ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 23 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:
„ჰოროსკოპი 23 თებერვლისთვის
მთვარის დღე — 6 / 7
ფაზა — მზარდი მთვარე კუროში
ვერძი
დღე სავსეა დიდი შესაძლებლობებით. დაბრკოლებები შენს გზაზე არ შეგაჩერებს პირიქით, უფრო გაგამხნევებს. კონკურენცია და რთული ამოცანები დღეს დამატებით მოტივაციას მოგცემს და გამარჯვების სურვილს გააძლიერებს.
კურო
დღეს შეიძლება დარწმუნდე, რომ „ცუდის გარეშე კარგიც არ მოდის“. ერთი შეხედვით არასასურველი სიტუაცია საბოლოოდ სასიკეთოდ შემობრუნდება. ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას იღბალი შენს მხარესაა.
ტყუპები
კარიერისა და ამბიციური მიზნებისათვის შესანიშნავი დღეა. ორგანიზებულობა, ნებისყოფა და მიზნისკენ სვლა გაძლიერდება. სწორად მიმართული ენერგია დღეს წინსვლის მნიშვნელოვან ნაბიჯს მოგატანინებს.
კირჩხიბი
გრძნობები ჰარმონიაშია. შინაგანი სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა სხვებზეც დადებითად იმოქმედებს. ადამიანებთან ურთიერთობა მარტივი იქნება და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას ადვილად მიიღებ.
ლომი
დღე სიმშვიდისა და შინაგანი ჩაღრმავებისთვისაა. ცოტათი მოშორდი ხმაურსა და აქტიურ კომუნიკაციას, რათა მოვლენებს გვერდიდან შეხედო. ინტუიციის მოსმენამ სწორი პასუხები მოგცემს.
ქალწული
დღე უზარმაზარ პოტენციალს გაძლევს. მნიშვნელოვანია შესაძლებლობების გამოყენება. სახლში ნუ დარჩები იყავი მოვლენების ცენტრში, რადგან აქტიურობა წარმატებას მოგიტანს.
სასწორი
დღეს შეიძლება თავი გამარჯვებულად იგრძნო. მიზანმიმართულობა, გამჭრიახობა და სიზუსტე რთული საკითხების გადაჭრაში დაგეხმარება. გეგმები მკაფიო იქნება, მოქმედებები — ეფექტური.
მორიელი
ენერგია და აქტიურობა მაღალია, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა. სპონტანურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება საქმეებს ავნოს. ჯერ დაფიქრდი, მერე იმოქმედე.
მშვილდოსანი
დღე ემოციებითა და თბილი ურთიერთობითაა სავსე. მეტი დრო დაუთმე საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებს. ახლობლების გარემო ძლიერ პოზიტიურ ენერგიას მოგცემს.
თხის რქა
დღე წარმატებასა და სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდება. შესაძლებელია ფინანსური შემოსავალი, საჩუქარი ან სამსახურში წინსვლა. ყურადღება მიაქციე ურთიერთობებს საკუთარ წარმატებაზე ზედმეტმა კონცენტრაციამ სხვები არ გაანაწყენოს.
მერწყული
დღეს ყოველდღიურ საკითხებს ზედმეტად სერიოზულად ნუ მიიღებ. პერფექციონიზმმა შეიძლება შინაგანი დაძაბულობა გამოიწვიოს. მიეცი საკუთარ თავს შეცდომის უფლება სიმშვიდე შენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
თევზები
შეიძლება ძალიან მიმზიდველი შეთავაზება მიიღო, თუმცა გადაწყვეტილებამდე კარგად დაფიქრდი. წინადადება შეიძლება ნამდვილად მომგები იყოს ან დამალული რისკი ჰქონდეს. მეტი ინფორმაცია შეაგროვე“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ტირილი მთელ საბურთალოს ესმოდა... მოვთქვამდი როგორც დედაკაცი“ - ნუგზარ რუხაძე დედაზე