ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულისთვის:
პირველ ნოემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია მთვარის აღმავალ კვანძთან - დაფიქრდით, იქნებ, ცოტა მეტად უნდა გაინებივროთ თავი, ლამაზით, ძვირფასით, ხარისხიანით. იქნებ მეტად უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი და გარშემო მყოფებიც მიახვედროთ, რომ მეტს იმსახურებთ.
შეიძლება დაიბრუნოთ ფული ან ნივთი, რომელიც დაკარგული გეგონათ ან ისევ ეწვიოთ ადგილს, სადაც თავს ჰარმონიულად გრძნობთ. ზოგიერთს შეიძლება შემოგეხმიანოთ ადამიანი, ვისთანაც ადრე რომანი გქონდათ.
რაც შეეხება სილამაზის პროცედურებს, ასეთი ასპექტი 24 ნოემბერსაც განმეორდება და მერე გაიკეთეთ, ამ დროისთვის ვენერა უკვე სწორად მიმავალ გზას დაადგება.
ოთხ ნოემბერს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება - ხელახლა უნდა გადაიხედოს თქვენი დაწინაურების საკითხი; შეიძლება რაღაც საბუთის გადაკეთება დაგჭირდეთ ან განმეორებით გასაუბრებაზე დაგიძახონ. 14 ნოემბრის შემდეგ, როცა მერკური გაასწორებს სვლას, უკვე უნდა მიიღოთ დაწინაურება, აიმაღლოთ სტატუსი.
9 ნოემბერს, 11:01-ზე გველოდება ახალმთვარეობა მორიელში - სიახლეები იქნება თქვენი კარიერისა და სტატუსის თემაში. მოგეცემათ ახალი შესაძლებლობა, რომ მიიღოთ სასურველი, უბრალოდ, გაითვალისწინეთ წარსული შეცდომები.
11 ნოემბერს იუპიტერისა და დაღმავალი კვანძის შეერთება გველოდება ლომში - რაღაც სასიხარულო უნდა მოხდეს თქვენი პარტნიორული ურთიერთობის სფეროში. თავისუფლებს შეიძლება გამოგიჩნდეთ პარტნიორი, რომელიც დიდი ხნით დარჩება თქვენს ცხოვრებაში და სრულიად შეგიცვლით ყოველდღიურობას. დაწყვილებულები შეიძლება დაქორწინდეთ. თუ პირადი ცხოვრება არ გაინტერესებთ, შეიძლება მიიღოთ დიდი ფული, ძვირფასი საჩუქარი, გააფორმოთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, დაიწყოთ მუშაობა დიდ, ცნობილ კომპანიაში. ეს ეხება ყველა მერწყულს და განსაკუთრებით მათ, ვისაც მერწყულის 22-27 გრადუსებში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები.
16 ნოემბერს მარსისა და იუპიტერის შეერთება გველოდება ლომში - მოერიდეთ თანამდებობის პირებთან, პარტნიორებთან კონფლიქტს. კარგი იქნება კოლეგებთან შეხვედრა და მიმდინარე საკითხების ან ახალი პროექტების განხილვა. თავისუფლებს გელოდებათ საინტერესო მოვლენები პირად ცხოვრებაში. თუმცა, მოერიდეთ კონკურენციას, ჯიბრით რამის კეთებას.
18 ნოემბერს მზე კონფლიქტშია იუპიტერთან - მაინცდამაინც ამ დღეს ნუ ეცდებით ხელმძღვანელობასთან უსიამოვნებას. ზოგიერთს მოგინდებათ საკუთარი უპირატესობის დამტკიცება, საკუთარი თავის სხვებზე დიდებულად წარმოჩენა, თუმცა, კონფლიქტური ასპექტია და ჰარმონიულად არ დასრულდება.
19 ნოემბერს მზე კონფლიქტშია მარსთან - რთული დღეები მალე გაივლის, ნუ ეცდებით გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაფუჭებას, კამათს, საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას. ნუ მოიქცევით ისე, რომ რეპუტაცია შეილახოთ. თქვენ გახარებას, თავი არ გაუტეხოთ ვინმეს.
22 ნოემბერს მზე გადავა მშვილდოსნის ზოდიაქოში - შედარებით ჰარმონიული დრო დადგება თქვენთვის, იქნება მეგობრებთან ერთად განტვირთვა, თანამოზრეებთან საერთო თემების განხილვა, შეიძლება გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში. გახდეთ რომელიმე ჯგუფის წევრი.
24 ნოემბერს სავსემთვარეობა გველოდება ტყუპის ზოდიაქოში - ფლირტის დრო უნდა დასრულდეს და სერიოზულ ეტაპზე გადავიდეს. შეიძლება დაასრულოთ შემოქმედებითი პროექტი; დაესწროთ გასართობ წვეულებას, სადაც იქნება ბევრი კომუნიკაცია; გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ ან ბავშვებმა გაგახარონ თავიანთი წარმატებით.
26 ნოემბერს მარსი გადავა ქალწულის ზოდიაქოში - პარტნიორთან ერთად უნდა დააბანდოთ ფული რაღაც საქმეში. შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა ან იბრძოლოთ მისთვის. შეიძლება დაგეგმოთ გარკვეული ოპერაციების ჩატარება, ზოგიერთს კი გამოგიჩნდეთ ახალი კექსუალური პარტნიორი.
26 ნოემბერს სატურნისა და ლილიტის დაძაბული ასპექტი გველოდება - ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ფაქტებს, არ აჰყვეთ ჭორებს და ამის გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება მეგობრებთან, დედმამიშვილებთან.
28 ნოემბერს იუპიტერისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტი გველოდება - რაღაც სასიამოვნო უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება პარტნიორისგან მიიღოთ საჩუქარი, ან შემოგთავაზოთ უცხოეთში გამგზავრება. შეიძლება თქვენს სასიკეთოდ მოგვარდეს იურიდიული, სასამართლო საკითხები, თუ ასეთი გქონდათ.
29 ნოემბერს ურანი-პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - პლუტონი თქვენს ნიშანშია და გაასწორა სვლა. რაღაც ტრანსფორმაციული უნდა მოხდეს თქვენი გართობის, ფლირტის, შვილიერების, შემოქმედების სფეროში და თქვენ უნდა იყოთ ინიციატორი.
ასევე დაგაინტერესებთ: