედიად არ გადამიქცევია“ - რას ჰყვება ნანული სარაჯიშვილი

🎥 „ისე იმოქმედა ჩემზე, სიცხემ ამიწია იმ საღამოს“ - როგორ დაამტკიცეს „მანანას“ როლზე ნანული სარაჯიშვილი