Digest Logo

🎥 „შავბნელი თემები და მანიპულაციები დაიწყება... მარტის თვეში სერიოზული არაფერი დაგეგმოთ...“ - მარიამ შუკაკიძის ასტროლოგიური პროგნოზი

1739869347
მარიამ შუკაკიძე

ვენერა ვერძში, სარკისებრი ციფრი, ახალმთვარეობა და მანიფესტაცია - აღნიშნულ თემებზე ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე „იუთუბის“ საკუთარ არხზე ვიდეოში საუბრობს, სადაც საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას და რჩევებს უზიარებს:

„ვენერა არის ცეცხლის ნიშანში. შესაბამისად ეს პერიოდი არის კარგი ფინანსების მოსაზიდად. მალე დაიწყება თევზებისთვის კარგი პერიოდი. მზე იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და მერწყულიდან შევა თევზებში. ასევე კარგი პერიოდი იქნება კირჩხიბებისა და მორიელებისთვის. 

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ შავი მთვარე დიდი ხნის განმავლობაში იყო სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, შესაბამისად სასწორების ცხოვრებაში და მათთან ვისაც ასცენდენტი აქვს ამ ნიშანში, ბევრი ცუდი რამ მოხდა.

დაიშალა წყვილები და დაეწყოთ პრობლემები პარტნიორულ ურთიერთობებში. ამის შემდეგ ეს ლილითი შევა მორიელში, ცოტა შავბნელი თემები და მანიპულაციები დაიწყება. მარტის თვეში არაფერი სერიოზული არ დაგეგმოთ, რადგან არ არის მარტივი თვე.

მერკურის რეტროგრადული პერიოდი იქნება, რამაც შეფერხებები იცის კარიერასა და საქმიანობაში. იქნება დაბნელებები და ნეპტუნი შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს. ასე რომ ტურბულენტობა ბევრ უსიამოვნო მოვლენას გამოიწვევს. 

25 თებერვალს გვაქვს მისტიკური რიცხვი, როდესაც კოსმოსური პორტალი გაიხსნება და თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ მანიფესტაციები. ნებისმიერი სახის - ფინანსური, სასიყვარულო და ა.შ. თითოეულ ფრაზას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და არ თქვათ სიტყვა „არა“. ჩაიფიქრეთ სურვილები და გააკეთეთ მანიფესტაცია, რადგან 02.02.2025 არის სარკისებრი დღე.

ასევე მნიშვნელოვანი დღეა 28 თებერვალი და ეს დღეც გამოირჩევა თავისი მისტიკურობით. 28 თებერვალს გვექნება ახალმთვარეობა. შეგიძლიათ ამ დღესაც ჩაიფიქროთ სურვილები. ახალმთვარეობას იგრძნობენ თევზები, ქალწულები, მშვილდოსნები და ტყუპები. ჩამოწერეთ თქვენი გეგმები და სურვილები“, - აცხადებს მარიამ შუკაკიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გამარჯვებით იყვნენ ქართველები“ - პატარა საქართველო ირანის შუაგულში, მოგზაურობა ისტორიულ ფერეიდანში

🎥 „ახალი აღთქმის პერიოდში ღმერთი აღარ არის მდუმარებაში...ჩვენს გულში უნდა იწერებოდეს რა სურს ღმერთს...“ - მამა თეოდორე გიგნაძე

🐟🌗„მიაქციეთ ყურადღება ინფექციურ დაავადებებს...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე მზის თევზების ნიშანში გადასვლაზე?