ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მერკურის რეტროგრადულობის პერიოდზე საუბრობს. მისი თქმით, ეს კარგი დროა, ძველი პროექტების დასასრულებლად, მაგრამ არა ახლის დასაწყებად:
„მერკურის რეტროგრადულობის პერიოდი
დღეს საღამოს 17:02-იდან მერკური სტაციონარული, ანუ გაჩერებული იქნება. ხოლო ხვალ, 26 თებერვალს დილის 10:48-იდან თევზების 23-ე გრადუსიდან უკუსვლით მოძრაობას დაიწყებს. მერკური 20 მარტამდე იქნება რეტროგრადული.
ეს რა თქმა უნდა ოპტიკური ილუზიაა, რომელიც ამისდა მიუხედავად გასაოცრად მუშაობს და აისახება ჩვენზე, გავლენის პერიოდი იგრძნობა 18 თებერვლიდან 9 აპრილამდე. ეს არის კრეატიულობისა და სულიერი პრაქტიკის დრო, მაგრამ შესაძლებელია კონკრეტიკასთან და ფაქტებთან დაკავშირებული დაბნეულობა და გადაჭარბებული ემოციურობა. ჩვენი ლოგიკა შემცირებულია, გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება ინტუიციას, იმატებს ემოციური გადაწყვეტილებები, რის გამოც შესაძლებელია, ბიზნესში პრობლემები და შეფერხებები.
ეს კარგი დროა, ძველი პროექტების დასასრულებლად, მაგრამ არა ახლის დასაწყებად. მით უმეტეს, არ ღირს ახლა დაიწყოთ მნიშვნელოვანი ახალი პროექტები ან შეიცვალოთ სამსახური. ფრთხილად იყავით დოკუმენტებთან და ტექნოლოგიებთან. არასასურველია, მნიშვნელოვანი კონტრაქტების ხელმოწერა და ტექნიკის შეძენაც.
ამის ნაცვლად ჯობია დაასრულოთ ძველი პროექტები, გამოასწოროთ შეცდომები, აღადგინოთ დაკარგული კონტაქტები და მოაწესრიგოთ დოკუმენტები. დაუბრუნდეთ ძველ იდეებს და ადამიანებს.
ვისთვის არის რთული?
ქალწულებისთვის, მშვილდოსნების და ტყუპებისთვის, რადგან მათთვის რაციონალურობა და ლოგიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ქაოსი, რომელიც თევზების რეტროგრადს მოჰყვება.
დიახ, ეს არის წარსულიდან ადამიანების დაბრუნების პერიოდიც. თუმცა ამ დროს უფრო ძველი ნაცნობები შეიძლება გამოჩნდნენ, ვიდრე „ყოფილები“. თუ მაინც წარსულიდან სიყვარულმა მოგაკითხათ, ეს იმის ნიშანია, რომ დროა უბრალოდ ნაცნობობის სტატუსი მიანიჭოთ.
7 მარტს მერკურის მზესთან ზუსტი შეერთების დროს, („კაზიმი“), შესაძლებელია მოვიდეს გონების გასხივოსნება, მნიშვნელოვანი იდეა.
რა თქმა უნდა, ეს გაფრთხილებები ეხებათ დირექტიული მერკურის პატრონებს, თუ თქვენი მერკური რეტროგრადულია, მაშინ სრული შემართებით წინ - მერკურიანული საკითხების გადასაჭრელად!
ეს პერიოდი ასევე კარგია, შემოქმედებითი ადამიანებისთვის; ხელოვანები, მწერლები და მუსიკოსები ამ დროს ხშირად პოულობენ დაკარგულ შთაგონებას.
ურიგო არაა, წყლის ნიშნებისთვის (კირჩხიბი და მორიელი) თქვენთვის ეს ენერგია ძალზე ნაცნობია - ინტუიცია პიკს აღწევს, რაც დაგეხმარებათ რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნაში.
მათთვის, ვისაც დასვენება და „გადატვირთვა“ სჭირდება: თუ გადაღლილი ხართ, ეს პერიოდი გაძლევთ მიზეზს, რომ შეანელოთ ტემპი, მიმართოთ ფსიქოთერაპიას ან სულიერ პრაქტიკებს.
საუკეთესო დროა, ქვეცნობიერთან მუშაობისთვის.
თუ ვინმეზე ნაწყენი ხართ, ეს 20 დღე საუკეთესოა პატიებისა და ემოციური ტვირთისგან გასათავისუფლებლად“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ: