Digest Logo

„შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე და შეადგინეთ გეგმა...“ - თაკო მელიქიშვილი 16 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე

1771245277
 თაკო მელიქიშვილ

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 16 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე საუბრობს:

„16 თებერვალი — ახალი დასაწყისის ენერგია  

დღეს საერთო დღეა ციფრი 1-ის ენერგიით.

თქვენს ხელშია ძლიერი ძალა — მიმართეთ ის შექმნისა და განვითარებისთვის.

რა გავაკეთოთ:

  • დაიწყეთ ახალი საქმეები, პროექტები და იდეები
  • იყავით როგორც ბრძენი ლიდერი — კეთილი, სამართლიანი და გულწრფელი
  • შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე და შეადგინეთ გეგმა მომდევნო 9 დღისთვის
  • ერთდროულად გამოავლინეთ მოთმინება, გამძლეობა და გადაწყვეტილების უნარი

რას მოვერიდოთ:

  • სხვების ნების ჩახშობას — იყავით ყურადღებიანი და გამგები
  • ეგოიზმს, სიმკაცრეს და აგრესიას
  • მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერას
  • მსხვილ შესყიდვებსა და კრედიტების გაფორმებას

დღეს ასევე ორშაბათია და განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც დაბადებულია.

2, 11, 20, 29 რიცხვებში (თქვენი ფერები: თეთრი და ღია მწვანე)“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კარგი დასვენება ჩემო ლამაზო“ - ნუცა ბუზალაძის მოგზაურობა ბრაზილიაში გრძელდება

🎥 გვისმენენ თუ არ გვისმენენ? - რას ამბობს ციფრული მარკეტერი, ირაკლი ქართველიშვილი

⭕„ერიდეთ სანათესაო-საახლობლო კონფლიქტებს...“ - 17 თებერვლის მზის დაბნელება: ასტროპროგნოზი გიორგი ლობჯანიძისგან