ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე: „სატურნი და ნეპტუნი: რუსული იმპერიალიზმის კოსმოსური ციკლი - წერს:
„სატურნი და ნეპტუნი: რუსული იმპერიალიზმის კოსმოსური ციკლი
🕰️ 1917 წელი ასტროლოგიური მოვლენა: სატურნისა და ნეპტუნის შეერთება (ლომში). ისტორიული ფაქტი: რუსეთის რევოლუცია; ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლა.
🕰️ 1952 – 1953 წლები ასტროლოგიური მოვლენა: სატურნისა და ნეპტუნის მარყუჟი — სამჯერადი შეერთება (სასწორში). ისტორიული ფაქტი: სტალინის გარდაცვალება; ტოტალიტარული მართვის სტილის ცვლილება.
🕰️ 1989 წელი ასტროლოგიური მოვლენა: სატურნისა და ნეპტუნის მარყუჟი — სამჯერადი შეერთება (თხის რქაში). ისტორიული ფაქტი: ბერლინის კედლის დანგრევა; ცივი ომის დასრულება; საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის დაწყება.
🔥 2026 წლის თებერვლიდან: წიკ-წიკ, წიკ-წიკ... ასტროლოგიური მოვლენა: სატურნისა და ნეპტუნის შეერთება (ვერძში). ისტორიული ფაქტი: პასუხი იხილეთ ფოტოზე“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის