
მიმდინარე კვირა (7-13 ივლისი) სავსეა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებით. გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი, რა დროსაც ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში პლანეტა ურანი ტოვებს კუროს ნიშანს და 8 ნოემბრამდე ტყუპების ზოდიაქოში იქნება. რას მოიტანს და რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება აღნიშნულ ასტროლოგიურ პროცესებს - ამ თემაზე გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს რეკომენდაციები გაუზიარა:
ვერძი - საკმაოდ კარგი პერიოდია, ჯერ ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ნუ გადაიღლებით. ბევრი რამ გამოგივათ ფინანსური კუთხით, იდეების რეალიზაციის კუთხით. სახლში მოიწყობ კომფორტს. მემკვიდრეობის მიღება, საგვარეულო დღესასწაული - მოსალოდნელია. დაეყრდენით ინტუიციას, ის სწორი გადაწყვეტილების საშუალებას მოგცემს.
კურო - კარგი პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი მაღალია. მრავალფეროვანი, საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ, გაიცნობთ ადამიანებს. გადასარევი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის. წარმატების შესაძლებლობები ფინანსებში გაქვთ. იღბალი თქვენს მხარესაა.
ტყუპები - ჯანმრთელობას უჩივით და მალე გადაიღლებით. ძალიან კარგი შესაძლებლობები გაქვთ, საინტერესო პროექტებში ჩაერთეთ. პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ქორწინებისთვის კარგი პერიოდია. იმოქმედეთ პრინციპით: შვიდჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით.
კირჩხიბი - მთავარი ფავორიტი, თქვენი დროა. შარმი, მიზიდულობა, წარმატება და იღბალი თქვენთანაა. მგზავრობა-მოგზაურობა, სწავლა, პრობლემური საკითხები - ყველაფერი იქნება წარმატებული. ყველაფერთან ერთად იქნებით ინტუიციურები.
ლომი - საკმაოდ კარგი პერიოდია საქმიანი კუთხით, თუმცა ენერგოტონუსი ეცემა, ფარული მტრები, ჭორები აქტიურდება თქვენს ზურგს უკან. არაერთი საინტერესო შეთავაზება გექნებათ, ბევრი საკითხის გადაწყვეტაც მოგიწევთ. დაამთავრეთ დასამთავრებელი საკითხები.
ქალწული - ენერგეტიკულად ძლიერია, შრომისუნარიანია, ამას კოლეგები დაინახავენ, რის გამოც წარმატების შანსები მოგეცემათ. შემოიტანეთ სიახლეები, იმოქმედეთ სპონტანურად და ინტერნეტთან დაამყარეთ მაქსიმალური ურთიერთობა.
სასწორი - მთავარია არ იზარმაცოთ, ენერგოტონუსი დაბალია. კარიერული განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, სწავლისთვის გადასარევი დროა. ახალი თანამდებობა, განვითარება კარიერაში - შემოქმედებითი კუთხითაც საუკეთესო პერიოდია, მთავარია არ გადაიღალოთ.
მორიელი - ამ კვირის მეორე ფავორიტი ნიშანია, უძლიერესი, ენერგიული, ინიციატივიანი, შარმიანი. იღბლიანობა მაღალ დონეზეა, თქვენს ცხოვრებაში შემოვლენ პარტნიორები, რომლებიც ტრანსფორმაციას გამოიწვევენ. მეტი კონტაქტი უცხოეთთან, უცხოელ პარტნიორებთან.
მშვილდოსანი - ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობას მოუფრთხილდით. გამოჩნდებიან პარტნიორები საინტერესო იდეებით, გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას, ახალ ბინაშიც შეიძლება გადახვიდეთ. საოჯახო მატებაც მოსალოდნელია, ბევრი კარგი ცვლილება გელოდებათ.
თხის რქა - საუკეთესო პერიოდი გაქვთ, გამოგდით ბევრი რამ კარიერაში, ფინანსური კუთხით. შესაძლებლობები ურთიერთობებში გაქვთ, საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის. იაქტიურეთ და გამოიყენეთ შანსები.
მერწყული - საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია, თუმცა ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ, არ გადაიღალოთ. ადრეული საქმეებიდან მიიღებთ დივიდენდებს, პრემიები, ბონუსები გექნებათ. მოაწესრიგეთ საკუთარი ცხოვრება და ურთიერთობები.
თევზები - საუკეთესო პერიოდია სიყვარულისთვის, რომანტიკული ურთიერთობისთვის, პაემნებისთვის, ნიჭის და უნარის გამჟღავნებისთვის. ხდებით უშიშარი და ინტუიციური - რაც მთავარია, გიმართლებთ ყველაფერში. იაქტიურეთ, ამ პერიოდის მესამე ფავორიტი თქვენ ხართ.
⭕„აბა, შევესიეთ ქართველები...“ - Sporting CP გიორგი ქოჩორაშვილის ახალი ფოტოები გაავრცელა