Digest Logo

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის - „გახშირდება კომუნიკაცია გარშემო მყოფებთან, საქმიანი მიმოწერა, მივლინება“

1788704891
ვერძი ვერძი ვერძი

პირველ სექტემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის სატურნთან და პოზიტიურს მერკურისთან - საოჯახო საქმეების გამო ან ასაკით უფროსი ადამიანებისგან (ასაკით, თანამდებობით) შეიძლება იგრძნოთ ზეწოლა. ვალდებულებების გამო თითქოს პირადი ცხოვრებისთვის, დასვენებისთვის აღარ გრჩებათ დრო. ზოგიერთს რთული საუბარი გელოდებათ ნათესავებთან.

♈️ 8 სექტემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია აღმავალ კვანძთან - შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობრები ან მეგობართან გააბათ რომანი, შეიძლება ერთმა მეგობარმა თავისი იდეები გაგანდოთ და ერთად დაიწყოთ საქმიანობა.

♈️ 10 სექტემბერს მერკური სასწორში გადადის - გახშირდება კომუნიკაცია გარშემო მყოფებთან, საქმიანი მიმოწერა, მივლინება. შეიძლება გააფორმოთ ახალი ხელშეკრულება. თქვენი საუბარი გახდება უფრო დიპლომატიური და ჰარმონიული.

♈️ 10 სექტემბერს ვენერა მორიელში გადავა - დროულად გადაიხადეთ დავალიანება, ჯარიმა. შეიძლება მიიღოთ ფული დაზღვევიდან, დახმარება. პარტნიორი დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებაში. შეიძლება ერთად დაიწყოთ რამე საქმე, განსაკუთრებით აღმოსავლურ პრაქტიკებთან, ფსიქოლოგიასთან, სილამაზესთან დაკავშირებული.

♈️ 11 სექტემბერს, 7:26-ზე (თბილისის დროით) ახალმთვარეობა გველოდება ქალწულში - სიახლეები გელოდებათ ყოველდღიური საქმიანობის სფეროში, შეიძლება დაიწყოთ ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრება, შეიცვალოთ დღის განრიგი. გაიაროთ სამედიცინო გამოკვლევა. ზოგიერთმა კი დაიწყოთ მუშაობა.

♈️ 12 სექტემბერს მერკური დაძაბავს ურთიერთობას ნეპტუნთან და ჰარმონიული ასპექტი ექნება პლუტონთან - იყავი ფრთხილი და დაკვირვებული, რომ არც სხვამ მოგტყუოთ და არც თქვენ გქონდეთ ბუნდოვანება. თუ დამოუკიდებლად ვერ იღებთ გადაწყვეტილებას, დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ.

♈️ 14 სექტემბერს მერკური ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ურანთან - მივლენება, პარტნიორებთან კომუნიკა, ზოგადად საუბრები და მიმოწერა იქნება აქტუალური. შეიძლება პარტნიორთან ერთად დაიწყოთ რამე საქმე. შეიძლება მოულოდნელად სულ სხვა სფეროში აღმოჩნდეთ ან ორიგინალური იდეა განახორციელოთ. ზოგიერთი შეიძენთ ავტომიბილს (ელექროს), ან გაჯეტებს, ორიგინალურ ხელსაწყოებს.

♈️ 15 სექტემბრიდან შავი მთვარე ანუ ლილიტი (ჩვენი ილუზიები, ცდუნება, შიშები) დატოვებს მშვილდოსნის ნიშანს და 9 თვით თხის რქაში იქნება - ფრთხილად მოაგვარეთ სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული საკითხები. გაფრთხილდით, რომ ვინმემ განზრახ არ დაგაზარალოთ. არ შეგელახოთ რეპუტაცია, სტატუსი.

♈️ 15 სექტემბერს ვენერა დაძაბულ ასპექტს შექმნის პლუტონთან - გაფრთხილდით, რომ ფინანსების გამო არ იჩხუბოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფინანსების გამო ზეწოლას განიცდით პარტნიორებისგან. შეიძლება იყოს მოლოდნელი შემოწმება და ეცადეთ, წესრიგში გქონდეთ ფინანსური დოკუმენტები. შეიძლება მოგემატოთ ხარჯი.

♈️ 23 სექტემბერს მზე სასწორში გადადის და ამავე დღეს დგება შემოდგომის ბუნიობა - მეტი დრო უნდა დაუთმოთ პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას. შეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ, დაეხმაროთ მას და თუ თქვენც გჭირდებათ გვერდით დადგომა, არ მოგერიდოთ. გახდით მეტად რომანტიკული, მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპროზები, დაპატიჟეთ პაემანზე. თავისუფლები კი გააქტიურდით, რომ გვერდით ღირსეული ადამიანი გყავდეთ.

♈️ 26 სექტემბერს, თბილისის დროით, 20:48-ზე სავსემთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში - წარსულში უნდა დატოვოთ ყველა შიში და წარუმატებლობა. უნდა მოიცილოთ ყველაფერი, რაც წინსვლაში, მიზნების განხორციელებაში გიშლით ხელს. უნდა დაასრულოთ ის საქმეები, რაც წელს, გაზაფხულზე დაიწყეთ ან მიიღებთ შედეგს და დაინახავთ, რა მიმართულებით უნდა გააგრძლოთ გზა მომავალში.

♈️ 28 სექტემბერს მზე ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ურანთან - მიიღებთ მოულოდნელ ინფორმაციას, სტუმარს, შეტყობინებას, რაც სასიკეთოდ შეგიცვლით საქმეს, ურთიერთობას. რაც მოგიტანთ ახალ იდეას. შეიძლება მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება.

♈️ ამავე დღეს, 28 სექტემბერს თქვენი მმართველი პლანეტა მარსი კირჩხიბიდან ლომში გადავა და დარჩება 26 ნოემბრამდე - ენერგია და ენთუზიაზმი მოგემატებათ, რომ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები, გააქტიურდეთ პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, მათ ცხოვრებას. ამასთან, მოერიდეთ კამათს ბავშვებთან, საყვარელ ადამიანთან.

♈️ 30 სექტემბერს მერკური გადავა მორიელში - უნდა მოაგვაროთ ფინანსური, საბუღალტრო და საბანკო საკითხები. ეცადეთ, ყველა დოკუმენტი წესრიგში გქონდეთ. ზოგიერთიმა შეიძლება შეიძინოთ ის, რისთვისაც ფულს აგროვებდით. არაა გამორიცხული, რომ დაგაინტერესოთ ეზოტერიკულმა ლიტერატურამ, დეტექტივებმა, საგამოძიებო საქმეებმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა

⭕ „ადამიანები თავიანთ უბედურებაში პარტნიორებს ადანაშაულებენ...“ - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე

⭕ „უფრო მდგრადი ხდება ის ასაკობრივი ცვლილებების მიმართ...“ - როგორ ავირიდოთ თავიდან დემენცია