Digest Logo

„შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ, როცა სახლიდან გასვლას აპირებთ...“ - ყოველდღიური დაცვის პრაქტიკა თეა ჩეჩელაშვილისგან

1768481285
თეა ჩეჩელაშვილი

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტაროლოგი თეა ჩეჩელაშვილი საზოგადოებას სოციალურ ქსელში ყოველდღიური დაცვის პრაქტიკას უზიარებს, რაც მისი თქმით, საიმედოდ დაკეტავს თქვენს ენერგეტიკულ ველს და მოგცემთ დაცულობის შეგრძნებას მთელი დღის განმავლობაში:

„არსებობს ძალიან მარტივი, მაგრამ ძლიერი ყოველდღიური დაცვის პრაქტიკა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ, როცა სახლიდან გასვლას აპირებთ ან უბრალოდ დღის დაწყების წინ.

ეს რიტუალი კეთდება სრულიად ჩვეულებრივ მომენტში - როცა თასმებს იკრავთ, ღილებს იკრავთ, ბეჭედს ან ბროშს იკეთებთ. სწორედ ამ „დაკეტვის“ მოქმედებას ვურთავთ სიტყვიერ დაცვას.

ამ დროს, ჩაილაპარაკეთ გონებაში ან ხმამაღლა:

„ვიკეტები ამ საკეტით ბოროტი საქმისგან, ბოროტი თვალისგან, ავი სიტყვებისგან.
რათა არც მოსვლა და არც ნახევრად მოსვლაც კი არ გქონდეთ ჩემამდე —
არც გზაში, არც სავალზე, არც საქმეში, არც დასვენებისას,
არც ღამით, არც დღით.
ამ ჩემს სიტყვებს — გასაღები და საკეტი!“.

ეს მოკლე რიტუალი, „დაკეტვის“ მოქმედებასთან ერთად შესრულებული, საიმედოდ კეტავს თქვენს ენერგეტიკულ ველს და გაძლევთ დაცულობის შეგრძნებას მთელი დღის განმავლობაში“, - წერს თეა ჩეჩელაშვილი. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵„უკვე ეტყობა, რომ შიო და ოვი ხასიათებით ძალიან განსხვავდებიან“ - ნუკი კოშკელიშვილი შვილებს შორის ბალანსზე

🎥 „ჩვენ რომ ადამიანებს ვემდურით: ეგ ადამიანები საჩუქარს გვჩუქნიან, ასეთი ძვირფასი ცხოვრებაში არაფერია“ - ალექსანდრე ჯორჯიკია კარმის დამუშავების მექანიზმზე

🎥 „სხვადასხვა ენაზე ვამბობთ ერთსა და იმავე სიბრძნეს“ - ცნობილი ასტრო-ფსიქოლოგის შეხედულება ქრისტიანობისა და ვედური ცოდნის კავშირზე